ბლოგი / ისტორიები

ჟიზელი/კარტოფილა - გადარჩენილი კატის ისტორია




ჟიზელი დაიბადა მრავალი გენეტიკური შეცდომით, მისი ყველა სახსარი და ხერხემალი არასწორად არის ფორმირებული. არავის ეგონა, რომ ის გადარჩებოდა, თუმცა მაინც არ ჩაიქნიეს ხელი მზრუნველმა ადამიანებმა mspca.org-ში, ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ვეტერინარული მომსახურების ცენტრები, ცხოველების გაშვილების ცენტრები და ისინი აქტიურად მუშაობენ ცხოველების გადარჩენაზე. სწორად მათი წყალობით მოხდა კარტოფილასთვის სიცოცხლის შენარჩუნება.

ჰოლიმ (ჟიზელის პატრონი) კატა პირველად ნახა ვეტერინარულ საავადმყოფოში, კატა იყო ძალიან რთულ მდგომარეობაში, რამაც დააფიქრა ჰოლი, შეძლებდა კი ის ამ ფისოს პატრონობასა და სათანადო მოვლას?! ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ შეეძლო დახმარებოდა ამ უმწეო კატას. სალში მიყვანის შემდეგ "კაბინეტი" გადაკეთდა კარტოფილასათვის ადაპტირებულ ოთახად, სადაც იატაკი ბალიშებითა და სვა რბილი ნივთებით დაიფარა, რომ უსაფრთხო ყოფილიყო მისთვის. ჰოლის მოუწია მძიმე გადაწყვეტილების მიღება, კატას ესაჭიროებოდა რთული და სახიფათო ოპერაცია, რის გარეშეც ჟიზელი ვერ იცხოვრებდა ნორმალურად, ხოლო თავად ოპერაცია კი დიდ რისკს ატარებდა. კატის პატრონმა გადაწყვიტა გაეკეთებინათ ფისოსთვის ოპერაცია და სწორიც აღმოჩნდა. ფისო ბედნიერად ცხოვრობს დიდ სახლში, სადაც მას ჰყავს სხვა კატა მეგობრებიც.

კარტოფილას ხასიათის განსაკუთრებულობა აოცებს ხალხს, მისი ოპერაციიდან 10 დღეში ოჯახის მეორე კატასაც დასჭირდა ოპერაცია, ამ დროს ჟიზელი მივიდა ნაოპერაციებ ფისოსთან და ანუგეშა ის, აღნიშნული ზრუნვის გამოჩენის შემდეგ იგი კიდევ უფრო შეუყვარდათ ოჯახის სხვა კატებს. ჟიზელი 1.3 კილოგრამს იწონის და ძალიან პატარაა, მიუხედავად ამისა ის არ განიცდის დისკომფორტს და აქტიურად თამაშობს სხვა კატებთან, ისინი კი ზრუნავენ მასზე. ხშირად შეხვდებით მომენტს, როდესაც ჟიზელი მისდევს დიდ ფისოს, რომელიც აკვირდება მას და თუ ოდნავ მოშორებით გაიქცა, ჩერდება და ელოდება, რომ დაეწიოს ეს პატარა მებრძოლი.

ჟიზელი ნათელი მაგალითია მებრძოლი სულისა და შთაგვაგონებს, რომ არასოდეს დავნებდეთ. ჰო და კიდევ, ის გიჟდება მოფერებაზე - თავიდან ნაკლებად სიამოვნებდა, როდესაც ის ხელში აჰყავდათ ან კალთაში ისვამდნენ, თუმცა ახლა მისი დღე არ იწყება მოფერების გარეშე და თუ პატრონმა დროზე არ მიაქცია ყურადღება, ის მას ფეხზე აბიჯებს და ანიშნებს, რომ დროა ხელში აიყვანონ და მოეფერონ.

ჰოლი ბედნიერია, რომ აიყვანა ეს პატარა და უმწეო ფისო, რომ აქვს საშუალება იზრუნოს მასზე და ამავდროულად ისწავლოს მისგან, რომ ყოველთვის ღირს ბრძოლა ნებისმიერი კარგი მიზნისთვის.

--RELATED--

2022 ნახვა



მსგავსი პოსტები

წითური ფისოსა და წითური გოგონას ისტორია

გთავაზობთ ისტორიას წითური ფისოსა და ერთ-ერთი ცხოველთმოყვარული, ასევე წითური გოგონას შესახებ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფისუნიას ხუმ...

გოგონა, რომელიც მიუსაფარი ფისოების ბედნიერ დედობაზე ზრუნავს

გთავაზობთ ისტორიას ერთ-ერთი ცხოველმოყვარული გოგონას შესახებ, თუ როგორ შეცვალეს მისი ცხოვრება ფისოებმა და ზოგადად ცხოველებმა. ასევე მან თავისი ყველა...

"ავტობანას" ისტორია

მე "ავტობანა" შემარქვეს... ცოტა უცნაური სახელია, თუმცა მიხვდებით რატომ "ავტობანა"...