ბლოგი / ისტორიები

მიკი - მამასახლისი




მ ი კ ი

არავინ იცის, როგორ გაჩნდა სახლის ზღურბლთან. უგულოდ მიაგდეს თუ თავისით მოლასლასდა, ალბათ, ქუჩაშიც არაერთხელ წიხლი დაუნანებლად უთავაზეს, ასეთები კი იმდენია, თითები ჩამოსათვლელადაც  არ გეყოფა.

აგვისტოს ხვატი იდგა,  სიცხისგან და შიმშილისგან დაოსებულს სუნთქვაც უჭირდა, სწორედ მაშინ შეამჩნიეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც იცოდოდნენ, როგორ დახმარებოდნენ უსახლკაროს, მშიერს, უსუსურს და უთვისტომოს. მიკის (ასე ეწოდა მას) გარდა იქ ორ მეტისი ცხოვრობდა, რომლებზეც თავის დროზეც უარი თქვეს და ქუჩაში გაუძახეს (მათი ამბავიც ღირს მოსაყოლად).

ყველა ძაღლს ალბათ თავისი ბედისწერა აქვს, ხშირად ისინი უსაფუძვლოდ ხდებიან ადამიანების ახირებების მსხვერპლი. როგორც ქუჩიდან მოსულს, მიკის ზოგმა ალმაცერად დაუწყო ყურება, ზოგი მხრებს იჩეჩდა, ამდენი ძაღლი ერთ ეზოში რა საჭიროაო, ვისაც როგორ შეეძლო, ისე გამოთქვამდა წუხილს, თუმცა ერთმა ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი. იმ მიზეზით, რომ როცა ეზოდან ყეფდა, მათ შვილს ქუჩაში გავლის ეშინოდა, მიკის ქვებით ჩაქოლვა მოუნდომა, ფეხიც დაუზიანა, თან დროც ხელსაყრელი შეარჩია, სახლში მიკის პატრონები არ იყვნენ.  ჩაქოლვით რომ ვერაფერი მოუხერხა, მოწამვლა გადაწყვიტა. თუმცა, ხელმოცარული დარჩა.

--RELATED--

დღეს ამ მეზობელს თავისი ადგილი აქვს და მარტოა თავის ფობიებთან და ახირებებთან ერთად.

მიკი კარმიდამოს ნამდვილი მამასახლისია.

ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას. ალბათ, ძილშიც აღარ ნახულობს იმ კოშმარს, რაც ძალიან პატარამ ქუჩაში ყოფნისას გამოიარა, იმედია არც იმ ცუდ დღეებს იხსენებს, როცა გამუდმებით იბრძოდნენ მის წინააღმდეგ.

მთავარია, ადამიანმა შეძლოს მათი დაცვა, ვინც უყვარს. არასოდეს უნდა თქვა უარი მათზე, ვინც შენი ერთგულია და ამ ერთგულების სანაცვლოდ შენგან ბევრს არაფერს ითხოვენ.

 

თინათინ ნიქაბაძე

 

ახლა კი წაიკითხეთ ჯესის შესახებ, რომელიც ბევრ განსაცდელს გადაურჩა კეთილი ხალხის წყალობით: petario.com/jesis-istoria


4423 ნახვა



მსგავსი პოსტები

ქართველი წყვილის და მიუსაფარ ცხოველთა ისტორია

“Შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე”- ამ ფარაზას ხშირად ვკითხულობთ, თუმცა …..

წითური ფისოსა და წითური გოგონას ისტორია

გთავაზობთ ისტორიას წითური ფისოსა და ერთ-ერთი ცხოველთმოყვარული, ასევე წითური გოგონას შესახებ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფისუნიას ხუმ...

ჟიზელი/კარტოფილა - გადარჩენილი კატის ისტორია

ჟიზელი დაიბადა მრავალი გენეტიკური შეცდომით, მისი ყველა სახსარი და ხერხემალი არასწორად არის ფორმირებული. არავის ეგონა, რომ ის გადარჩებოდა, თუმცა მაი...