მომსახურების პირობები

მომსახურების პირობები და ანგარიშსწორების პოლიტიკა

 

შპს „ფეთარიო’’ (ს/კ 400239871)(შემდგომში - ფეთარიო) მომხმარებელს სთავაზობს პლატფორმას, რომელიც შედგება ვებსაიტისა და შესაძლოა დამხმარე სისტემებისა და აპლიკაციებისაგან.

 

ფეთარიო წარმოადგენს პლატფორმის ოპერატორ კომპანიას, რომელიც ეხმარება შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული მომსახურების მომწოდებლებსა და შინაური ცხოველების პატრონებს ერთმანეთთან დაკავშირებაში. ფეთარიო პასუხისმგებელია იმოქმედოს წინამდებარე მომსახურების პირობებითა და ანგარიშსწორების პოლიტიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ფეთარიო არის მხოლოდ ინფორმაციის მოწოდების, გაცვლის პლატფორმა და არ იღებს პასუხისმგებლობას სერვისის პროვაიდერის მიერ მოწოდებული მოსახურების ხარისხზე. ფეთარიო ასევე არ იღებს პასუხისმგებლობას სერვისის მომხმარებლის მიერ განხორციელებულ რაიმე დარღვევაზე.

 

ტერმინთა განმარტება:

  1. ფეთარიო - ვებსაიტი და პლატფორმა, სადაც ხდება მომსახურების განთავსება და დაჯავშნა.
  2. სერვის პროვაიდერი - პირი, რომელიც რეგისტრირდება ვებსაიტზე და ათავსებს საკუთარი მომსახურების შეთავაზებას.
  3. სერვისის მომხმარებელი - პირი, რომელიც ჯავშნის სერვის პროვაიდერის მიერ განთავსებულ შეთავაზებას.
  4. სერვისის ღირებულება - დასაჯავშნი მომსახურების საფასური, ითვლება მომსახურების ერთეულთა ჯამის მიხედვით.
  5. ჯავშანი - სერვისის ერთეულის სერვისის პროვაიდერისთვის რეზერვაცია, ვებსაიტის ჩატში სერვის პროვაიდერისა დ სერვისის მომხმარებლის მიერ წინასწარი შეთანხმებისა და თანხის ჩარიცხვის შემდეგ.
  6. სერვისის წმინდა ღირებულება - დასაჯავშნი მომსახურების საფასურს გამოკლებული ფეთარიოს მომსახურების საკომისიო 15%-ს ოდენობით.
  1. ფეთარიოს მომხმარებელი:

ფეთარიოს ჰყავს ორი ტიპის მომხმარებელი:

  1. მომსახურების გამწევი, შემდეგში “სერვის პროვაიდერი” - პირი, რომელიც რეგისტრირდება ფეთარიოს პლატფორმაზე და ათავსებს საკუთარ მომსახურებას დასაჯავშნად. იგი ეთანხმება ფეთარიოს მომსახურების პირობებსა და ანგარიშსწორების პოლიტიკას, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

  2. სერვისის მომხმარებელი - პირი, რომელიც რეგისტრირდება ფეთარიოს პლატფორმაზე და ჯავშნის შინაური ცხოველის მომსახურებას. იგი ეთანხმება ფეთარიოს მომსახურების პირობებსა და ანგარიშსწორების პოლიტიკას, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

