ბლოგი / გაწვრთნა

რატომ უყვართ ძაღლებს გადაგდებული ნივთის მოტანის თამაში




ქუორაზე დაისვა კითხვა, თუ რატომ უყვართ ძაღლებს Fetch-ის (ანუ გადაგდებულის მოტანის) თამაში. კითხვას საუკეთესო პასუხი დები ჯეიკობსმა გასცა, იგი გახლავთ CPDT-KA და CAP2 სერტიფიკატების მფლობელი, ავტორი საიტისა fearfuldogs.com და წიგნისა “ინსტრუქცია თუ როგორ ვიცხოვროთ საშიშ ძაღლთან ერთად და როგორ გავწვრთნათ ის.”

მისი პასუხი შემდეგია:

ძაღლისებრთა ოჯახის ცხოველებს გენში აქვთ მოძრავ ობიექტზე კონცენტრაცია, რომელსაც ისინი ხედავენ, რომლის სუნსაც გრძნობენ ან რომლის მოძრაობაც ესმით. ბუნებრივი ინსტინქტი იწვევს მათ მიერ ობიექტზე დადევნებას, დაჭერის შემდეგ კი მათ ძლიერ შენჯღრევას, მოკვლას, გატყავებასა და შეჭმას. ეს არის რაც ძაღლისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელს გენურ დონეზე აქვს ჩადებული, ამის სწავლება არ არის საჭირო.

dzagli tamashobs joxis motanas

თუ კითხვას ცოტა სხვაგვარად დავსვამთ - რაოტმ არის ზოგი ძაღლი ისტერიულად შეყვარებული გადაგდებული ნივთის მოტანის თამაშზე, პასუხი შემდეგი იქნება: 

ეგრეთ წოდებული “მუშა” ძაღლები ადამიანებმა სწორედ ზემოთ მოცემული ინსტინქტის მიხედვით აირჩიეს, ანუ მათი უნარების მიხედვით. მაგალითად კოლი მიჩვეულია კბენასა და განადგურებას, რეტრივერები უფრო დამჭერი ძაღლები არიან, მაგრამ ნაკლებად ორიენტირებული მოკვლაზე, ხოლო ტერიერების თვისება კი დევნა და მოკვლაა. უკან დაბრუნებასა და მოტანას მათ ადამიანი ასწავლის, ასევე არსებულ ინსტინქტებში უვითარებს გარკვეულ შეზღუდვებს, მაგალითად ტერიერები ნადავლს არ ჭამენ, უბრალოდ მოაქვთ პატრონთან.

--RELATED--

ეს აქტივობები ძაღლის ბუნებრივი ინსტინქტების გამოვლენის საშუალებაა, რაც მათ ბედნიერებას გვრის. არაა აუცილებელი მათი დაჯილდოვება ამ აქტივობებისათვის, ეს შეიძლება შევადაროთ ბავშვების მიერ ფეხბურთის სიყვარულს, ისინი თამაშობენ მას მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურ ჯილდოს არ იღებენ. ზოგ  ძაღლს განსაკუთრებით აქვს ეს ინსტინქტები განვითარებული, როდესაც მათი პატრონები ჯოხის მოტანის თამაშს აცნობენ ეს მათთვის ნარკოტიკივით ხდება და შედეგად ვიღებთ ძაღლს, რომელსაც მუდამ სურს გადაგდებული ჯოხის მოტანის თამაში და განუწყვეტლივ სთხოვს პატრონს თამაშს. მსგავსი მოტივაცია და დევნის წყურვილი განსაკუთრებით მონადირეებს უხარიათ, რადგან ისეთი მდევარი ძაღლი, რომელიც არ ითხოვს ნადირობისას დასვენებასა და ძილს ნებისმიერი მონადირის ოცნებაა. შესაბამისად მონადირეები ძაღლებს ლეკვობიდან ათამაშებენ მსგავს თამაშებს, რომ მათში მაქსიმალურად განავითარონ დევნისა და ნადირობის სიყვარული.

dzagli tamashobs burtis motanas

დები ჯეიკობსი ამბობს, რომ მას აქვს პირადი თეორიაც იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება ძაღლს ზედმეტად შეუყვარდეს გადაგდებული ბურთის დევნის თამაში, თუმცა მეცნიერულად ეს არ აქვს დამტკიცებული. მისი აზრით ძაღლები, რომლებიც ცხოვრობენ სახლში და ვერ ახერხებენ ენერგიის დახარჯვას, დღე-ღამეში 15 საათს თითქმის უსაქმურობაში ატარებენ, ესაჭიროებათ ამ ენერგიის დახარჯვა, შესაბამისად ცდილობენ მაქსიმალურად “დააძალონ” პატრონს მასთან თამაში, რომ შეძლონ დაგროვილი ენრგიის დახარჯვა. ზოგადად ქალაქში ან ჩაკეტილ სივრცეში (შემოსაზღვრული ეზო) მცხოვრები ძაღლები სეირნობისას ვერ ახერხებენ საჭირო ფიზიკური დატვირთვის მიღებას და შესაბამისად ესაჭიროებათ დამატებითი აქტივობები.

 

ახლა კი გაიცანით ძაღლი, რომელიც დამოუკიდებლად მგზავრობს ავტობუსით, რომ ისეირნოს საყვარელ პარკში: petario.com/dzagli-mgzavrobs-avtobusit

 

 

 


5070 ნახვა



მსგავსი პოსტები

როგორ შევაგუოთ ოჯახის ბინადარ კატას ახალი ფისო

ბევრი ფისოს მეპატრონეს ვერ წარმოუდგებია რა გართულებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული თავისი ფუმფულა, მეგობრული და მ...

კატის სეირნობა საბელით, როგორ მივაჩვიოთ კატა ჩვენთან ერთად გარეთ სეირნობას

გინახავთ საბელით მოსეირნე კატა ქუჩაში ? შეგინიშნავთ როგორ დაჰყვება კატა პატრონს და ათვალიერებს გარემოს? ბევრისთვის ეს დაუჯერებელი და წარმოუდგენელია...

ძაღლის გასეირნება, რჩევები ცეზარ მილანისგან

შეგინიშნავთ ძაღლის პატრონები რომლებსაც ძაღლი გვერდით დაჰყვება, არ სჭირდება საბელით მოქაჩვა და მუდმივი ძახილი, რომ ძაღლი არ გაიქცეს, არ დაიყეფოს, არ...