ბლოგი / ისტორიები

კეთილი ადამიანების მიერ გადარჩენილი ფისო




ამ ბოლო პერიოდში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა ცხოველთა სასტიკ მოპყრობაზე და ძირითდად ნეგატიური ფაქტები გასაჯაროვდა, თუმცა, საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი კეთილი ადამიანია, რომლებიც უბრალოდ ჩრდილში არიან და კარგ საქმეს უანგაროდ აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის ქალბატონი ნაირა  ქალბატონი ნაირა ქ. რუსთავის ბაზარში მუშაობს, საკუთარი პატარა მაღაზია აქვს და სხვადასხვა ოჯახისთვის საჭირო ნივთებს ყიდის. მისი ფინანსური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, მაგრამ ეს ფაქტი სულაც არ უშლის ხელს ამ ადამიანს სიკეთის კეთებაში. ბაზრის ტერიტორიაზე მიკედლებულ ყავს რამდენიმე ცუგო, რომელთაც კვებავს და პატრონობს. სხვათაშორის საკვებით ხშირად ეხმარება რუსთავის ძველი ბაზრის დირექტორი ბატონი გოჩა  ცოტა ხნის წინ ბატონ გოჩას ქუჩაში უპოვნია კნუტი, რომელიც გაუნძრევლად იწვა და ძლივს სუნთქავდა. მას გულგრილად ვერ დაუტოვებია ეს ფაქტი და წამოუყვანია ქალბატონ ნაირასთან. რამდენიმე დღიანი მზრუნველობის და ყურადღების შემდეგ ეს ფისო უკვე ასე გამოიყურება 


ეს ისტორია როდესაც გავიგეთ ჩვენ, ამ ისტორიით აღფრთოვანებულებმა ხურდა აღარ გამოვართვით ქალბატონ ნაირას (მხოლოდ 1 ლარზეა საუბარი და გახარებულმა თქვა რა კაია ამით ფისოს ვუყიდი თქვენს სახელზე საჭმელსო  ასე, რომ თუ მოხვდებით ქ. რუსთავის ძველ ბაზარში, შეიძინეთ საჭირო ნივთები ქალბატონ ნაირასთან. ამით თქვენ ამ ადამიანს სიკეთის კეთებაში შეუწყობთ ხელს როგორც ხედავთ, ფინანსური მდგომარეობა სულაც არ უშლის ადამიანს სიკეთის კეთებაში ხელს. მიბაძეთ ქალბატონ ნაირას და ბატონ გოჩას 

--RELATED--

 

წაიკითხეთ აქვე ქუჩას გადარჩენილი ჟესის ისტორია - petario.com/jesis-istoria


2776 ნახვა



მსგავსი პოსტები

ქართველი წყვილის და მიუსაფარ ცხოველთა ისტორია

“Შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე”- ამ ფარაზას ხშირად ვკითხულობთ, თუმცა …..

წითური ფისოსა და წითური გოგონას ისტორია

გთავაზობთ ისტორიას წითური ფისოსა და ერთ-ერთი ცხოველთმოყვარული, ასევე წითური გოგონას შესახებ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფისუნიას ხუმ...

ჟიზელი/კარტოფილა - გადარჩენილი კატის ისტორია

ჟიზელი დაიბადა მრავალი გენეტიკური შეცდომით, მისი ყველა სახსარი და ხერხემალი არასწორად არის ფორმირებული. არავის ეგონა, რომ ის გადარჩებოდა, თუმცა მაი...