ბლოგი / კვება

ძაღლი და მისი კვება სიცხეში, რას გვირჩევენ ვეტერინარები ჩვენი ცუგებისთვის

July 25, 2018 05:56 by Nika Gigashvili


ზაფხულში ადამიანები მრავალ გრილ რამეს მივირთმევთ, რათა დავწიოთ ჩვენი სხეულის ტემპერატურა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძაღლებსაც სცხელათ და მათთვისაც მნიშვნელოვანია გაგრილება.

ქვემოთ ჩამოგითვლით თუ რა შეიძლება ვაჭამოთ ძაღლს ზაფხულში, რათა მან გაიგრილოს ორგანიზმი და ასევე დარჩეს კმაყოფილი ამ საჭმლის გემოთი.

 

• საზამთრო და ნესვი

ექიმი ჯუდი მორგანი, რომელიც არის კვებითი თერაპიის შესახებ წიგნების ავტორი, გვირჩევს ვაჭამოთ ძაღლს უკურკო საზამთრო და ნესვი, ეს არის წყლის მაღალი შემცველობის გემრიელი პროდუქტი, რომელიც საკმაოდ ეფექტურია სხეულის ტემპერატურის შიგნიდან დასაწევად.

dzagli da sazamtro

• იმბირის ფესვები 

ზაფხულში ძაღლის გაგრილებისთვის ასევე გვირჩევენ ახლად დაფქვილი იმბირის ფესვის გარევას საზამთროს წვენში, შემდეგ კი ამის გაყინვას. როგორც ექიმი მორგანი ამბობს, იმბირის ფესვი ძალიან კარგია ჯანმრთელობისათვის, ის ატარებს ანტი ანთებით თვისებებს. ასეთი "ნაყინი"-ს მირთმევა რეკომენდირებულია დიაბეტის მქონე ძაღლებისთვისაც.

• ახალი და ცივი სტაფილო

ცივი სტაფილო ძალიან სახალისო გასართობია ძაღლისათვის, ძაღლები სტაფილოს ღრღნიან, როგორც ძვალს. თუმცა გაითვალისწინეთ, ნუ დატოვებთ ძაღლს უყურადღებოდ სანამ ის ჭამს სტაფილოს, ძვლის მსგავსად ეს პროდუქტიც შეიძლება ყელში გაეჩხიროს და საჭირო გახდეს დაუყოვნებლივი ჩარევა.

dzagli da stapilo

--RELATED--

• ბოლოკი

ჩინურ მედიცინაში ბოლოგი გამაგრილებელ პროდუქტად გამოიყენება. გათლილი და დაჭრილი ბოლოკი მცირე დოზით დასაშვებია ძაღლისათვის, ეს ეხმარება ტემპერატურის დაწევას, დაგროვილი-დაბლოკილი ენერგიის აქტივაციას და ძაღლის ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ასე წერს ექიმი მორგანი.

boloki

• წყალი

ზაფხულის სიცხეში აუცილებელია, რომ თქვენმა ძაღლმა მიიღოს აუცილებელი რაოდენობა წყლისა. წყალი მუდამ იქონიეთ თან, სასურველია ცივი ან გრილი, როდესაც მოსწყურდება ნუ დააყოვნებთ და მიეცით საშუალება ძაღლს მოიკლას წყუვილი. ძაღლის გაუწყლოება ძალიან ცუდი შედეგებით შეიძლება დასრულდეს. ზაფხულის განსაკუტრებით ცხელ დღეებში შეგიძლიათ ძაღლს საღეჭად მისცეთ ყინული, კომფორტული ფორმის ყინულის შესაქმნელად შეგიძლიათ წყალი ჩაასხათ ბრტყელ, ჰერმეტულ საკეტიან პარკში და ისე გაყინოთ. ასეთი ფორმის ყინულს ძაღლი დაღეჭავს, ალოკავს და შედარებით დიდი დროის განმავლობაში შეძლებს გაგრილებას, ვიდრე ჩვენთვის ჩვეული ყინულის კუბებით.

dzagli da tskali

• ძაღლის ნაყინი

ჩვეულებრივი ნაყინი დიდი ალბათობით მავნებელი იქნება ძაღლისათვის, მაღალია კუჭის აშლის რისკი. თუმცა არის სპეციალურ, ლაქტოზის გარეშე ნაყინები ძაღლებისათვის. ამერიკაში ძაღლის ნაყინს აწარმოებს რამდენიმე ბრენდი, მაგალითად Frosty Paws და Puppy Scoops, ძაღლის ნაყინის გაკეთება შინაურ პირობებშიცაა შესაძლებელი, მაგალითად ვაშლის, საზამთროს ან ნესვის წვენის გაყინვის საშუალებით.

dzaglis nakini

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ძაღლის კვებას ვუმატებთ ახალ პროდუქტებს, შესაბამისად უნდა შემცირდეს მშრალი საკვების დოზა, რათა არ გამოვიწვიოთ ძაღლის გასუქება, ჭარბი წონა ძაღლებში არის საკმაოდ ცუდი შედეგების გამომწვევი, ამიტომ აუცილებელია მუდამ ვაკონტროლოთ ძაღლის კვება.


წყარო: www.petmd.com

--RELATED--

1410 ნახვა