ბლოგი / ისტორიები

ჟოფრეის ისტორია




გამარჯობა, მე “ჟოფრეი” ვარ. რატომ შემარქვეს ეს სახელი არ ვიცი, მაგრამ მე მივეჩვიე და მომწონს კიდეც. მეც, სხვა ძაღლების მსგავსად ქუჩაში დავიბადე. რამდენიმე კვირა გავატარე სიცივეში. დავეხეტებოდი მშიერ-მწყურვალი, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა. ბოლოს, კეთილმა ადამიანებმა მიპოვეს და სადღაც წამიყვანეს… თავიდან ცოტა შემეშინდა, ბევრი დიდი ძაღლი იყო, მიყეფდნენ და მიღრენდნენ, მაგრამ მალევე დავუმეგობრდი მათ. ეს ადამიანები კი, ყოველდღე მოდიოდნენ და გვიტოვებდნენ საკვებს. პერიოდულად სადღაც წაგვიყვანდნენ, სადაც ფიქრობდნენ რომ მუდმივ პატრონს იპოვიდნენ ჩემთვის და სხვა პატარებისთვის, თუმცა, უშედეგოდ… ხან ჩვენს დაგრეხილ ყურებს იწუნებდნენ, ხან კი ჯიშს, მაგრამ ეს მე არ მადარდებდა. თავს მშვენივრად ვგრძნობდი ჩემს დიდ და ფუმფულა მეგობრებთან ერთად.

--RELATED--

ერთ დღეს გასეირნება გადავწყვიტე და ტერიტორიიდან გავიპარე… ბევრი ვისეირნე და როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, უეცრად სწრაფად მომავალი მანქანა დავინახე… გაქცევა ვცადე, მაგრამ ვეღარ მოვასწარი… პირდაპირ ბორბლების ქვეშ აღმოვჩნდი და ფეხში ტკივილი ვიგრძენი, ბევრი ვიტირე, მაგრამ მანქანა არც კი შეჩერებულა, გზა უკანმოუხედავად გააგრძელა… დიდი გაჭირვებით მივედი ჩემს სახლში, სადაც კეთილი ადამიანების მოსვლას ველოდებოდი… როცა მოვიდნენ და სასწრაფოდ მანქანაში ჩამსვეს ექიმთან წასაყვანად, მივხვდი, რომ ყველაფერი არც ისე კარად იყო… თუმცა, მე მათ ვენდობოდი და არ გამიპროტესტებია. როგორც მითხრეს ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ ოთხივე თათით სირბილის მაინც ვერ შევძლებდი. იმიტომ, რომ ოპერაცია დაგვიანებული იყო. შემთხვევა ყველას მოსდის, არავინ არის დაზღვეული, შეიძლება ჩემი ბრალიც იყო რომ ვერ დამინახა მძროლმა, უბრალოდ, რომ არ მივეტოვებინე და ჩემთვის ყურადღება მოექცია, შეიძლება დღესაც შემძლებოდა მარტივად სირბილი და თამაში… თუმცა, არაუშავს. მე მას ვაპატიებ თუ შემდეგში მეტ ყურადღებას გამოიჩენს და ცოცხალ არსებებს უფრო გულისხმიერად მოეკიდება. ჩვენ, ძაღლები იმაზე კეთილები ვართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობ, იმიტომ რომ კვლავ ზრუნავენ ჩემზე. თამაშს და სირბილს მაინც ვახერხებ, შეიძლება ისე მოხდენილად არა, როგორც ავარიამდე, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ და ეს არ მადარდებს…

ჟოფრეი

 

ახლა წაიკითხეთ "მეცხრამეტეს" შესახებ: petario.com/mecxramete

 

 


4195 ნახვა



მსგავსი პოსტები

ქართველი წყვილის და მიუსაფარ ცხოველთა ისტორია

“Შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე”- ამ ფარაზას ხშირად ვკითხულობთ, თუმცა …..

წითური ფისოსა და წითური გოგონას ისტორია

გთავაზობთ ისტორიას წითური ფისოსა და ერთ-ერთი ცხოველთმოყვარული, ასევე წითური გოგონას შესახებ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფისუნიას ხუმ...

ჟიზელი/კარტოფილა - გადარჩენილი კატის ისტორია

ჟიზელი დაიბადა მრავალი გენეტიკური შეცდომით, მისი ყველა სახსარი და ხერხემალი არასწორად არის ფორმირებული. არავის ეგონა, რომ ის გადარჩებოდა, თუმცა მაი...