როგორ მივაჩვიოთ ძაღლი ახალ სახელს?
January 16, 2018 14:27 Nika Todua

ხანდახან თავშესაფრიდან აყვანილი ძაღლი ნიშნავს ოჯახის ახალ წევრს არასასურველი სახელით... შესაძლოა ძაღლს წინა პატრონმა არაშესაფერისი, ან თუნდაც ცუდი სახელი დაარქვა. ამ პრობლემის მოგვარება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. რა ასაკისაც არ უნდა იყოს ძაღლი შევძლებთ მივაჩვიოთ ახალ სახელს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ახალი სახელი ძალიან განსხვავდება ძველი სახელისგან... ამის მოგვარება რამდენიმე დღეში შეგვიძლია.
მოკლედ, ვიმოქმედოთ.
1) მოვიფიქროთ ახალი, კარგი და ცუგოსთვის შესაფერისი სახელი.
2) მისი სეირნობისას ვატაროთ საკვები (იგულისხმება მცირე რაოდენობის სასუსნავი, ძაღლის წასახალისებლად).
3) მაშინ, როდესაც გვსურს ძაღლის ყურადღების მიპყრობა, დავუძახებთ მას ახალ სახელს. არ არის აუცილებელი ხშირი ინტერვალით დაძახება და მკაცრად. მთავარია დავუძახოთ მკაფიოდ, პაუზების თანხლებით. როდესაც შემოგვხედავს, გავუღიმებთ, შევაქებთ და დავასაჩუქრებთ ცოტაოდენი სასუსნავით. ამას ვაკეთებთ რაც შეიძლება ხშირად :)
4) მაშინაც, კი როდესაც ახალ სახელზე ძაღლს რეაქცია არ აქვს, ვაკეთებთ იგივეს. დროთა განმავლობაში ძაღლი მიეჩვევა, რომ ამ სიტყვების გაჟღერების შემდეგ მას გემრიელობა შეხვდება, გარკვეული დროის შემდეგ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი მიხვდება, რომ ეს სიტყვა მას ეკუთვნის.
ეს კი ვიდეო წასახალისებლად : )
წყარო: https://www.petfinder.com/dogs/bringing-a-dog-home/changing-dog-name/