ბლოგი / ისტორიები

"ავტობანას" ისტორია




მე "ავტობანა" შემარქვეს... ცოტა უცნაური სახელია, თუმცა მიხვდებით რატომ "ავტობანა"...

ერთ დღეს სასეირნოდ გასულს  გზა ამერია და სახლისაკენ ვეღარ ვაგნებდი. შემთხვევით საგზაო მაგისტრალზე აღმოვჩნდი… უამრავი მანქანა ირეოდა ერთმანეთში, მეც ვიმედოვნებდი, რომ იქ მიპოვიდა ჩემი ერთგული მეგობარი. რამდენიმე დღე ვიბოდიალე, მაგრამ ჩემთვის ნაცნობი ადამიანები ვეღარ ვიპოვე…  ჩემი პატრონი შეიძლება მეძებდა კიდეც, ან უბრალოდ დამივიწყა და ახალი მეგობარი გაიჩინა. მე კი კვლავ მისი ერთგული ვიყავი, ყველაფერს ვაკეთებდი მის საპოვნელად. ჩემთვის დავეხეტებოდი, როცა ვიღაცის მანქანის ბორბლებქვეშ აღმოვჩნდი. გადამიარა და მიმატოვა… მძღოლს ჩემი ტირილისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია… ცოტათი შეანელა მანქანა და გზა განაგრძო, ვითომც არაფერი. სამი დღე ვიწექი გზაზე, თუმცა ჩემთვის არავის ეცალა. ზოგი სამსახურისკენ მიიჩქაროდა, ზოგიც სახლისკენ. სამწუხაროდ ჩემი სიცოცხლე არც ისე მნიშვნელოვანი იყო, მე ხომ ძაღლი ვიყავი, მერე რა, რომ მე ადამიანები ძალიან მიყვარს, მე ვერ ვლაპარაკობ, უკვე სიარულიც აღარ შემეძლო, ასე რომ გამოუსადეგარი ვიყავი… ჩემი სიცოცხლე აღარავის ადარდებდა... გაყინული და მშიერი ვიწექი ჩემთვის, ტირილიც აღარ შემეძლო და  შევეგუე კიდეც ჩემს ბედს, გადარჩენის იმედიც აღარ მქონდა. წვიმაც დაიწყო და ალბათ დიდი ხანი ვერც გავძლებდი, რომ არა ვიღაც კეთილი ადამიანები, მე მათ არ ვიცნობდი.. აღარც კი ვიცოდი თუ შეიძლებოდა მათი ნდობა, მე ხომ ადამიანებმა გამწირეს... თუმცა სხვა რა გზა მქონდა? მივანდე ჩემი თავი მათ. წამიყვანეს ერთ ადგილზე, სადაც ზრუნავდნენ ჩემზე, იქ სხვა ნაავარიები ცუგოებიც იყვნენ, თუმცა ყველაზე ცუდად მე ვიყავი… დიდი ხნის განმავლობაში დავყავდი ამ ხალხს ექიმთან, თან მაიმედებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მეც ვემორჩილებოდი მათ. ვითმენდი ტკივილს, რადგან მათ ძალიან უნდოდათ ჩემი გადარჩენა, მეც ძალიან მინდოდა სიცოცხლე.

--RELATED--

ავტობანა

ავტობანა ძაღლი

გავიდა დრო და მე უკეთესობისკენ ვიყავი, ტკივილებიც ნელ-ნელა მიქრებოდა და თამაშის სურვილიც ნელ-ნელა მიბრუნდებოდა. ვერ დაიჯერებთ, მაგრამ უკვე სიარულსაც ვახერხებდი… ძლივსძლიობით, მაგრამ მაინც :) სახელიც მომიფიქრეს :) სიმბოლურად “ავტობანა” შემარქვეს :) მეც მივეჩვიე ამ სახელს და ძალიანაც მომწონდა :)

ავტობანა ცუა

უსახლკარო ცუგა

რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი :) თავისუფლად შემეძლო ოთხი თათით სირბილი… ბევრი ახალი მეგობარი გავიჩინე :) ორფეხაც და ოთხფეხაც :) უკვე ვფიქრობდი, რომ ადამიანების ნდობა კვლავ შემეძლო. მიხაროდა მათთან თამაში, იმაზე მეტად, ვიდრე სხვა ცუგოებთან. :) მე ძალიან ბედნიერი ვიყავი :) მე ხომ გადამარჩინეს… მიპოვეს დაუძლურებული, მრავალი ჭრილობით და მაქციეს კვლავ ბედნიერ ცუგოდ :) მეტი რა მჭირდებოდა? არც არაფერი. ჩემი ერთადერთი სიხარული ხომ ჩემს მეგობრებთან თამაში იყო, ძალიან მიყვარდა ჩემი მეგობრები :)

ავტობანა მეგობრებთან

ავტობანა

თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, არაფერი არ მადარდებდა :) საჭმელიც მუდმივად მქონდა და სასმელიც, რაც მთავარია ერთგული ადამიანებიც ზრუნავდნენ ჩემზე. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. სწორედ მაშინ მოგვდის უბედურება, როდესაც თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობთ…

მე კვლავ მანქანამ გამიტანა... ტერიტორიიდან გასულმა ვერ შევამჩნიე სწრაფად მომავალი მანქანა, ალბათ ჩემი ბრალიც იყო… თითქოს ჩემი სახელიც “ავტობანა” შემთხვევით არ შეურქმევიათ ჩემთვის. თითქოს ეს ჩემი ბედი ყოფილიყოს. ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად გავატარე. არასდროს დამავიწყდება ის ამაგი, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს :) ეს ერთი წელი ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო იყო. თავი კვლავ ბედნიერ ცუგოდ მაგრძნობინეს და ადამიანების ნდობა დამიბრუნეს. ბოლო ამოსუნთქვამდე ჩემს გვერდით იყვნენ და მაიმედებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.  თუმცა... მე ცისარტყელაზე წავედი… მშვიდობით… მომენატრებით… 

ავტობანა

ეს კი ვიდეო :)

 

ნახეთ ასევე ფისო, რომელიც კეთილმა ადმიანებმა იხსნეს სიკვდილისაგან - petario.com/ketili-adamianebis-mier-gadarchenili-fiso

 


4134 ნახვა



მსგავსი პოსტები

ქართველი წყვილის და მიუსაფარ ცხოველთა ისტორია

“Შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე”- ამ ფარაზას ხშირად ვკითხულობთ, თუმცა …..

წითური ფისოსა და წითური გოგონას ისტორია

გთავაზობთ ისტორიას წითური ფისოსა და ერთ-ერთი ცხოველთმოყვარული, ასევე წითური გოგონას შესახებ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფისუნიას ხუმ...

ჟიზელი/კარტოფილა - გადარჩენილი კატის ისტორია

ჟიზელი დაიბადა მრავალი გენეტიკური შეცდომით, მისი ყველა სახსარი და ხერხემალი არასწორად არის ფორმირებული. არავის ეგონა, რომ ის გადარჩებოდა, თუმცა მაი...