როგორ ავარჩიოთ კატის საკვები
March 28, 2017 11:00 Nika Gigashvili

კატის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის სწორი კვება უმნიშვნელოვანესია. მეპატრონის არჩევანია თავისი ფუმფულა მეგობარი ნატურალური საკვებით კვებოს თუ კომერციულით. დღესდღეობით ბაზარზე კომერციული საკვების დიდი არჩევანია და ძნელია აარჩიო საუკეთესო მათ შორის. კატის საკვები რამდენიმე კატეგორიად იყოფა: ეკონომ კლასი, პრემიუმი, სუპერ პრემიუმი და ჰოლისტიკი. ყიდვამდე აუცილებლად გაეცანით საკვების შემადგენელ ინგრედიენტებს. ფისოებისთვის აუცილებელია ცხოველური ცხიმები, ამიტომ საკვები 30 %-ზე მეტ მცენარეულ ცილებს არ უნდა შეიცავდეს. შემადგენლობაში ყურადღება მიაქციეთ პირველ სამ ინგრედიენტს. როგორც წესი, დაბალხარისხიანი საკვების შემადგენლობაში თავიდანვე მითითებულია მცენარეული ცხიმები, მარცვლეული და ა.შ.
ხარისხიანი საკვების ძირითადი შემადგენლობა უნდა იყოს:
-
ხორცი
-
ხორცის ფხვნილი (აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კონკრეტული ცხოველი და არა უბრალოდ ცხოველური ფხვნილი ან სუბპროდუქტები)
-
კვერცხი
-
ტაურინი- როგორც არსებითი ამინომჟავა
-
ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები, ცხიმოვანი მჟავები
ინგრედიენტები, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ:
-
სუბპროდუქტები
-
არომატიზატორები
-
შაქარი
-
საღებავები, კონსერვატები
-
გაურკვეველი წარმომავლობის ხორცისა ან/და ძვლის ფხვნილი.
გაეცანით ასევე იმ პროდუქტების სიას, რომლებიც მავნეა თქვენი კატისთვის
რა თქმა უნდა, საკვების ფასები ხარისხის მიხდვით განსხვავებულია. ყველაზე ხელმისაწვდომი ეკონომ კლასია, მაგრამ ამ ტიპის საკვები არამარტო ვერ უზრუნველყოფს ფისოს საჭირო ცილებითა და მინერალებით, არამედ მასში შემავალი ნარჩენი პროდუქტების, კონსერვატებისა და საღებავების გამო ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისათვის. ეკონომ კლასის საკვებს მიეკუთვნება: Friskies, Wiskas, Kitikat, Purina ONE, Purina Cat Chow, Felix , Perfect Fit, Darling, Kitti, Dr.Clauders, Sheba.
პრემიუმ კლასის საკვები კატისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და არც ისე ძვირი ღირს. მის შემადგენლობაში შედარებით ხარისხიანი სუბპროდუქტები შედის. ამ კლასის საკვებს მიეკუთვნება: Hills, Royal Canin, Eukanuba, Belcando, Iams, Brit, Natural Choice, Advance, Flatazor, Matisse, Happy Cat, Purina Proplan.
სუპერ პრემიუმი საკვები იდეალურია თქვენი ფუმფულა მეგობრისთვის.ჯანმრთელობისთვის საჭირო ცილები, ცხიმები, მინერალები თუ ვიტამინები კარგად არის დაბალანსებული ამ ტიპის საკვებში. სუპერ პრემიუმ კლასია: Bosch SANABELLE, ProNature Holistic, 1st Choice, Profine Adult Cat, Arden Grange, Cimiao
ჰოლიტიკ საკვები - ეს უმაღლესი დონეა და რა თქმა უნდა საუკეთესო არჩევანია, თუ კი საშუალება გაქვთ. ამ კლასს მიეკუთვნება : Holistic, Chicken Soup, Wellness, Natural & Delicious, Eagle Pack Cat Canidae, Orijen, Felidae, ANF holistic, Almo Nature, Acana, Earthborn Holistic Holistic, GO and NOW Natural, Innova, Golden Eagle (N & D).
საკვების არჩევისას , ასევე საჭიროა გაითვალისწინოთ თქვენი ფისოს ასაკი, წონა, ჯიში, ტემპერამეტი, ჯანმრთელობა და ა.შ.