ბლოგი / გაწვრთნა

როგორ შევაგუოთ ოჯახის ბინადარ კატას ახალი ფისო




ბევრი ფისოს მეპატრონეს ვერ წარმოუდგებია რა გართულებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული თავისი ფუმფულა, მეგობრული და მოსიყვარულე კატისთვის ახალ კნუტთან შეგუება. როგორც წესი, პატარა კნუტებს არ უჭირთ სხვა კატებთან ურთიერთობა, მაგრამ დიდი კატებისთვის ეს საკმაო სტრესთან არის დაკავშირებული. მათ არ უყვართ ცვლილებები და სახლში ახალი ბინადარის შემოსვლამ შესაძლოა მათზე ცუდად იმოქმედოს. მაგ. უარი თქვას საკვებსა და წყალზე, გახდეს მოწყენილი, გამოხატოს  აგრესია როგორც ახალი ფისოს, ისე პატრონის მიმართ, ზოგჯერ სახლიდან გარბიან და იკარგებიან კიდეც და ა.შ. ასე რომ, თუ ახალი ფისოს მოყვანას გადაწყვეტთ სახლში, გაითვალისწინეთ რომ ეს გარკვეულ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული და კარგი იქნება თუ წინასწარ მოემზადებით.

მზადება ახალი ფისოსთვის

თუ ახალი მეგობრის ასაყვანად წინასწარ მოემზადებით თქვენ და თქვენი კატა, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მათ იოლად შეგუების შანსს. მაშ ასე, რა უნდა გავაკეთოთ ახალი კნუტის დასახვედრად:

  1. ფერომონები შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ კატამ თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნოს. არსებობს სპეციალური დიფუზორები, სპრეები და სხვა საშუალებები, რომლებიც ფისოს დაეხმარება მოდუნებასა და სიმშვიდეში. კარგი იქნება თუ ახალი კნუტის მოყვანამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყებთ ფერომონების გამოყენებას.
  2. კატის დასამშვიდებლად არსებობს აგრეთვე სპეციალური საკვები, რომელიც შეიცავს ლ-თიანინს, ფელოდენდრონს, მაგნოლიას და სხვა ბუნებრივ საშუალებებს, რაც ხელს უწყობს ფისოების მოდუნებას. კარგი იქნება ასეთი საკვების გამოყენება დაიწყოთ რამდნიმე კვირით ადრე და გარკვეული დროით განაგრძოთ ახალი ფისოს მოყვანის შემდეგაც.
  3. შეიძინეთ ახალი ფისოსთვის საჭირო ნივთები: ჯამები, საწოლი, ტუალეტი და სხვ. და დაახლოებით ერთი კვირით ადრე დააწყვეთ თავიანთ ადგილზე სახლში, რათა თქვენი კატა შეეგუოს ახალ ნივთებს და შეძლოს მათი დაყნოსვა. თუ მოახერხებთ ისე, რომ ამ ნივთებს უკვე ახალი ფისოს სუნი ჰქონდეთ, ძალიან კარგი იქნება.
  4. თქვენი ოთხფეხა მეგობრის გარდა, მომზადებული უნდა იყოთ თქვენ თვითონაც. თუ რთული პერიოდი გაქვთ, დეპრესია ან აპათია გაწუხებთ და არ ხართ სათანადოდ მომზადებული, ეს გავლენას იქონიებს კატაზეც. ამიტომ აჯობებს კარგად შეარჩიოთ პერიოდი და ასევე გაითვალისწინოთ, რომ თავიდან შესაძლოა მეტი დრო, მოთმინება და ფინანსები დაგჭირდეთ ახალი ფისოსთვის.
  5. გამოყავით ახალი კატისთვის ერთი ოთახი, სადაც პირველ კვირას (ან როგორც დასჭირდება) იზოლირებულად გაატარებს. ძველ ფისოს უნდა ჰქონდეს საშუალება მივიდეს კართან, გაიგონოს ახალი ფისოს ხმა და იგრძნოს მისი სუნი, მაგრამ პირდაპირი კონტაქტის გარეშე.
  6. დარწმუნდით, რომ თქვენი კატა ჯანმრთელია. სტრესმა შესაძლოა საგრძნობლად გააუარესოს მისი მდგომარეობა, ამიტომ კარგი იქნება თუ ვეტერინართან მიიყვანთ ახალი ოჯახის წევრის მოსვლამდე.

როგორ შევაგუოთ ორი ფისო ერთმანეთს
როგორ გააცნოთ თქვენი კატა ახალ კნუტს

როცა დგება დრო და ახალი ფისო მოგყავთ სახლში, გაითვალისწინეთ რომ მოიკრიბოთ მოთმინება და სიფრთხილე გამოიჩინოთ. როგორიც არ უნდა იყოს ფისოების პირველი შეხვედრა, ცვლილებებისთვის თქვენს ძველ კატას მაინც დასჭირდება გარკვეული დრო. ამიტომ ნუ დატოვებთ მათ უყურადღებოდ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ერთმანეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ზოგჯერ კატები ბოლომდე ვერასდროს ეგუებიან ოჯახის ახალ წევრს, თუმცა ეჩვევიან მშვიდ თანაცხოვრებას. რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ თავიდანვე შუწყოთ ხელი მათ მეგობრულ ურთიერთობას.

