გოგონა, რომელიც მიუსაფარი ფისოების ბედნიერ დედობაზე ზრუნავს
March 30, 2018 21:06 Kate Katel

გთავაზობთ ისტორიას ერთ-ერთი ცხოველმოყვარული გოგონას შესახებ, თუ როგორ შეცვალეს მისი ცხოვრება ფისოებმა და ზოგადად ცხოველებმა. ასევე მან თავისი ყველაზე სანუკვარი ოცნებაც გაგვიმხილა:
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ დღეს ჩემი საცხოვრებელი ოთახი კატების სამშობიარო ბლოკად გადაიქცეოდა :))) ბავშვობიდან მიყვარს და ვზრუნავ ცხოველებზე, თუმცა ამ ყველაფერმა სხვა ფაზაში გადაინაცვლა. ზუსტად 4 წელია რაც აქტიურად ვარ ჩართული ქუჩის მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობაში, თუმცა ამის აფიშირება არასოდეს მომსვლია აზრად, თან მაშინ არ ვიყენებდი სოციალურ ქსელებს.
ამჟამად სახლში 9 ფისო მყავს, ასევე ქუჩაში ნაპოვნი მშობიარე კატები თავიანთი კნუტებით და 20-მდე ეზოს ფისო. სხვათაშორის, ჩემი სახლის ფისოები ყველა ქუჩიდან აყვანილია, ზოგი ვერ გაჩუქებული, ზოგიც ავადმყოფი, მაგრამ დღესდღეობით ყველა ჯანმრთელი.
მოკლედ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შევესწარი ქუჩაში კატის მშობიარობას, რომელმაც ემოციურად ძალიან დამთრგუნა. წარმოვიდგინე მიტოვებული მომავალი დედა, რომელსაც ხელჩასაჭიდი არავინ ჰყავდა და ეს ყველაფერი რომ წარმოვიდგინე ამ მიუსაფარ ცხოველზე, საზარელი უსუსურობის შეგრძნება დამეუფლა...
მას მერე გადავწყვიტე სახლში მომეყვანა ყველა ის მაკე კატა, რომელიც ნებისმიერ ადგილას შემხვდებოდა და რომელიც დღე-დღეზე გააჩენდა კნუტებს. მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობ ნაქირავებში (15 კვადარტულში), მაინც არ ვნებდები და რიგრიგობით მომყავს სამშობიაროდ ისინი... ძირითადად სხვადასხვა უბნებში ვპოულობ მათ. ჩემი უბნის ფისოები თითქმის ყველა გავასტერილე ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად.
ამჟამად სახლში 1 მეძუძური დედა მყავს 2 კნუტით, მეორე დედა ფისუნია 4 კნუტით დავუტოვე დროებით შემფარებელს, ვინიდან ფართი არ აღმოჩნდა მათი კომფორტისთვის საკმარისი, თანაც სახლის კატები აგრესიულად განეწყვნენ მათ მიმართ.
მინდა რაც შეიძლება მალე გავაჩუქო ისინი (1თვიდან), რათა სხვა კატებს გავუმზადოთ ადგილი სამშობიაროდ თუ სხვა ნებისმიერი სახის დახმარების გასაწევად....
ეს ყველაფერი სასიამოვნო და ემოციებით სავსე პროცესია. სრულიად უცხო კატა მოგყავს, რომელიც კრუტუნით და "მასაჟების კეთებით" გამოხატავს შენს მიმართ მადლიერებას, შენ კი ამზადებ მას სამშობიაროდ...
ყველაზე ბედნიერი წუთები გავიარეთ, ბევრი ვინერვიულეთ კიდეც მშობიარობის გართულების გამო, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
მინდა მქონდეს ფართი, სადაც შევძლებ ქუჩის ფისოებს (რომლებმაც მოასწრეს დაორსულება) სამშობიარო პერიოდში თბილი და გემრიელი გარემო მოვუწყო, სადაც მშვიდად გააჩენენ და გაზრდიან კნუტებს, მე კი 24 საათი მათი მეთვალყურე "ძიძა" ვიქნები...
კნუტების გაჩუქების შემდეგ კი ისევ აქტიურად დავიწყებ სტერილიზაცია-კასტაციაზე ზრუნვას, რათა თავიდან ავარიდო ფისუნიებს ქუჩაში და ცივ გარემოში "დედობა"....
ჩემი ცხოვრება 360 გრადუსით შემოატრიალეს ცხოველებმა და შეიძლება სიხარულით გავგიჟდე თუკი ოცნებას ავიხდენ და დავეხმარები ყველა ფისოს თუ არა 70%-ს მაინც.
როცა წარმოვიდგენ იმას, რომ ამ ყველაფერს რეალობის სუნი ასდის, მებედნიერება.
ჩვენ გვინდა გვქონდეს თბილი სახლი