კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

1.შესავალი

ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას ჩვენ ვენდობით თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ წარმოვაჩინოთ, რა მონაცემებს ვაგროვებთ, რატომ ვაგროვებთ მას და როგორ ვამუშავებთ მას. ჩვენთან ინფორმაციის გაზიარებით, შესაძლებელია ჩვენი სერვისები უფრო უკეთესი გახდეს თქვენთვის. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია მოვარგოთ ინფორმაცია თქვენს ინტერესებს, დაგეხმაროთ მეგობრებთან სრაფად და მარტივად გაზიარებაში. კონფიდენციალურობის პოლიტიკით ჩვენ გვინდა წარმოვაჩინოთ, თუ როგორ ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას.  ეს მნიშვნელოვანია; ვიმედოვნებთ, რომ ყურადღებით წაიკითხავთ. გახსოვდეთ, შეგიძლიათ გააკონტროლოთ თქვენი ინფორმაციის მართვა და დაიცვათ თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ იგი.

2. ზოგადი დებულებები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში-პოლიტიკა) განსაზღვრავს შპს „ფეთარიო’’-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 400239871) (შემდგომში: „მონაცემთა დამმუშავებელი“) თანამშრომლების, სერვისის მომხმარებლის, სერვისის პროვაიდერის,  ავტორის და პოტენციური ხელშემკვრელი მხარეების (შემდგომში ყველა სუბიექტი ერთად მოხსენიება: „მონაცემთა სუბიექტი“) პერსონალური მონაცემთა დამუშავების წესს, მიზნებსა და შენახვის პირობებს.

წინამდებარე პოლიტიკის განახლებისას, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინების მიზნით, მონაცემთა დამმუშავებელი უზრუნველყოფს წინამდებარე პოლიტიკის დროდადრო გადამოწმებას, წაკითხვასა და საჭიროებისამებრ მოდიფიცირებას.

წინამდებარე პოლიტიკასთან დაკავშირებით სიტყვა მხოლობითი მოიცავს მრავლობითს, და პირიქით;   თითოეული მითითება სქესზე (მამრობითი და მდედრობითი) მოიცავს ყველა სხვა სქესს.

3. პერსონალური მონაცემის სუბიექტი და დამუშავების საფუძველი

3.1. მონაცემთა დამმუშავებელი ახორციელებს შემდეგ სუბიექტთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას:

ა) სერვისის მომხმარებელი;

ბ) სერვისის პროვაიდერი;

გ) მონაცემთა დამმუშავებელის თანამშრომელი;

დ) საიტზე www.petario.com ბლოგის ავოტირი;

ე) მონაცემთა დამმუშავებლის ვებსაიტზე  www.petario.com შემოსული ვიზიტორი.

3.2. მონაცემთა დამუშავების საფუძველია მონაცემთა სუბიექტის ელექტრონული ან წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობა.

4. დასამუშავებელი  პერსონალური მონაცემები

4.1. მონაცემთა დამმუშავებელი  ამუშავებს შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას სერვისის მომხმარებელის შესახებ:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) ტელეფონი ნომერი;

დ)  მისამართი (არჩევითია სერვისის მომხმარებელის  შეკვეთის მიხედვით);

ე) ელ. ფოსტა;

ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ზ) ბანკის ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი და დამცავი კოდი.

4.2. მონაცემთა დამმუშავებელი  ამუშავებს შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას სერვისის პროვაიდერის შესახებ:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, მოქმედების ვადა;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

ვ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზ) დაბადების თარიღი;

თ) ტელეფონი ნომერი;

ი) ფაქტიური მისამართი;

კ) იურიდიული მისამართი;

ლ) პროფესია;

მ) განათლება;

ნ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ო) ელ. ფოსტა;

პ) ფოტოსურათი


4.3. მონაცემთა დამმუშავებელი  ამუშავებს შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას ავტორის შესახებ:

) სახელი;

) გვარი;

) პირადი ნომერი;

) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, მოქმედების ვადა;

) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

) დაბადების თარიღი;

) ტელეფონის ნომერი;

) ფაქტიური მისამართი;

) იურიდიული მისამართი;

) პროფესია;

) საბანკოანგარიშის  რეკვიზიტები;

) ელ. ფოსტა.

4.4. მონაცემთა დამმუშავებელი  ამუშავებს შემდეგი სახის პერსონალურ ინფორმაციას თანამშრომლის შესახებ:

) სახელი;

) გვარი;

) პირადი ნომერი;

) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, გაცემის თარიღი,

) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

) დაბადების თარიღი;

) ტელეფონი ნომერი;

) ფაქტიური მისამართი;

) იურიდიული მისამართი;

) პროფესია;

) განათლება;

) საბანკო რეკვიზიტები;

) ელ. ფოსტა.

