ბლოგი / გაწვრთნა

კატის სეირნობა საბელით, როგორ მივაჩვიოთ კატა ჩვენთან ერთად გარეთ სეირნობას

August 9, 2018 10:06 by Nika Gigashvili


გინახავთ საბელით მოსეირნე კატა ქუჩაში ? შეგინიშნავთ როგორ დაჰყვება კატა პატრონს და ათვალიერებს გარემოს? ბევრისთვის ეს დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, თუმცა ყველამ ვიცით, რომ კატები ძალიან ცნობისმოყვარე არიან და უყვართ გარეთ ყოფნა. მაშ როგორ ვასწავლოთ  კატას სეირნობა, როგორ დავითანხმოთ კატა გარეთ გასეირნებაზე, როგორ ვასწავლოთ კატას დამორჩილება, როდესაც მას საბელს ვუკეთებთ? -  ყველაფერს ქვემოთ მოგიყვებით.

 

აქვს თუ არა ასაკს მნიშვნელობა?

მას შემდეგ, რაც თქვენს კატას ყველა საჭირო აცრა გაუკეთდება, ის მზადაა გარეთ სეირნობისათვის, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ აცრა თქვენს კატას არ დაიცავს ნებისმიერი დაავადებისგან და მხოლოდ კონკრეტული დაავადებებისთვის კეთდება. სეირნობისას აუცილებელად უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ სად ივლის, რას შეჭამს და როგორ მოიქცევა, რათა თავიდან ააცილოთ ყველანაირი ხიფათი.

სეირნობისას აცრების გარდა ასაკს სხვა კუთხითაც აქვს მნიშვნელობა. სასურველია კნუტის სეირნობა დაიწყოთ პირველად აცრებიდან დაახლოებით 10 დღეში. ზრდასრულ კატებს უყალიბდებათ სახლში ყოფნასთან მიჩვევა. უეცარი და მოულოდნელი ხმების შიში ზრდასრულ კატებში ჩვეულებრივი ამბავია, რაც იწვევს სეირნობისას დიდ სტრესსა და ნერვიულობას კატისათვის, ამიტომ თუ გსურთ კატა სეირნობას მიაჩვიოთ ეს პროცესი კნუტობიდან უნდა დავიწყოთ.

პირველი რაც კატას ან კნუტს უნდა ვასწავლოთ არის დაძახებისას მოსვლა, ამისათვის საჭირო იქნება გემრიელი საკვები და შექება. დაუძახეთ, რომ მოვა ჯერ შეაქეთ და შემდეგ მიეცით საკვები, დროთა განმავლობაში შეამცირეთ საკვების დოზა და ბოლო საერთოდ შეწყვიტეთ. ამ პროცესს დიდი მოთმინება დასჭირდება და შესაძლოა რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდეს. პარალელურად მიაჩვიეთ სასეირნო ჟილეტის ტარებას, რომელზეც საბელი მაგრდება.

--RELATED--

როგორ შევარჩიოთ საბელის სამაგრი კატისთვის?

იქიდან გამომდინარე, რომ კატები ძალიან მოხერხებულები და ელასტიურები არიან, ჩვეულებრივი საყელური მათთვის არ გამოდგება. მათთვის იდეალურია H ფორმის ჟილეტისმაგვარი სამაგრი, რომელიც ჟილეტივით ეცმევა წინა თათებზე. იდეალური სამაგრი იქნება რეგულირებადი H ჟილეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თათების წინაც და უკანაც რადიუსი რეგულირებადია. ასეთი ჟილეტით შეძლებთ მჭიდროდ ჩააცვათ სამაგრი, მაგარმ არ უნდა მოუჭიროთ ძლიერ, მნიშვნელოვანია კატასა და სამაგრს შორის 1 თითი თავისუფლად ეტეოდეს.

 

როგორ ვასეირნოთ კატა ქუჩაში?

თუ აპირებთ კატის სეირნობას,  სასურველია შეიძინოთ საყელური და მასზე დაკიდოთ მეპატრონის საკონტაქტო ინფორმაცია და კატის სახელი. კატა შეიძლება სეირნობისას დაგისხლტეთ და გაიქცეს, ასეთი შემთხვევისთვის თავი დაზღვეული უნდა გქონდეთ და მას მიამაგროთ მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.

კატასთან ერთად პირველი გასეირნებებისთვის ეცადეთ აარჩიოთ შედარებით მშვიდი პერიოდი, როდესაც ძაღლებს არ ასეირნებენ და ავტომობილებიც ნაკლებად მოძრაობენ. სეირნობისას აუცილებლად წაიღეთ თან სამგზავრო ჩანთა ან კონტეინერი, რადგან ზოგი კატა პანიკისას საკუთარ ჩანთაში ან კონტეინერში მშიდდება, მაგრამ არიან კატები, რომლებიც პატრონის ხელში ყველაზე მეტად მშვიდდებიან, ამიტომ საკუთარი კატის ხასიათიდან გამომდინარე მიიღეთ გადაწყვეტილება.

კატის სეირნობისას მთავარი საფრთხეებია ქუჩის აუცრელი კატები და ძაღლები, მზად უნდა იყოთ ნებისმიერ წუთს  თქვენი ფისოს დაცვისათვის. ასევე ნუ წაიყვანთ კატას, როდესაც მაღაზიაში წახვალთ საყიდლებზე, რადგან ხშირად ცხოველი არ დაიშვება მაღაზიაში, კატის გარეთ დატოვება კი არ შეიძლება, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ძაღლი ან სხვა კატა დაესხას თავს და მან თავი ვერ დაიცვას.

 

მომავალ პოსტებში გაგაცნობთ თუ როგორ მიაჩვიოთ კატა საბელის სამაგრს და კონკრეტულად როგორ ავარჯიშოთ სეირობაში.

--RELATED--

წყარო: www.petmd.com


683 ნახვა