Блог / Истории

"იულინის" ფესტივალი: 100 გადარჩენილი სიცოცხლე




ჩინეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ჩვეულებრივი ამბავია ძაღლისა და კატის ხორცის ჭამა. ამ ფაქტს მოსახლებოის ძალიან დიდი ნაწილი არ ემხრობა, თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანი ტრადიციაა. ამ ტრადიციის ასაკრძალად იმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები, თუმცა ჯერჯერობით მაინც ვერ მიაღწიეს შედეგს ცხოველთა მოყვრულებმა. ეს ტრადიცია შემორჩენილია ყველაზე მეტად სამხრეთ ჩინეთში, კერძოდ, ქალაქ იულინში. ქალაქში, სადაც ყოველწლიურად იმართება ძაღლის ხორცის ფესტივალი.

იულინის ფესტივალი

ჩინეთში ბევრი ცხოველთ დამცველია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალბატონი  “იენგ შაოიუნია”, ყოფილი მასწავლებელი, რომელმაც დაარსა ცხოველთა თავშესაფარი ქალაქ “თიენძინში”, სახელად “საერთო სახლი”. თავშესაფარში დაახლოებით 1000 ძაღლი ჰყავს შეფარებული, რომელთაც ხალხის შეწირულობებით მოხალისეების დახმარებით უვლის. მან გადაწყვიტა წასულიყო იულინის საიუბილეო ფესტივალზე, სადაც უამრავი ძაღლი იყიდებოდა… გაიარა 2400 კილომეტრი და ჩავიდა ქალაქ იულინში. ადგილზე მისულ ქალბატონს საშინელი სურათი დახვდა. ძაღლები საშინელ პირობებში ყავდათ, პატარა გალიებში გამომწყვდეულები და სასიკვდილოდ განწირულები. აღშფოთბულმა ქალბატონმა გადაწყვიტა იმდენი ძაღლი ეყიდა, რამდენსაც მოახერხებდა... დიახ, მან გადაიხადა 1100 დოლარი და იხსნა 100 ძაღლი გარდაუვალი სიკვდილისგან, რომლებიც წაიყვანა თავის თავშესაფარში და გაუწია სხვადასხვა სამედიცინო დახმარება. 

--RELATED--

იხილეთ ფოტოები:

ჩინეთის ფესტივალი

ძაღლის ხორცის ფესტივალი

ფესტივალი ჩინეთში

იხილეთ ვიდეო:

 

წყარო: https://www.boredpanda.com/rescued-dogs-yulin-dog-meat-festival-china/

 

ახლა წაიკითხეთ კეთილი ადამიანების მიერ გადარჩენილი კნუტის ამბავი - petario.com/gadarchenili-fiso


1581 просмотров



Похожие статьи