ბლოგი / გაწვრთნა

როგორ ვასწავლოთ ძაღლს პირი გაუშვას - დააგდოს ნივთი

July 17, 2018 04:58 by Nika Gigashvili


როგორ ვასწავლოთ ძაღლს “გაუშვას” ნებისმიერ ნივთს პირი, როდესაც თქვენ ამას სთხოვთ ?! ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ბრძანება პატრონისაგან, რასაც ძაღლი უნდა ემორჩილებოდეს და ძაღლის გაწვრთნას ბევრი სწორედ ამ ბრძანებით იწყებს. მას შემდეგ რაც ამ ბრძანებაზე დამორჩილებას ვასწავლით ჩვენს ძაღლს ბევრად უსაფრთხო და მარტივი ხდება მასთან თამაში, ასევე მასზე ზრუნვა იმ შემთხვევებში როდესაც მას პირში რაღაც სახიფათო უდევს.

 

ძაღლების უმეტესობა საკმაოდ მალე სწავლობს ამ ბრძანებას, თუმცა ზოგი მათგანი მარტივად კარგავს კონცენტრაციას, ასეთ შემთხვევებში მოიკრიბეთ მოთმინება და მიიყვანეთ საქმე ბოლომდე.

 

ძაღლის დამორჩილების არსი შემდეგშია, ვთავაზობთ რაღაც კარგზე გაცვალოს ის რაც პირში უდევს. ქემოთ მოყვანილია ძაღლის პირის გაშვებაში წვრთნის 5 ნაბიჯი:

 

  1. მიეცით ძაღლს მისი საყვარელი სათამაშო, ისე რომ პირით დაიჭიროს.
  2. თუ ძაღლი ზედმეტად აღტაცებული იქნება სათამაშოთი მიეცით რამდენიმე წუთი, რომ ცოტა გაერთოს, თუმცა არ აცადოთ მობეზრება, წვრთნის მთავარი არსი არის იმაში, რომ გავაშვებინოთ ძაღლს პირი იმ ნივთზე რისი დათმობაც არ სურს, ანუ შევასრულებინოთ ძაღლს მისი სურვილის საწინააღმდეგო თხოვნა.
  3. როდესაც ძაღლს პირით უჭირავს ნივთი, ძაღლის გემრიელი საჭმელი დაიჭირეთ მის ცხვირთან ახლოს, აჩვენეთ და შემდეგ დახურეთ ხელი, რადგან მომავალში შეძლოთ მხოოდ დახურული ხელი აჩვენოთ ხოლმე, ის კი იფიქრებს, რომ იქ საჭმელია. (მშრალი საკვები 1 ან 2 ცალი).
  4. უთხარით ძაღლს სასურველი ბრძანება: “გაუშვი”, “მომეცი”, “პირი” ან ნებისმიერი სხვა. როდესაც ძაღლი პირს გაუშვებს ნივთს, რისი დათმობაც არ სურს, მიეცით მას გემრიელი საჭმელი (1 ლუკმა). აუცილებელია გასაგებად წარმოთქვათ ბრძანება.
  5. გაიმეორეთ პირველი ოთხი ნაბიჯი, სანამ ძაღლი დაუყოვნებლივ არ დაიწყებს დამორჩილებას. შემდეგ ცდებზე თანდათან ჩაანაცვლეთ საჭმლიანი მუჭი ცარიელი მუჭით, საბოლოოდ უნდა გადახვიდეთ საჭმლის გარეშე ბრძანებაზე, როდესაც დამორჩილების შემდეგ ძაღლი ჯილდოდ მხოლოდ შექებასა და მოფერებას მიიღებს.

 

--RELATED--

წვრთნისმთავარი არსი არის შემდეგში, ძაღლი თავიდან მივაჩვიოთ მისი ძირითადი ინსტინქტის - გემრიელი საჭმლის სიყვარულის ფასად დათმოს ნივთი. შემდეგი ნაბიჯია ახალი ჩვევის ჩამოყალიბება, ანუ კონკრეტული ბრძანების გაგებისას პირის გაშვება, ეს ხდება მტკიცე ასოციაციის ჩამოყალიბებით, მას ესმის ბრძანება, ძაღლი უშვებს პირს იმ ნივთს რაც უჭირავს, ის იღებს საკვებს. შემდეგი ეტაპი აჩვევს ძაღლს, რომ ბრძანებაზე დამორჩილებისას პატრონი ბედნიერია და აქებს მას, ზოგჯერ კი აძლევს საჭმელს. ბოლო ეტაპია, როდესაც ძაღლი უკვე პატრონისგან შექებას სჯერდება და ემორჩილება მის ბრძანებას.

 

*რამდენიმე დამატებით რჩევა:

  • თუ ძაღლი ზედმეტად ემოციური ხდება საჭმლის სუნსა თუ დანახვაზე მიეცით საკვები და აცადეთ ცოტა ხანი, რომ დაწყნარდეს შემდეგ გაიმეორეთ ვარჯიში.
  • თუ ძაღლი საჭმლის დანახვის მიუხედავად არ უშვებს პირს, სცადეთ უფრო ახლოს მიუტანოთ საჭმელი. აუცილებელია ხელით არ მოქაჩოთ ნივთი რაც პირში უდევს, მან თავისი ნებით უნდა დათმოს ის.
  • ძაღლებისთვის, რომლებიც მიდრეკილი არიან გაქცევით გამოიყენეთ საბელი, ანუ ვარჯიშსას იყოლიეთ ძაღლი საყელლურით, რომლითაც შეძლებთ ახლოს იყოლიოთ და დაიმორჩილოთ.
  • ეცადეთ პირის გაშვების ბრძანება არ ჰგავდეს სხვა ბრძანებებს, რადგან მან მარტივად შეძლოს მისი გარჩევა.
  • მას შემდეგ რაც ძაღლი დაგემორჩილებათ, პერიოდულად გაიმეორეთ ვარჯიში.

წყარო: https://www.thesprucepets.com/

--RELATED--

1212 ნახვა