ბლოგი / კვება

რა ვაჭამოთ ზაზუნებს

March 29, 2017 19:17 by Nika Gigashvili


ზაზუნა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შინაური ცხოველია. ისინი თითმის ყველაფერს ჭამენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა მისცეთ. არასწორმა კვებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა, დაავადება, უარეს შემთვევაში - სიკვდილი. იყიდება სპეციალური მშრალი საკვები ზაზუნებისთვის, რომელიც ყველა საჭირო ვიტამინს შეიცავს მისი ზრდისა და განვითარებისთვის. მაგრამ უკეთესი იქნება მარტო მშრალ საკვებზე არ გყავდეთ. ახალი საკვები სიფრთხილით უნდა მივცეთ ზაზუნას, მცირე დოზებით და 1-2 დღის ინტერვალით. საკვების ნარჩენები არ უნდა დარჩეს გალიაში, რადგან დაძველებულმა საკვებმა შესაძლოა მოწამლოს ზაზუნა. გარეცხილი ხილი თუ ბოსტნეული ცოტა ხნით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე და ისე მიეცით. აუცილებლად უნდა გაარკვიოთ რომელი საკვებია მისთვის უსაფრთხო ან პირიქით, მომწავლელი.

ზაზუნას კვება

 ზაზუნასთვის უსაფრთხოა:

  • ვაშლი (თესლის გარეშე)
  • ბანანი
  • მაყვალი
  • მოცვი
  • ნესვი
  • ალუბალი (კურკის გარეშ)
  • ყურძენი (კურკის გარეშე)
  • ლიჩი (ჩინური ქლიავი)
  • მანგო
  • ნესვი
  • ატამი
  • ქლიავი (კურკის გარშე)
  • ჟოლო
  • ჟოლოს ფოთლები (სასრგებლოა დიარიის დროს)
  • მარწყვი
  • სატაცური
  • ბროკოლი
  • სტაფილო (არ შეიძლება ჯუნგარული, კემპბელისა და ჩინური ზაზუნებისათვის)
  • კომბოსტო (ძალიან მცირე რაოდენობით)
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • ოხრახუში
  • კამა
  • წითელი მხალი
  • ვარდკაჭაჭა
  • სამყურა
  • კიტრი (მცირე რაოდენობით)
  • ბაბუაწვერას ფოთლები
  • მწვანე ლობიო
  • ძირთეთრა
  • სალათის ფურცლები
  • ისპანახი
  • კარტოფილი (მოხარშული)
  • ბულგარული წიწაკა
  • გოგრა
  • თალგამი
  • წყლის წიწმატი
  • ცუკინი (ყაბაყი)
  • ბარდა
  • ხორბალი
  • შვრია
  • წიწიბურა
  • ქერი
  • მზესუმზირა(მოუხალავი)
  • თხილი
  • სეზამის თესლი
  • ნესვის თესლი
  • გოგრის თესლი
  • კვერცხი (მოხარშული)
  • ყავისფერი ბრინჯი (მოხარშული)

მისთვის არ შეიძლება ტკბილი, ცხარე, მჟავე, მარილიანი და ცხიმიანი საკვების მიცემა.

--RELATED--

 ზაზუნასთვის მომწამვლელია შემდეგი საკვები:

  • ციტრუსები
  • ავოკადო
  • ვაშლის თესლი
  • ხურმა
  • ლეღვი
  • ნუში
  • რკო
  • საზამთრო
  • უმი კარტოფილი
  • ხახვი
  • მწვანე ხახვი
  • პრასი
  • პიტნა
  • ნიორი
  • სოკო
  • ლობიო
  • პომიდორი
  • ბადრიჯანი
  • არაჟანი
  • თეთრი პური
  • შავი პური
  • ძეხვი, სოსისი
  • სანელებლები
  • მწნილები
  • ჯემი და მურაბა
  • თაფლი
  • შოკოლოდი
  • ნამცხვრები, კამფეტები
  • ჩიფსები და მსგავსი საკვები

რაც შეეხება წყალს, დიდი რაოდენობით მისი მიცემა არ შეიძლება ზაზუნასთვის. ნუ ჩაუდგამთ წყალს ჯამით. მათი ამობრუნება ზაზუნების საყვარელი საქმიანობაა, რის შედეგადაც შესაძლოა ის დასველდეს და მოკვდეს. უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური წყლის ჭურჭელი.

წყალი ზაზუნისთვის

 

 ასევე, გაეცანით სტატიას კურდღლის კვების შესახებ - petario.com/kurdglis-kveba


6319 ნახვა