ბლოგი / ისტორიები

ქართველი წყვილის და მიუსაფარ ცხოველთა ისტორია




“Შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე”- ამ ფარაზას ხშირად ვკითხულობთ, თუმცა …..
Მიუსაფარი ცხოველები საუკუნის პრობლემად იქცა, ყოველ კუთხე კუნჭულში გადავაწყდებით გაუბედურებულ, გამხდარ, დაავადებულ, მშიერ, ტრავმირებულ კატას, ძაღლს, ლეკვს თუ კნუტს.
Საკმაოდ მძიმე სანახავია მათი სევდიანი თვალები, უენოდ გადმოცემული ემოციები და უფრო მძიმეა მათი ყოფა…
Ყოველდღე სიცოცხლისთვის ბრძოლა, ლუკმა-პურის მოძიება….
Და უფრო მძიმე სანახავია საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება, თითქოს ცხოველი სულიერი არსება არ იყოს, უყურებენ ზიზღით, აღიქვამენ როგორც ნივთს, რომელსაც გამოყენების შემდგომ სანაგვეზე, ტყეში, ხრამში ან მიტოვებულ ადგილას ისვრიან.ენანებათ თითო ლუკმის მიწოდება, მათი გამოკვება, დაწყურება, მაგრამ როცა ქუჩაში შიმშილისგან დაუძლურებული ცხოველი ყეფას დაუწყებთ აგრესიას აბრალებენ, ქვებით ქოლავენ, თოკით ახრჩობენ, თოფს ესვრიან, კლავენ, აწამებენ და ამ დროს აზრად არ მოსდით, რომ იმ საბრალოს შია ისევე როგორც შენ, წყურია ისევე როგორც შენ და სითბო უნდა ისეთივე როგორც შენ.
Დღევანდელი კატასტროფული შედეგი მიუსაფარი ცხოველების მხრივ ადამანების დაუდევრობით, ზიზღით და გულგრილობით არის გამოწვეული…
Წლებია უარია ვთქვი საქართველოს კუთხეეების ნახვაზე და ეს ყველაფერი შიშის გამო, რომ გზად ისეთ ადგილებში შემხვდებოდნენ გაუბედურებული ცხოველები, ვერ გავუძლებდი მათ ნახვას, თუმცა ეს რა გასასამართლებელი მიზეზია.
Იქნებ სწორედ ჩემი მოგზაურობა იყოს ცოტათი მაინც მათთვის ნუგეში, უფრო სწორად კი მათთვის გაწვდილი ლუკმა პური. ნებისმიერ გზად მიმავალს გავსებული მაქვს ჩანთა საკვებით, პურით, ვიცი რომ შემხვდებიან…

მთაში ნაგაზი

Წინა წელს Სვანეთში წამიყვანა შეყვარებულმა, დავიხუნძლეთ პურებით, კორმით და დავირაზმეთ გზაზე მყოფი ცხოველების გამოსაკვებად, თუმცა მთელი გზა საოცრად სევდიანი და ტკივილიანი იყო, გზაზე მიტოვებული ცუგები ლეკვებთან ერთად, არა წყალი, არა საკვები და მარშუტკის ხალხის იმედად გზაზე წოლა “რომ კეთილი დეიდა, ბიძია ჩემთვის გაიმეტებს პურის ნატეხს”, რაღაც არაამქვეყნიური საცოდაობა იყო ეს ყველაფერი.


Უშგულისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით ბევრი დამშეული, გამხდარი და მოსიყვარულე ცუგო შეგვხვდა, მწვერვალისკენ მიმავალს უკან მოგვსდევდნენ და დღეში რამდენ “რეისს”აკეთებენ ცენტრიდან მწვერვალისკენ, რომ ვინმემ გაიმეტოს მათთვის ლუკმა-პური, ეჰ რამდენი კილომეტრის გავლა უწევთ ამისთვის, ვწერ ამ ყველაფერს და თვალწინ მიდგას ეს ყველაფერი, არანაირად არ შემრგებია სვანეთის ნახვა, სილამაზით ტკბობა და ის .რომ შეყვარებულმა ხელი მთხოვა. Ტური კიარა საცოდაობა იყო ჩემთვის, განა მარტო ცხოველების ასეთი ყოფა? Ის რომ იქ ჩვენს გარდა 1000000 ადმაიანი იყო და ვერავის ყირადღება ვერ მიიქციეს დამშეულმა ძაღლებმა ჩვენს გარდა. Სხვები რომ გემრელად ილუკმებოდნენ და ეს საბრალოები თვალებში შესციცინებდნენ “ არ შეჭამობოლომდე, მეც მიწილადე 1 ლუკმა, მშია, გული წამივა უჭმელობისგან” ისინი ამაყად განაგრძობდნენ ბუყნაობას, გულში სიმწრის ცრემლები მეღვრებოდა და უფრო დიდი ჯავრი მიგროვდებოდა ადამიანების მიმართ, მაგრამ ….