4.5. ვებსაიტზე www.petario.com ვიზიტისას მონაცემთა დამმუშავებელმა შეიძლება შეაგროვოს ვიზიტორ(ებ)ის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:

) შემოსვლის დრო;

) შემოსვლის ადგილი;

) ვებსაიტზე ყოფნის ხანგრძლივობა;

) ონლაინ გამოკითხვის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია.

5. პერსონალური მონაცემების დამუშავების მეთოდები და ადგილი

5.1. მონაცემთა დამმუშავებელი ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას არაავტომატური საშუალებებით.

6. პერსონალური მონაცემების გამოყენების მიზანი

6.1.  პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები:

6.1.1. მონაცემთა სუბიექტთან  დაკავშირება და ვებსაიტზე ანგარიშის რეგისტრაციის მონაცემების გაგზავნა;

6.1.2. სერვისის მომხმარებლის მისამართის ველის შევსების შემთხვევაში, თუ სურს შინაურ ცხოველს მომსახურების მიმწოდებელმა მიაკითხოს აღნიშნულ მისამართზე;

6.1.3. სერვისის მომხმარებლის, მომსახურების მიმწოდებლის, ავტორის, თანამშრომლის იდენტიფიცირება მომსახურების,  ან/და სხვა ტიპის ხელშეკრულების გასაფორმებლად;

6.1.4. ანგარიშსწორება მომსახურებისთვის;

6.1.5.  ნაკისრი ვალდებულების შესრულება ან შესრულების უზრუნველყოფა;

6.1.6. მონაცემთა დამმუშავებლის ვებსაიტზე ვიზიტისას სტატისტიკური მონაცემების შეგროვება მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმისთვის;

6.1.7. მოთხოვნის დათმობა, კომპანიის გაყიდვა, საკუთრების უფლების გადაცემა;

6.1.8. ფინანსური, აუდიტორული, იურიდიული, ტექნიკური შემოწმების ჩატარება კანონით განსაზღვრული მიზნისათვის.

6.2. მონაცემთა დამმუშავებელთან  არსებული პერსონალური მონაცემები  შეიძლება გადაეცეს:

6.2.1. მონაცემთა დამმუშავებლის თანამშრომლებს, დამფუძნებლებს;

6.2.2. მონაცემთა დამმუშავებლის კონტრაქტორებს/თანამშრომლებს აუდიტორულ, პროგრამული/სისტემის მხარდაჭერის, იურიდიულ და სხვა ორგანიზაცეიბს, რომლებიც აწვდიან მომსახურებას, ატარებენ მონაცემთა დამმუშავებლის შემოწმებას, კონსულტაციას ან ახორციელებენ პროგრამულ უზრუნველყოფას, აღნიშნული მიზნისთვის თანამშრომლები და ხელშემკვრელი მხარეები შეიძლება იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ;

6.2.3. შემძენს მონაცემთა დამმუშავებლის აქციის, წილის გაყიდვისას/გადაცემისას ან მოთხოვნის დათმობისას;

6.2.4. შპსსაქართველოს ფოსტას'' (/ 203836233) ან სხვა საკურიერო სერვისებს კორესპონდეციის გასაგზავნად, პერსონალური ინფორმაციიდან შეიძლება გადაეცეს  სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი;

6.2.5. კომერციულ ბანკებს საბანკო ანგარიშსწორებისთვის ან სხვა თანხის გადამრიცხავ კომპანიებს  დავალიანების, გადარიცხვის ანგარიშსწორებისთვის;

6.2.6. სხვა მესამე პირებს კანონის შესაბამისად.

7. თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

7.1. შრომითი განაცხადის შევსებისას ან/და შრომითი, მომსახურების ან სხვა ტიპის ხელშეკრულების გაფორმებისას  მონაცემთა სუბიექტი გამოხატავს თანხმობას, რომ მონაცემთა დამმუშავებელს შეუძლია დაამუშავოს პერსონალური მონაცემები.

7.2. ვებსაიტზე www.petario.com რეგისტრაციისას მონაცემთა სუბიექტის მიერ, ველის მონიშვნით: „გავეცანი შპსფეთარიოს'' კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მომსახურების პირობებსა და ანგარიშსწირების პოლიტიკას,  თანახმა ვარ შპსფეთარიოს'' მიერ მოხდეს ჩემს შესახებ მონაცემების დამუშავება'', მონაცემთა სუბიექტი გამოხატავს თანხმობას, რომ მონაცემთა დამმუშავებელს შეუძლია დაამუშავოს მონაცემთა სუბიექტის შესახებ პერსონალური მონაცემები.

