ბლოგი / ისტორიები

მეცხრამეტე




მე მეცხრამეტე მქვია. როგორც ამბობენ, თავშესაფრის ყველაზე ბრაზიანი ცუგო ვარ... ეს სახელი იმიტომ შემარქვეს, რომ ქ. რუსთავის მე-19 მიკრორაიონში ვცხოვრობდი ერთ კეთილ ადამიანთან. ქუჩაში მიპოვა, როცა უაზროდ ვხეტიალობდი და საჭმელს ვეძებდი. მიმიკედლა და მივლიდა თავისი სახლის ეზოში, მეც თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მეტი რა მინდოდა :) თუმცა სხვები მერჩოდნენ. ნუთუ ასე ეშინოდათ ჩემი, მე ხომ პატარა ლეკვი ვიყავი. მე მათთან მხოლოდ თამაში მინდოდა, ისინი კი ქვებს მესროდნენ. შეშინებული რამდენჯერმე სადარბაზოში შევედი და ეს ვერ აიტანეს ცუდმა ადამიანებმა. მუდმივად მეჩხუბებოდნენ და ჩემს გაგდებას ითხოვდნენ, თუარადა ჩემი მოკვლით იმუქრებოდნენ. მეზობლების გაუთავებელმა წუწუნმა მაინც მომახვედრა ადგილზე, რომელსაც თავშესაფარს ვეძახით. იქ ჩემსავით გადარჩენილი და მიკედლებული ცუგოები ვართ, ყველასგან მიტოვებულები.

--RELATED--

ჩვენზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ზრუნავს, ჩვენც მხოლოდ მათი გვჯერა და მხოლოდ მათ ვენდობით. ვეღარ ვენდობით სხვა ადამიანებს. მათ გამო ხომ ბევრი ტკივილი და ტანჯვა გვაქვს გადატანილი. რამდენჯერ მომხვედრია ქვა და რამდენჯერ მიტირია, რამდენჯერ მშიებია და ჩემთვის ერთი პურის ნატეხიც არავის გადმოუგდია. ჩემზე კი ამბობენ რომ აგრესიულიაო, სინამდვილეში არ ვიცი ვის ვენდო და ვის არა...  თუმცა სტუმრები ძალიან გვიყვარს, განსაკუთრებით მაშინ თუ ჩვენთან გემრიელობები მოაქვთ :)  დღეს ბედნიერად ვცხოვრობ ჩემს სახლში(თავშესაფარში), საბოლოოდ კეთილ ადამიანებთან მოვხვდი. არ ვარ დაბმული, მაქვს საკუთარი სახლი და საჭმელიც ყოველდღე მოაქვთ ჩემთვის, მაქვს საკუთარი სახლი, რომელშიც შემიძლია წვიმის დროს შევაფარო თავი.  თუმცა, ჩემსავით ყველას არ უმართლებს, ყოველდღიურად ძალიან ბევრი ლეკვი კვდება, მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანები საკმარის ყურადღებას არ იჩენენ, ან უბრალოდ ჩვენი სიცოცხლე არაფრად მიაჩნიათ… ადამიანებო, ჩვენ იმაზე კეთილები ვართ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ... ჩვენ ხო ისე შეგვიძლია თქვენი შეყვარება, რომ თქვენზე დარდს შეიძლება გადავყვეთ.

 

mecxramete

მეცხრამეტე

 

 

ახლა კი წაიკითხეთ მიკი მამასახლისის შესახებ: petario.com/miki-mamasaxlisi


5451 ნახვა



მსგავსი პოსტები

ქართველი წყვილის და მიუსაფარ ცხოველთა ისტორია

“Შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე”- ამ ფარაზას ხშირად ვკითხულობთ, თუმცა …..

წითური ფისოსა და წითური გოგონას ისტორია

გთავაზობთ ისტორიას წითური ფისოსა და ერთ-ერთი ცხოველთმოყვარული, ასევე წითური გოგონას შესახებ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფისუნიას ხუმ...

ჟიზელი/კარტოფილა - გადარჩენილი კატის ისტორია

ჟიზელი დაიბადა მრავალი გენეტიკური შეცდომით, მისი ყველა სახსარი და ხერხემალი არასწორად არის ფორმირებული. არავის ეგონა, რომ ის გადარჩებოდა, თუმცა მაი...