ბლოგი / ისტორიები

წითური ფისოსა და წითური გოგონას ისტორია

August 20, 2018 15:17 by Kate Katel



გთავაზობთ ისტორიას წითური ფისოსა და ერთ-ერთი ცხოველთმოყვარული, ასევე წითური გოგონას შესახებ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფისუნიას ხუმრობით „ბუნკერას“ ეძახის ნინა, თუ რატომ ამას მალევე გაიგებთ:

„ზოომაღაზიაში მივდიოდი ჩემი „ზოოპარკისთვის“ საკვები რომ მეყიდა, როგორც ყოველთვის გზად შემხვედრ ცხოველებს ვუტოვებ რამოდენიმე ულუფა საკვებს, არც რიჟიკა იყო გამონაკლისი, რომელიც იქვე სანაგვე ურნასთან („ბუნკერთან“) დავინახე მობუზული.

სანი ბუნკერა

კორმს პირი არ დააკარა, მაშინვე მომესლასუნა ფეხებზე და მოფერება დამიწყო. არ მეუცნაურა ეს ფაქტი, თუმცა საეჭვოდ არ მშორდებოდა...  სწორედ ამ დროს შევნიშნე შემთხვევით სიგამხდრესთან ერთად ტრამვირებული იყო, არ მომეწონა მდგომარეობა და ვეტ კლინიკაში წავიყვანე.

რიჟიკა

სამწუხაროდ აღმოჩნდა ძაღლების დაგლეჯილი, უამრავი ნაკბილარებით და ღრმა ჭრილობით. არ დაგიმალავთ და ძალიან ვინერვიულე. მისუსტებული, უგონო, უაზროდ გამხდარი, მენჯის ძვლები ამოყრილი და ეს საზარელი ჭრილობა - მეგონა დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, რადგან ექიმის დასკვნამდე გავიფიქრე კიდეც რომელიმე ორგანო არ ქონდეს სავალალოდ დაზიანებულიმეთქი.

რიჟიკა ფისო
საბედნიეროდ გადავრჩით, მიუხედავად დამპალი კანისა და ნეკროზისა, ფისო ექვემდებარებოდა მკურნალობას, თუმცა ამ ყველაფერს დრო ესაჭიროებოდა.
კლინიკაში ფისომ 10 დღე დაჰყო, როგორც იქნა შეუხორცდა ჭრილობა...

წითური გოგონა და ფისო 

კლინკაში მიყვანამდე გზად ვფიქრობდი, ექიმს შევამოწმებინებ, ვუმკურნალებ და ისევ იმ ბუნკერთან დავსვამ სადაც ვნახე, არ დავუახლოვდები ფისოს, რადგან მერე ვერ შეველევიმეთქი... თუმცა ყოველ მე-2 დღეს მივდიოდი გემრიელობებით კლინიკაში რიჟიკას სანახავად. წარმოუდგენელია დაინახო და არ მოეფერო, არ შეეხოო, საოცრად მოსიყვარულე ფისო აღმოჩნდა...
მდაჰ...მოვიდა  მე-10 დღე და არ ვიცი სად წავიყვანო ფისო, არც არავინ გამოჩნდა მსურველი ჩუქების ან თუნდაც შეფარების, მე კი არც პირობები და არც საცხოვრებელი ფართი არ მიწყობდა ხელს, რომ სახლში წამეყვანა ჩემს კატებთან....
თუმცა კლინიკის კარებთან ფეხები მეკვეთებოდა ტაქსის ლოდინში და იმაზე ფიქრი, რომ მე ეს ფისო ისევ ვაგზლის ბუნკერთან უნდა დამესვა, სისხლს მიყინავდა...
„მერე რა რომ 50 კატა გყავს ნინა და 1 ოთახს ინაწილებთ თბილად, ბარემ ესეც გაიყოლე 1 დღით და იქნებ მსურველი გამოჩნდეს ჩუქების“, მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა თავში იმ წვიმიან ამინდში....
ვერა, ვერა, ვერ დავსვამ იმ სანაგვეზე, მე ხომ 10 დღე გავატარე მასთან და 10 წამში შემაყვარა თავი.....
მოკლედ შევცვალე ტაქსის მარშუტი და წავედი სახლისკენ, სადაც არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება ჩემ კატებს, ჩემ დას ან თუნდაც „ხაზეიკას“, მაგრამ ის ვიცი რომ ვერ გავუშვებ ამ ფისოს ქუჩაში....

