ბლოგი / გაწვრთნა

რატომ გვირტყამენ კატები უკანა თათებს მოფერებისას ან თამაშისას




ბევრისათვის მოულოდნელი იქნება, მაგრამ როდესაც კატები თავდაცვით პოზიციას იღებენ, ისინი ზურგძე ან გვერდზე წვებიან, ისე რომ თათები თავისუფალი ჰქონდეთ. როდესაც თქვენი კატა გვერდზე ან ზურგზე წევს, ნუ იფიქრებთ, რომ ის მუცელზე მოფერებას გთხოვთ, ხოლო თუ მაინც ჩათვლით, რომ სწორედ ეს სურს თქვენს ფისოს, დიდი ალბათობით სითბოზე დაკაწვრით გიპასუხებთ. ეს კატებისათვის საკმაოდ ბუნებრივია, რადგან ისტორიულად მათი თავდაცვის ტექნიკა სწორედ ასე ჩამოყალიბდა. კატა თავდაცვისათვის წვება ზურგზე ან გვერდზე, რომ გაითავისუფლოს თათები, წინა თათებით ის იჭერს მოწინააღმდეგეს, უკანა საკმაოდ ძლიერი ფეხებით და ბასრი ბრჭყალებით აყენებს ჭრილობებსა, ამავდროულად საკმაოდ ძლიერი კბენით ცდილობს მეტოქის მოკვლას.

--RELATED--

ეს ინსტინქტი კატებში დაბადებიდან დევს და ზრდასთან ერთად ისინი მას ხვეწენ თამაშის სახით. როდესაც თქვენი კნუტი სათამაშოს, ან რაიმე ნივთს დაიჭერს და კურდღელივით ურტყამს უკანა თათებს, სასურველია ჩაერიოთ და  “მტერი” გაამოძრავოთ, გამოწიოთ, შემდეგ დააჭერინოთ და აცადოთ მისი დამარცხება, თუმცა ასევე რეკომენდირებულია არ ჩაერთოთ ამ თამაშში ხელით ან ფეხით, რადგან იგი თქვენს კიდურებს სპარინგ პარტნიორად აღიქვამს და მომავალში ვერ გადააჩვევთ თვენთან ბრძოლას.

კატის უკანა თათების დარტყმა

მოკლედ რომ ვთქვათ, კნუტები ყოველი თამაშის დროს ხვეწენ საკუთარი თავდაცვის ტექნიკას და მეტად ხელოვნდებიან საბრძოლო ხელოვნებაში.

დააკვირდით კატის რეაქციას

რაც შეეხება კატის მუცელზე მოფერებას, არსებობენ ფისოები რომლებსაც უყვართ როდესაც მათ მუცელზე ეფერებიან, მრავალი პროფესიონალი თვლის, რომ ყველა კატას უყვარს მუცელზე მოფერება, მაგრამ ამისათვის სწორი დრო უნდა შეარჩიოთ და დააკვირდეთ თქვენი ფუმფულა მეგობრის რეაქციას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზურგზე დაწოლილი და მუცელ მოღერებული კატა სულაც არ მოგიწოდებთ მუცელზე მოფერებისაკენ, თუმცა როდესაც ის კრუტუნით მოდის თქვენთან და გთხოვთ მოფერებას, შეგიძლიათ მუცელზეც მოეფეროთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მუცელზე მოფერებისას იყოთ ყურადღებით, კატებს საკმაოდ სწრაფად ეცვლებათ ხასიათი, მოფერებისას თქვენი ხელი შეიძლება ფისოსათვის გარდაიქმნეს წარმოსახვით მტრად, რომელზე თავდასხმისთვის მზადებას კონცენტრირებული მზერითა და მიმიკით გამოხატავს, შემდეგ კი ის აუცილებლად დაგესხმებათ თავს და ეცდება თქვენი ხელი “მოკლას.” ამიტომ კატის მუცელზე მოფერებისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მის რეაქციებს და საბრძოლო რეჟიმში გადასვლისას შეწყვიტეთ მოფერება.

 

ახლა კი გაიგეთ, როგორ დაიცვათ ავეჯი და იატაკი კატის ბრჭყალებისგან - petario.com/katisgan-avejis-dacva.

 


5195 ნახვა



მსგავსი პოსტები

როგორ შევაგუოთ ოჯახის ბინადარ კატას ახალი ფისო

ბევრი ფისოს მეპატრონეს ვერ წარმოუდგებია რა გართულებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული თავისი ფუმფულა, მეგობრული და მ...

კატის სეირნობა საბელით, როგორ მივაჩვიოთ კატა ჩვენთან ერთად გარეთ სეირნობას

გინახავთ საბელით მოსეირნე კატა ქუჩაში ? შეგინიშნავთ როგორ დაჰყვება კატა პატრონს და ათვალიერებს გარემოს? ბევრისთვის ეს დაუჯერებელი და წარმოუდგენელია...

ძაღლის გასეირნება, რჩევები ცეზარ მილანისგან

შეგინიშნავთ ძაღლის პატრონები რომლებსაც ძაღლი გვერდით დაჰყვება, არ სჭირდება საბელით მოქაჩვა და მუდმივი ძახილი, რომ ძაღლი არ გაიქცეს, არ დაიყეფოს, არ...