გოგო და ცხოველები


Რთულად იშოვებოდა პურები იქ, თუმცა მაღაზიაში რაც შოთები იყო სულ გავზიდეთ და ამ საცოდავებს ვაჭამეთ.ხალხის რეაქცია კი -” უიმე მთელი გზა ამ ძაღლებს როგორ დასდევთ და აჭმევთ”.

Საშინელი მდგომარეობა გზად მიმავალ სადგურებზე, უამრავი დამშეული სევდიანი ძაღლი… გაჩერებებზე ყველა სიგარეტის მოსაწევად გადადიოდა, ჩვენ კი მაღაზიიდან სოსისები გამოგვქონდა და საცოდავები ისე ყლაპავდნენ გემოს ვერ იგებდნენ.
Ნეტა იმათ ვინც ასეთ საცოდაოაბს უყურებს და ოდნავადაც არ უჩუყდება გული, ნეტა თქვენ ეჰ ასეთო “ადამიანებო”....

ბიჭი და ცხოველები


Ზოგი ჭირი მარგებელიაო ჩემზე იყო ნათქვამი, დავდიოდით ხან სად, ხან სად და დავსდევდით ქუჩის ცუგოებს, არანაირი რესტორანი, ღვინის ჭიქების ჭახუნი და აურზაური, სამაგიეროდ ისეთი დამშვიდებული და პოზიტიური ვბრუნდებოდით სახლში, რადგან ვიცოდით 1 დღით ბევრ მიუსაფარს გავუხანგრძლივეთ დღე და იმაზე ფიქრს ვიწყებდით, რომ ხვალ აუცილებლად სხვა გააგრძელებს ამ საქმეს, ზეგ სხვა და ასე უსასრულოდ გადაებმება სიკეთის ჯაჭვი.
Ახლა კი გთავაზობთ ფოტოებს სხვადასხვა ადგილებიდან: ნატახტარი, გუდამაყარი, კახეთი, უშგული, მესტია, გზად მიმავალი გაჩერებები, თბილისი, ბათუმის ბოტანიური ბაღი, სარფი და ა.შ
Ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სამოგზაუროდ ან თუნდაც 1 დღით მიმავალი ყველა მგზავრი აუცილებლად გაიყოლებს გზად ქუჩის ცხოველების საკვებს და უყურადღებოდ არ დატოვებს მათ სევდიან თვალებს, უენო საუბარს და მშიერ კუჭს….

ცხოველები


709 ნახვა



მსგავსი პოსტები

წითური ფისოსა და წითური გოგონას ისტორია

გთავაზობთ ისტორიას წითური ფისოსა და ერთ-ერთი ცხოველთმოყვარული, ასევე წითური გოგონას შესახებ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფისუნიას ხუმ...

ჟიზელი/კარტოფილა - გადარჩენილი კატის ისტორია

ჟიზელი დაიბადა მრავალი გენეტიკური შეცდომით, მისი ყველა სახსარი და ხერხემალი არასწორად არის ფორმირებული. არავის ეგონა, რომ ის გადარჩებოდა, თუმცა მაი...

გოგონა, რომელიც მიუსაფარი ფისოების ბედნიერ დედობაზე ზრუნავს

გთავაზობთ ისტორიას ერთ-ერთი ცხოველმოყვარული გოგონას შესახებ, თუ როგორ შეცვალეს მისი ცხოვრება ფისოებმა და ზოგადად ცხოველებმა. ასევე მან თავისი ყველა...