ბუნკერა კატა

მოვედით....
„ომი“ მშვიდობით გადავიტანეთო ვერ ვიტყვი, რადგან დღემდე, ამ წუთასაც გრძელდება...
ვიბანავეთ გავლამაზდით და სოც.ქსელში ვეპრანჭებით კეთილ „დედიკოებს“, იქნებ ოჯახი ვიპოვოო...

გადარჩენილი რიჟიკა

დრო მეწურება, დაღამდა, გავიდა 12 საათი და მალე გათენდება, მსურველი არავინაა და თუ არის მსგავსი პირობებით, როგორც იქ ქუჩაში იყო მანამდე....
გათენდა და საკმაოდ ძლიერი წვიმა წამოვიდა, ეზოში ნიაღვარი იდგა, ყურები კი წვიმის ხმაურით ისე მქონდა დაგუბებული აზროვნებაც კი მიჭირდა, რა უნდა მექნა....
ეჰ, ვერ წავიყვანე, ვერ დავსვი, ვერ გავიმეტე „ბუნკერისთვის“ და ისევ 24 საათი ველოდებოდი მზრუნველ პატრონს, მე კი დედიკო მელოდებოდა ბათუმში საუკუნის უნახავს....
რომელ ცეცხლში ჩავარდეო ამაზეა ნათქვამი, მაგრამ გარეთ ისე წვიმდა....
ისევ გავიდა 24 საათი და უკვე გონებაში ვფიქრობდი ეს „ბოროტული“ ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ ჰმმ, ბედისწერა... რიჟიკა შეუძლოდ გახდა, მიუხედავად იმისა რომ 24 სააათი კონკრეტულ პროცედურებს ვუტარებდი, ისევ ექიმი დასჭირდა....

ფისოს მკურნალობა

წავედით და მოვედიტ ახალი დანიშნულებით და ნელნელა ვემშვიდობები ბუნკერზე და ახალ პატრონზე ფიქრს....
წარმატებით დავასრულეთ დანიშნულება და მზად ვიყავი მეპოვა ადამიანი, რომელსაც გადავუხდიდი ფულს და გარკვეული პერიოდი დაიტოვებდა რიჟიკას მოსავლელად, მაგრამ აქაც ბედისწერა....
გულის რევები დაეწყო ფისოს, მე კიდევ გულის პრანჭვები....

--RELATED--

ვგრძნობდი, ძალიან შემაყვარა თავი და ვერ ვშორდებოდი, ასმაგად ვნერვიულობდი მის სიცოცხლეზე...

რიჟიკა კლინიკაში
ისევ წავედით ექიმთან და საშინელი სურათი დაგვხვდა.... მთელი ამ პერიოდის მანძილზე ბუნკერიდან ნაჭამი „საკვები“ (პლასტმასის ნაჭრები) სულ კუჭში ქონდა ამ საცოდავს, ეს იყო შოკი და ბოლო წვეთი, რომ ვერავის ვანდობდი ამ ფისოს საბოლოოო გამოკეტებამდე...
ეს დაბრკოლებაც გადავლახეთ, ნარკოზიდან მალევე გამოვიდა, ვიმკურნალეთ და კრუტუნ-კრუტუნში გვძინავს ახლაც, მხოლოდ ერთი რამ გვაბრკოლებს, როგორც ის არის ჩემთან, მეც ასე მინდა დედასთან...

sani bunkera
ყოველთვის ვოცნებობდი რიჟიკა ფისოზე,ზუსტად ისეთზე როგორიც ახლა ,დაუგეგმავად „შემრჩა ხახვივით“. ვისთვის რა არის ოცნება და ჩემთვის რა....
ახდენილ ოცნებებს კი ბედნიერების სუნი ასდის...

rijika sani
მე მებედნიერება ჩემი რიჟიკა ბიჭი,რომელსაც სანი დავარქვი....
ის ყოველ დღე, ყოველ წამს ანათებს, რაც არ უნდა ღრუბელი და კოკისპირული წვიმა იყოს..."


bunkera rijika

bunkeris kata

nina da sani

--RELATED--

 

 

 


2442 ნახვა