--RELATED--
  1. როდესაც ახალ კნუტს მიიყვანთ სახლში, მიეცით თქვენს ფისოს საშუალება დაყნოსოს მას მხოლოდ მაშინ, როცა კონტეინერში ან ხელში გეყოლებათ. შემდეგ შეიყვანეთ განცალკევებულ ოთახში და შეაჩვიეთ თავის ნივთებს. თქვენს კატას არ მისცეთ საშუალება ოთახში შევიდეს. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება კარი ღია არ დაგრჩეთ ღამით ან როცა სახლში არ იქნებით. კნუტი ცალკე ოთახში ამყოფეთ დაახლოებით ერთი კვირა და დააკვირდით თქვენი ძველი ფისოს ქცევებს, მისი დამოკიდებულების შესაბამისად შესაძლოა შეამციროთ ან გაზარდოთ მათი განცალკევების პერიოდი.
  2. დაუთმეთ დიდი დრო თქვენს ძველ კატას და ხშირად მოეფერეთ. არ უნდა იგრძნოს, რომ მას კონკურენტი გამოუჩნდა და თავის წილ ყურადღებას ართმევენ. მოეფერეთ მას ახალ ფისოსთან თამაშის შემდეგ, რათა ხელზე და ტანსაცმელზე კნუტის სუნი აგდიოდეთ და უკეთ შეეგუოს ოჯახის ახალ წევრს.
  3. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ გამოუშვით კნუტი თავისი ოთახიდან და ფისოებს მიეცით ურთიერთობის საშუალება თქვენი მეთვალყურებოს ქვეშ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ ერთად ყოფნა, დააცადეთ რომ თავად გაეცნონ ერთმანეთს. დაუდეთ საკვები ჯამები ერთად, თუმცა არც ძალიან ახლოს, რომ საფრთხე არ იგრძნონ და აჭამეთ ერთდროულად გემრელი საკვები. ასევე, მიეცით მათი საყვარელი სასუსნავები ერთდროულად და ეცადეთ ერთად ათამაშოთ. დროთა განმავლობაში მათ ერთად ყოფნა დადებით ემოციებთან ექნებათ დაკავშირებული.
  4. მაქსიმალურად შეუქმენით სახლში მშვიდი და ბედნიერი გარემო და გააასმაგეთ მათ მიმართ სიყვარული და ყურადღება. ახალი ოჯახის წევრის მოსვლა მხოლოდ პოზიტივთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ახალი ფისო ოჯახში

მიეცით კატას საშუალება ჩამოაყალიბოს იერარქია

კატებს აქვთ თავიანთი წესრიგი და ოჯახის ახალმა წევრმა უნდა იცოდეს სად არის მისი ადგილი. თქვენს ძველ კატას შეიძლება გაუჩნდეს სურვილი იერარქიის ჩამოყალიბებისა და თავისი დომინანტობის დამტკიცების. ეს სრულიად ბუნებრივია და ეცადეთ მაქსიმალურად ნაკლებად ჩაერიოთ ამ დროს. შეიძლება მან ახალ კნუტს დაუშალოს რაღაცეების გაკეთება, ზოგიერთ ნივთთან შეხება სისინით, შიშინით ან მსუბუქი ჩარტყმით. თუ მხოლოდ ამ ქცევებით შემოიფარგლება და უფრო საშიშ აგრესიას არ ავლენს, ნუ ჩაერევით. გარკვეული დროის შემდეგ თავად მორიგდენიან ერთმანეთში და თქვენი თანაცხოვრებაც მშვიდი და სასიამოვნო გახდება.

--RELATED--

5228 ნახვა



მსგავსი პოსტები

კატის სეირნობა საბელით, როგორ მივაჩვიოთ კატა ჩვენთან ერთად გარეთ სეირნობას

გინახავთ საბელით მოსეირნე კატა ქუჩაში ? შეგინიშნავთ როგორ დაჰყვება კატა პატრონს და ათვალიერებს გარემოს? ბევრისთვის ეს დაუჯერებელი და წარმოუდგენელია...

ძაღლის გასეირნება, რჩევები ცეზარ მილანისგან

შეგინიშნავთ ძაღლის პატრონები რომლებსაც ძაღლი გვერდით დაჰყვება, არ სჭირდება საბელით მოქაჩვა და მუდმივი ძახილი, რომ ძაღლი არ გაიქცეს, არ დაიყეფოს, არ...

როგორ ვასწავლოთ ძაღლს პირი გაუშვას - დააგდოს ნივთი

როგორ ვასწავლოთ ძაღლს “გაუშვას” ნებისმიერ ნივთს პირი, როდესაც თქვენ ამას სთხოვთ ?! ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ბრძ...