ბლოგი / კვება

როგორ უნდა შეიცვალოს ძაღლის კვების რაციონი ზამთარში




ზამთარი უბრალოდ სეზონის ცვლილებაზე ბევრად მეტია, ამ დროს იცვლება ენერგიის მოხმარება ტემპერატურის რეგულირებისთვის, შესაბამისად აუცილებელია კვების რაციონის ადაპტაციაც. მრავალი ძაღლის პატრონმა არ იცის, რომ ზამთრის დადგომისას აუცილებელია ძაღლის რაციონის შეცვლაც. PetCareRx-მა გადაწყვიტა ეზრუნა ძაღლის პატრონების ინფორმაციით უზრუნველყოფაზე და მათთვის ქვემოთ მოცემული 5 რჩევა გამოაქვეყნა.dzagli tovlshi

ძაღლებისთვის რომლებიც ზამთარში დიდ დროს ატარებენ გარეთ, გაზარდეთ კალორიების რაოდენობა. 

ძაღლებისთვის, რომლებიც ზამთარში დიდ დროს ატარებენ გარეთ, აუცილებელია კალორიების რაოდენობის გაზრდა, რასაც დღიურად იღებენ. თუ მშრალ საკვებს დაუმატებთ უმარილო ქათმის ბულიონს,  ძალიან სასარგებლო შედეგს მიიღებთ. ასევე კალორიების მომატება შესაძლებელია ერთის ნაცვლად სამჯერად კვებაზე გადასვლით, თუმცა აუცილებლად შეუთანხმეთ საჭმლის ოდენობა ვეტერინარს. კალორიების ზრდა ასევე ძაღლის საკვების შეცვლითაც შეიძლება, უბრალოდ იყიდეთ სუპერ პრემიუმ სეგმენტის საკვები .

ჭარბი წონის მქონე ძაღლებისათვის, შეამცირეთ საკვების რაოდენობა.

თუ თქვენი ძაღლი ჭარბი წონის პრობლემას განიცდის, ზამთარში ის ბევრად ნაკლებად აქტიური გახდება, რაც ჯანმრთელობის გაუარესებას გამოიწვევს. ასეთი შემთხვევებისთვის რეკომენდირებილია საკვების ნაკლებ კალორიულით ჩანაცვლება, ასევე გირჩევთ თქვენი ძაღლი გადაიყვანოთ კონტროლირებად, მოზომილ კვებაზე და არ დაუყაროთ მას ბევრი საჭმელი მთელი დღისთვის, აჭამეთ პორციებად დღეში რამდენჯერმე. პორციების მოცულობა და საკვები კი ვეტერინართან ვიზიტისას შეარჩიეთ. 

--RELATED--

ჭარბი წონის პრობლემის მქონე ძაღლებისათვის ყურადღებით შეარჩიეთ საკვები.

ჭარბი წონის პრობლემის მქონე ძაღლებისათვის, გარდა საკვების რაოდენობის შემცირებისა, აუცილებელია გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ მათ შიმშილი ძალიან აღიზიანებთ და არ მოსწონთ. ასევე ძაღლების მიერ წონის დაკლება აუცილებელია მოხდეს ეტაპობრივად და არა ერთიანად. იმისათვის, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები არ იყვნენ მშივრები და თან შეძლონ წონის დაკლება აუცილებელია დიეტური საკვების გამოყენება, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ბრენდის დიეტურ საკვებს სხვადასხვა კალორიულობა აქვს, ზოგ მათგანს შეიძლება მეტი კალორიაც კი ჰქონდეს ვიდრე ჩვეულებრივ საკვებს. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან, სანამ დიეტურ ბრენდს შეარჩევთ.

გამოიყენეთ კვებითი დანამატები.

ძაღლის საკვების ბრენდების უმეტესობა აცხადებს, რომ ისინი “სრულიად საკმარის და დაბალანსებულ” საკვებს ამზადებენ, რომ თქვენი ძაღლი მიიღებს საჭირო ოდენობის კალორიებს, ვიტამინებსა და მინერალებს ცხოვრების კონკრეტული ეტაპისათვის. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არსებობს კვებითი დანამატები ძაღლებისათვის, რომლებიც მათ ეხმარებათ საკვების მონელებაში, ან მატებს იმუნინტეტს თუ სხვა სარგებელი მოაქვს მათთვის. მაგალითად გლუკოზამინი ან ქონდრიოტინი ძალიან გამოსადეგია ძაღლებისათვის, რომლებსაც აწუხებთ სახსრები.

შეცვალეთ დიეტა ეტაპობრივად.

საკვების ცვლილება აუცილებლად ეტაპობრივად უნდა მოხდეს, თუ თქვენი ცუგო მიჩვეულია კონკრეტულ საკვებს, ახალმა საკვებმა შეიძლება დიარია და ღებინება გამოიწვიოს. ცვლილება უნდა მოხდეს შემდეგნაირად, შეურიეთ ახალი საკვები ძველში მცირე დოზით, შემდეგ 50/50-ზე და ნელნელა გაზარდეთ ახალი საკვების რაოდენობა. მსგავსი ცვლილება უნდა გრძელდებოდეს რამდენიმე დღის მანძილზე, რომ ძაღლის ორგანიზმმა მოასწროს ადაპტაცია ახალი საკვებისთვის.

წყარო: https://www.petcarerx.com

 


4989 ნახვა



მსგავსი პოსტები

7 “ადამიანური” საჭმელი, რომელიც სასარგებლოა ძაღლებისთვის

ბევრი ძაღლის მეპატრონე უნაწილებს საკვებს მაგიდიდან თავის ოთხფეხა მეგობარს. თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რისი ჭამა ...

ძაღლი და მისი კვება სიცხეში, რას გვირჩევენ ვეტერინარები ჩვენი ცუგებისთვის

ზაფხულში ადამიანები მრავალ გრილ რამეს მივირთმევთ, რათა დავწიოთ ჩვენი სხეულის ტემპერატურა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძაღლებსაც სცხელათ და მათთ...

კატები და კვება

როდესაც კნუტი აჰყავთ, ყველას დიდი სურვილი აქვს ფისო გაიზარდოს ჯანმრთელი, ლამაზი და უპრობლემო. ამ ყველაფრისთვის ერთ-ერთი, ალბათ უპირველესიც არ...