როგორ გავაცინოთ ძაღლი
November 3, 2017 11:57 Nika Gigashvili

იღიმიან თუ არა ძაღლები ?!
მრავალი ჩვენგანის აზრით ადამიანის ღიმილის ექვივალენტი ძაღლებისთვის არის კუდის ქიცინი, თუმცა ცოტამ იცის, რომ არსებობს სახის კონკრეტული გამომეტყველება, რომელიც ღიმილის შესატყვისია ჩვენს ოთხფეხა მეგობრებში. ძაღლის ღიმილი შემდეგნაირად გამოიყურება: ოდნავ ღია პირი, ოდნავ გამოწეული ენა და წყლის წვეთის ფორმის თვალები, რომლებიც გარეთა ზედა კუთხეებთან ზემოთ არიან აწეულნი. მსგავსი გამომეტყველება ძაღლებს აქვთ თამაშისას და მოდუნებისას. როდესაც ძაღლი დაძაბულია ან სტრესს განიცდის მათი პირი იხურება, ენა აღარ ჩანს და თვალებიც აღარ არის სიხარულით აქაჩული.
ძაღლებს ასევე შეუძლიათ სიცილი, ყველაზე ხშირად ძაღლები თამაშისას იცინიან. ძაღლის სიცილი იწყება მათი ღიმილით, რომელიც ზემოთ აღვწერეთ, მაგრამ მას ერთვის ხმა რომელიც ქაქანს ჰგავს. რამდენიმე წლის წინ ცხოველების ქცევის შემსწავლელმა მეცნიერმა (ბიჰევიორისტმა) პატრისია სიმონეტმა, სიერა ნევადაში, ტაჰოეს ტბასთან ჩაიწერა მსგავსი ხმები, როდესაც ძაღლები თამაშობდნენ. ანალიზისას პატრისიამ აღმოაჩინა, რომ ამ დროს გამოცემული ხმა ბევრად დიდ სიხშირეთა დიაპაზონს მოიცავდა, ვიდრე უბრალო ქაქანი, მან განაგძო კვლევა და ერთ-ერთი ექსპერიმენტისას აღმოაჩინა, რომ ლეკვები “სიცილის” მოსმენისას სიხარულის გამოხატვას ვერ იკავებდნენ, შემდეგ ექსპერიმენტში კი აღმოაჩინა, რომ ამ ხმის მეშვეობით ძალიან მარტივია ძაღლების დამშვიდება (ექსპერიმენტი ძაღლების თავშესაფარში ჩატარდა).
როგორ გავაცინოთ ძაღლი ?!
ადამიანს შეუძლია ძაღლის სიცილის იმიტაცია, თუმცა ამას სჭირდება პირის მოძრაობის კონტროლი, რათა ძაღლის სიცილის ზუსტი იმიტაცია გამოვიდეს და არ დაემსგავსოს ქაქანს. ძაღლის სიცილის სწორი იმიტირებისას თქვენი ძაღლი დიდი ალბათობით წამოჯდება, დაიწყებს კუდის ქიცინს და შეიძლება სიცილში აგყვეთ კიდეც.
როგორ ხდება ძაღლის სიცილის იმიტაცია? -
- ოდნავ მოამრგვალეთ ტუჩები, რომ გამოუშვათ “ჰჰაჰ” ხმა. შენიშვნა: ხმა უნდა გამოიცეს მხოლოდ სუნთქვით, ხმოვანი იოგების გამოყენების გარეშე. თუ ამ დროს ყელზე ხელს დაიდებთ არ უნდა იგრძნობოდეს არანაირი ვიბრაცია.
- გამოიყენეთ ღია ღიმილის გამომეტყველება, რათა გამოუშვათ “ჰჰეჰ” ხმა. ამ შემთხვევაშიც ხმა უნდა გმაოიცემოდეს სუნთქვით და არა ხმოვანი ბგერების გამოყენებით.
- გადააბით ეს ორი ნაბიჯი და გამოგივათ ძაღლის სიცილის ანალოგი. დაახლოებით ასე გამოვა “ჰჰაჰ-ჰჰეჰ-ჰჰაჰ-ჰჰეჰ”.
როგორც დასაწყისში ვახსენეთ, მრავალი ადამიანი თვლის, რომ ძაღლის ღიმილი ან სიცილი გამოიხარება კუდის ქიცინით, ეს ძირითადად იქიდან გამომდინარეა, რომ ამ დროს ძაღლი ბედნიერი და მეგობრულია. თუმცა არსებობს კუდის მოძრაობებიც, რომლებიც შიშის ან თავდასხმისთვის მზადების მანიშნებელია, რაც ცალკე სტატიის თემა გახდება ჩვენს საიტზე.
აქვე გვსურს დავამატოთ ძაღლის ღრენისა და ყეფის შესაძლო მნიშვნელობებიც. თუ ძაღლი დაბალი ტონალობის ხმით იღრინება ან იყეფება, ეს მას აჩენს უფრო დიდად და საშიშად, შესაბამისად ისინი ასე გაბრაზებისას ან აგრესიულობისას იქცევიან. როდესაც ძაღლი მაღალი ტონის ხმით ჰყეფს ის უმეტეს შემთხვევაში მხიარულია და ცდილობს თქვას, არაა პრობლემა, თუ მომიახლოვდებით.
წყარო: http://moderndogmagazine.com
გაიცანით 10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლი სტენლი კორენის მიხედვით: petario.com/kvelaze-chkviani-dzagli