7.3. ვებსაიტზე www.petario.com რეგისტრაციისას  შესაბამისი ველის მონიშვნით თანახმა ვარ მივიღო შეტყობინება  შპსფეთარიოს’’ სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ’’ მონაცემთა სუბიექტი გამოხატავს თანხმობას, რომ მონაცემთა დამმუშავებლის მიერ შეგროვებული ინფორმაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მონაცემთა სუბიექტის ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებებისა და სიახლეების, შეთავაზებების დაგზავნის მიზნით. გაცემული თანხმობის მიუხედავად, მონაცემთა სუბიექტს ნებისმიერ დროს საშუალება აქვს უარი განაცხადოს მონაცემა დამმუშავებლის შემოთავაზებებისა თუ სიახლეების მიღებაზე. კერძოდ, მონაცემთა სუბიექტთან გაგზავნილ ელ-ფოსტას ან/და მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თანდართული ექნება ელ-ფოსტის გამოწერის ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების  ფუნქციის გათიშვა, რომელიც მოთავსებული იქნება მიღებული ტექსტის ბოლოში. ბმულზე დაჭერის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შესაბამისად გათიშვის შემდეგ მონაცემ დამმუშავებლის შეთავაზებებსა თუ სიახლეებს მონაცემთა სუბიექტი აღარ მიიღებს შპს “ფეთარიოსგან”.

7.4. ვებსაიტზე www.petario.com  ვიზიტისას, ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია გაეცნოს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც საჯაროა და ვრცელდება ვებსაიტზე შემოსულ ყველა ვიზიტორზე.

8. მონაცემთა დაცვა

8.1. თანამშრომლების ან სხვა ხელშემკვრელი მხარეების პერსონალურ მონაცემთა შენახვა ხდება მონაცემთა დამმუშავებლის ოფისსა და სერვერებზე.

8.2. პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის მომზადება  ხდება კომპიუტერში, რომელსაც ადევს ინდივიდუალური პაროლი და ცნობილია მხოლოდ იმ თანამშრომლისთვის, ვინც ამზადებს ხელშეკრულებას.

8.3. მონაცემთა სუბიექტის მიერ, მისივე მონაცემების უსაფრთხოდ შენახვისთვის, უნდა მოხდეს სიფრთხილის გამოჩენა, არ უნდა მოხდეს პირადი პაროლისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება.

8.4. თანამშრომლის და ხელშემკვრელი მხარის პერსონალური  მონაცემები ინახება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 3 წლის ვადით.

8.5. მონაცემთა სუბიექტის  მიერ წარმოდგეილი პერსონალური მონაცემები ანგარიშის გახსნისას საიტის სერვერზე ინახება ამ ანგარიშის დეაქტივაციამდე.

9. ინფორმაცია მულების შესახებ

9.1. ვებსაიტზე www.petario.com ბმულები შეიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც დამახსოვრებულია ვებსაიტზე ვიზიტორის კომპიუტერის მყარ დისკზე. ბმულები შეიცავს არა პერსონალურ მონაცემებს, არამედ მხოლოდ  ვებსაიტზე ვიზიტორ(ებ)ის შემოსვლის სტატისტიკურ ინფორმაციას.

9.2. ბმულების გამოყენების მიზანია მოხდეს ვებსაიტის გაუმჯობესება და უკეთესი პერსონიზირებული მომსახურების მიწოდება.

9.3. თუ ვიზიტორს არ სურს ბმულების ინფორმაციის გამჟღავნება, შეუძლია წაშალოს  ან გააუქმოს ბრაუზერის მეშვეობით. ბმულების წაშლის ან გაუქმების შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტმა შესაძლოა ვეღარ ისარგებლოს სრულად ვებსაიტის ფუნქციით.

9.4. მონაცემთა დამმუშავებლის ვებსაიტზე შესაძლოა განთავსდეს მესამე პირ(ებ)ის ბმულები, ამასთან, ნებისმიერი მესამე პირის ლინკი, რომელიც მონაცემთა დამმუშავებლის ვებსაიტზე არის დადებული, არ ექვემდებარება მონაცემთა დამმუშავებლის კონტროლს და შესაბამისად, კომპანია არ არის მის შინაარსსა თუ სხვა გარემოებებზე პასუხისმგებელი.