  1. ფეთარიოს მომსახურებით სარგებლობა:
  • სერვის პროვაიდერთათვის:
    • სერვის პროვაიდერი რეგისტრირდება ფეთარიოს ვებსაიტზე www.petario.com;
    • რეგისტრაციისთვის სერვის პროვაიდერი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას;
    • რეგისტრაციის დასასრულებლად სერვის პროვაიდერმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება მომსახურების პირობებსა და ანგარიშსწორების პოლიტიკას, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას;
    • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სერვის პროვაიდერს შესაძლებლობა ექნება ვებსაიტზე განათავსოს მომსახურება, რომელსაც იგი სთავაზობს მომხმარებელს;
    • მომსახურების ვებსაიტზე გამოჩენისათვის, სერვის პროვაიდერი ვალდებულია გაიაროს სრული ვერიფიკაცია, რაც ნიშნავს შემდეგს: დაავერიფიციროს ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა, ვებსაიტზე ატვირთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, პასპორტი) და გაიაროს გასაუბრება ადმინისტაციასთან პირისპირ ან ვიდეო ზარის საშუალებით;
    • სრული ვერიფიკაციის გავლის შემდეგ სერვის პროვაიდერის მიერ განთავსებული მომსახურების შეთავაზება გამოჩნდება ვებსაიტზე. მომსახურების შეთავაზება შედგება შემდეგი ინფორმაციისაგან: ფოტოსურათი, აღწერა, მდებარეობა, ხელმისაწვდომი დღეები და საათები, შესაძლოა შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას;
    • სერვის პროვაიდერი ვებსაიტზე უთითებს საკუთარ ანგარიშის ნომერს, სადაც ის მიიღებს გაწეული მომსახურებისათვის ანგარიშსწორებას.
  • სერვისის მომხმარებელთათვის:
    • სერვისის მომხმარებელი რეგისტრირდება ფეთარიოს ვებსაიტზე www.petario.com;
    • რეგისტრაციისთვის სერვისის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტას;
    • რეგისტრაციის დასასრულებლად სერვისის მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება ფეთარიოს მომსახურების პირობებსა და ანგარიშსწორების პოლიტიკას, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკას;
    • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სერვისის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ვებსაიტზე დაჯავშნოს სასურველი მომსახურება.
    • მომსახურების ვებსაიტზე დასაჯავშნად სერვისის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს ვერიფიკაცია რაც ნიშნავს შემდეგს: დაავერიფიციროს ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა.
    • ვერიფიკაციის გავლის შემდეგ სერვისის მომახმარებელს ეძლევა საშუალება დაჯავშნოს მომსახურება.
  1. სერვის პროვაიდერი ვალდებულია:
  • გაუწიოს სერვისის მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურება;
  • დროულად გამოცხადდეს სერვისის მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ ადგილას ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • დაუბრუნოს სერვისის მომხმარებელს შინაური ცხოველი და მისი ყველა აქსესუარი ასეთების არსებობის შემთხვევაში;
  • დროულად შეატყობინოს სერვისის მომხმარებელსა და ფეთარიოს მომსახურების გაწევის პროცესში ნებისმიერი ცვლილების და/ან სირთულის გაჩენის შესახებ.
  1. სერვისის მომხმარებელი ვალდებულია:
  • სერვის პროვაიდერს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია ცხოველის ჯანმრთელობის, ზომების, ხასიათისა და სხვა თავისებურებების შესახებ;
  • დროულად მიიყვანოს ცხოველი წინასწარ შეთანხმებულ ადგილას;
  • მომსახურების გაწევის შემდეგ დროულად წამოიყვანოს ცხოველი მომსახურების გაწევის ადგილიდან ან სხვა წინასწარ შეთანხმებული ადგილიდან;
  • დროულად გამოეხმაუროს სერვის პროვაიდერს და გონივრულ ვადაში მიიღოს გონივრული ზომები ნებისმიერი შესაძლო ცვლილებებისა და/ან სირთულის შემთხვევაში.
  1. ფეთარიო ვალდებულია:
  • იმოქმედოს წინამდებარე მომსახურების პირობებითა და ანგარიშსწორების პოლიტიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
  • შეასრულოს წინამდებარე მომსახურების პირობებითა და ანგარიშსწორების პოლიტიკით გათვალისწინებული ვალდებულებები
  1. მომსახურების ადგილი
  • სერვის პროვაიდერის მიერ ვებსაიტზე მითითებული მისამართი და/ან სერვის პროვაიდერისა და სერვისის მომხმარებლის მიერ ვებსაიტზე არსებულ ჩატში წინასწარ შეთანხმებული მდებარეობა.
  1. ანგარიშსწორება

სერვისის მომხმარებელი ანგარიშსწირებას ახდენს წინასწარ, მომსახურების თანხის სრულად გადახდით შემდეგი მეთოდით:

  • VISA ან MASTERCARD ბარათით საიტზე www.petario.com. აღნიშნული გადარიცხვისას დისკრიპტორი  გადახდის დასრულებამდე, რომელიც მიეთითება მეპატრონის ამონაწერში არის PETARIO.COM
  • თანხის გადარიცხვით შენდეგ საბანკო ანგარიშზე სს „თიბისი ბანკი’’ იბან: TBCBGE22 , ა/ა GE62TB7291236020100006, მიმღები შპს „ფეთარიო”.

დანიშნულებაში ეთითება  სერვის პროვაიდერის მიერ არჩეული სერვის პროვაიდერის ID და მომსახურების აიდი.

 

ფეთარიო იტოვებს მომსახურების საკომისიოს 15%-ს ოდენობით და მომსახურების წმინდა ღირებულებას ურიცხავს სერვის პროვაიდერს, სერვის პროვაიდერის მიერ ვებ საიტზე მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე. ანგარიშსწორება ხდება ყოველი თვის 10 რიცხვამდე წინა თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების წმინდა ღირებულების ოდენობით.

 

ჯავშნის სერვისის მომხმარებლის გაუქმების შემთხვევაში სერვის პროვაიდერი მიიღებს მომსახურების ღირებულების 0%-დან 40%-მდე ოდენობით, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე. თანხა გადაირიცხება სტანდარტული ანგარიშსწორებისას.

  1. თანხის უკან დაბრუნება და ჯავშნის გაუქმება

შპს „ფეთარიო’’ ახორციელებს სერვისის მომხმარებლისთვის თანხის უკან დაბრუნებას შემდეგ შემთხვევებში:

  • გადახდილი თანხის 100%-ს ან 95%-ს ოდენობით, როდესაც სერვისის მომხმარებელი ვერ იღებს დაჯავშნილ მომსახურებას სერვის პროვაიდერის ან/და ფეთარიოს სისტემური ხარვეზის მიზეზით.
  • ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია სერვისის მომხმარებლის მიერ მომსახურების გაწევის დრომდე მინიმუმ 48 საათით ადრე, ამისათვის სერვისის მომხმარებელი ვალდებულია მიწეროს ფეთარიოს ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] და დააფიქსიროს ჯავშნის გაუქმების მოთხოვნა.
  • გადახდილი თანხის 100%-დან 50%-მდე, როდესაც ჯავშნის გაუქმება ხდება სერვისის მომხმარებლის მხრიდან.