რა ვაჭამოთ ზღვის გოჭს
December 7, 2017 22:58 Kate Katel

გვინეური გოჭის, იგივე ზღვის გოჭის კვება ძალიან მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისთვის. სათანადოდ შერჩეული კვების რაციონი მას მრავალ ჯანმრთელობის პრობლემას აარიდებს თავიდან.
ზღვის გოჭის ძირითად საკვებს უნდა შეადგენდეს ხარისხიანი თივა და გრანულები. ის უზრუნველყოფს გოჭის საჭმლის მომნელებელი სისტემისა და კბილების ჯანმრთელობას. თივას ხშირად მიირთმევს და ამიტომ უმჯობესია გალიაში დაუტოვოთ. სხვა საკვები მცირე რაოდენობით მიეცით და ნარჩენებისგან ყოველთვის გაათავისუფლეთ. თივა და გრანულები დღიური კვების რაციონის 75-80% უნდა წარმოადგენდეს. თივის შემდეგ, ძირითადი საკვებია მწვანილი და ბალახი, ხოლო ბოლოს ხილი და ბოსტნეული. ზღვის გოჭისთვის არ შეიძლება მარცვლეული. ყოველთვის მიეცით ახალი, საღი და გარეცხილი საკვები.
საჭმლის გარდა ზღვს გოჭისთვის აუცილებელია სუფთა წყალი, რომელიც ყოველთვის უნდა ჰქონდეს გალიაში სპეციალური ბურთულიანი ბოთლით. მისთვის აუცილებელია ასევე C ვიტამინი, რომელსაც თვითონ ვერ გამოიმუშავებენ.
შეეცადეთ მონაცვლეობით მისცეთ საკვები, რათა არ მობეზრდეთ ერთი და იგივე.
რა შეიძლება ვაჭამოთ ზღვის გოჭს ყოველდღიურად:
მწვანე სალათა
კიტრი
ბულგარული წიწაკა
სტაფილო
ქინძი
ნიახური
ოხრახუში (გარდა ორსულობის პერიოდისა)
რუკოლა
კამა
რა შეიძლება ვაჭამოთ ზღვის გოჭს კვირაში რამდენჯერმე:
პომიდორი (კანგაცლილი)
სატაცური
თალგამის ფოთლები
ბროკოლის ფოთლები (მცირე რაოდენობით)
გოგრა
ყაბაყი
ისპანახი (მცირე რაოდენობით)
რეჰანი
წიწმატი
ჯეჯილი
პიტნა
რომელი ხილი შეიძლება ვაჭამოთ ზღვის გოჭს:
ვაშლი
მსხალი
ბანანი
ფორთოხალი
მანდარინი
კივი
ატამი
გარგარი (მცირე რაოდენობით)
საზამთრო (მცირე რაოდენობით, შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა)
მოცვი
მაყვალი
მარწყვი
ჟოლო
შაქრის მაღალი შემცველობის გამო, ზღვის გოჭს ხილი კვირაში მხოლოდ 2-ჯერ უნდა მივცეთ. კარგად გარეცხილი, უკურკო ხილი პატარა ნაჭრებად დაუჭერით და ცოტ-ცოტა მიეცით.
რისი ჭამა არ შეიძლება ზღვის გოჭისთვის:
მარცვლეული
ხორბლეული
მოხარშული ბოსტნეული
გამომშრალი ხილი და ბოსტნეული(ჩირი)
ნებისმიერი სახის კომბოსტო (იწვევს შებერილობას)
კარტოფილი
მწარე წიწაკა
რევანდი
ხახვი
ნიორი
ავოკადო
ქოქოსი
სოკო
თხილეული
ხორცი (ისინი ვეგეტარიანელები არიან)
კვერცხი
თევზი
ცომეული
ტკბილეული
შოკოლადი
რძის პროდუქტები
ზღვის გოჭის მზა საკვების ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ ხარისხიანი საკვები შეიძინოთ, რომელიც არ შეიცავს მარცვლეულს, ხორბალს, სიმინდს, ჩირს. გვინეური გოჭსთვის შესაფერისი საკვები მდიდარი უნდა იყოს C ვიტამინით. საკვები აუცილებლად ზღვის გოჭის უნდა იყოს, არ გამოგადგებათ სხვა მღრღნელების ან კურდღლის საკვები, რადგან მათ ორგანიზმს განსხვავებული მოთხოვნილებები აქვთ. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ ზღვის გოჭს ძალიან მგრძნობიარე მომნელებელი სისტემა აქვს, ამიტომ ყოველი ახალი საკვები ნელ-ნელა მცირე პორციებით მიეცით.