ბლოგი / გაწვრთნა

ძაღლის გასეირნება, რჩევები ცეზარ მილანისგან

August 7, 2018 06:39 by Nika Gigashvili


შეგინიშნავთ ძაღლის პატრონები რომლებსაც ძაღლი გვერდით დაჰყვება, არ სჭირდება საბელით მოქაჩვა და მუდმივი ძახილი, რომ ძაღლი არ გაიქცეს, არ დაიყეფოს, არ  გაიწიოს სხვა ძაღლისკენ ან გამოეკიდოს კატას, ან ადამიანი რომელიც ასეირნებს ბევრ ძაღლს ერთად და ყველა ძაღლი მორჩილად დაჰყვება მას? მსოფლიოში კარგად ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ადამიანი რომელსაც "dog whisperer" ანუ ძაღლების შემლოცველს უწოდებენ - ცეზარ მილანი 6 რჩევას გვაძლევს ძაღლის გასეირნებასთან დაკავშირებით.

  1. იარეთ თქვენი ძაღლის წინ

როდესაც ძაღლის ან ძაღლების წინ მიდიხართ თქვენ აღიქმებით როგორც ლიდერი, თუ ძაღლი მიდის წინ მაშინ სწორედ ის ითვლება ხროვის წინამძღოლად, ამიტომ აუცილებლად თქვენ უნდა იყოთ წინ მიმავალი. ძაღლის გასეირნებისას თქვენ უნდა გახვიდეთ პირველი სახლიდან და თქვენ შემოხვიდეთ სახლში პირველი. ძაღლის სეირნობისას ის უნდა მოგყვებოდეთ უკან ან გვერდით, არ გაუშვათ ძაღლი წინ.

  1. გამოიყენეთ ძაღლის მოკლე საბელი

ძაღლის სეირნობისას მოკლე საბელი გაძლევთ საშუალებას უკეთ აკონტროლოთ და მიმართოთ ძაღლი, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ძაღლის უსაფრთხოება ამ დროს. როდესაც მოკლე საბელი უკეთია ძაღლს, საყელური კისრის ზედა ნაწილში ექცევა, საბელი თითქმის ვერტიკალურადაა და ამგვარად თქვენ მეტი კონტროლის საშუალება გრჩებათ. ცეზარი რეკომენდაციას უწევს ასევე ორმაგ ყელსაბამს რომელიც კისრის ქვედა და ზედა ნაწილებს ერთდროულად აფიქსირებს. (pack leader collar)

  1. გამოყავით საკმარისი დრო ძაღლის გასასეირნებლად

ძაღლები ადამიანის მსგავსად არიანდღის ცხოვრების მოყვარულნი, ანუ ღვიძავთ დღისით და ღამე სძინავთ. ძაღლებისათვის იდეალურია დილითა და საღამოთი სეირნობა. ძაღლის დილის სეირნობისთვის ცეზარი გვირჩევს ნახევარი საათიდან ერთ საათამდე დროის გამოყოფას, თუმცა ყველა ძაღლისათვის ეს საჭიროება ინდივიდუალურია და სჯობს დავაკვირდეთ მის ხასიათსა და ქცევას, რომ ზუსტად ამოვიცნოთ რამდენად კმაყოფილია ის. ასევე კარგი იქნება ვკითხოთ კონკრეტული ძაღლის ვეტერინარს, თუ რამდენი ხანი სჭირდება მას სეირნობა.

--RELATED--
  1. როგორ დავაჯილდოვოთ ძაღლი სეირნობისას?

როდესაც ძაღლი გემორჩილებათ სეირნობისას და აქვს არ არღვევს თქვენს დაწესებულ პირობებს მას სჭირდება დაჯილდოვება მოტივაციისთვის. ძაღლისთვის სეირნობისას ყველაზე კარგი ჯილდო მისი საბელიდან აშვება და თავისუფლად ყოფნის შესაძლებლობაა. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ძაღლის აშვება შეიძლება მხოლოდ უსაფრთხო ადგილებში სადაც ის სხვას ვერ ავნებს და თავადაც უსაფრთხოდ იქნება. ძაღლის აშვებული ყოფნის დრო აუცილებლად ნაკლები უნდა იყოს მისი კონცენტრირებულად ყოფნის დროზე.

გაითვალისწინეთ, რომ ჯილდო უნდა მიიღოს მხოლოდ მას შემდეგ რაც ის დაგიჯერებთ სეირნობის მანძილზე, ამისათვის მას უნდა ესმოდეს, რომ ჯილდო კარგი საქციელისთვისაა. თუ ძაღლი არ გიჯერებთ არ დააჯილდოვოთ ის და პერიოდულად მიეცით საყვედური, ხოლო თუ ძაღლი გიჯერებთ პერიოდულად შეაქეთ, ბოლოს კი დააჯილდოვეთ. პერიოდული შეფასებით თქვენ ძაღლს ჩამოუყალიბებთ ასოციაციას, მაგალითად თუ მას ესმის “ცუდი ბიჭი” ჩამოუყალიბდება ჩვევა, რომ ასეთი ფრაზის გაგებისას არ დაჯილდოვდება, შესაბამისად დაანებებს თავს დაუმორჩილებლობას და პირიქით, როდესაც ეტყვით მაგალითად “კარგი ბიჭი” ხვდება, რომ კარგად იქცევა და დაელოდება ჯილდოს.

  1. დარჩით ძაღლის წინ სეირნობის შემდეგაც, მართეთ ძაღლი.

სახლში დაბრუნების შემდეგაც კი მართეთ ძაღლი, ასწავლეთ მას დალოდება სანამ საბელს არ მოხსნით ან თავად არ გამოიცვლით ფეხსაცმელს.

  1. კარგი სეირნობის შემდეგ სახლშიც დააჯილდოვეთ ძაღლი

სეირნობის შემდეგ ძაღლისათვის საჭმლისა და წყლის მიცემით, მას უჩნდება ასოციაცია, რომ დაიმსახურა გემრიელი საკვები, ეს მნიშვნელოვანია მათთვის.

 

პს. ასევე სეირნობისას როდესაც თქვენი ძაღლი მოისაქმებს, ყოველთვის იქონიეთ თან პარკი, რომ შეძლოთ მისი მოსაქმებულის აღება და ურნაში ჩაგდება.

--RELATED--

წყარო: www.cesarsway.com

 


968 ნახვა