ბლოგი / კვება

კატები და კვება

December 16, 2017 18:27 by ლაშა შავრეშიანი


 როდესაც კნუტი აჰყავთ, ყველას დიდი სურვილი აქვს ფისო გაიზარდოს ჯანმრთელი, ლამაზი და უპრობლემო. ამ ყველაფრისთვის ერთ-ერთი, ალბათ უპირველესიც არის კვება. უპირველეს ყოვლისა თქვენი კნუტის კვების რეჟიმი უნდა იყოს დაბალანსებული, ანუ კნუტს უნდა აჭმევდეთ საათის მიხედვით, დღეში 4 ჯერ, ასევე უნდა აჭამოთ მისი ასაკისთვის განკუთვნილი ულუფა (ასაკის მატებასთან ერთად კვების რაციონმაც უნდა მოიკლოს, მაგრამ ულუფები უნდა გაიზარდოს). ეს ყველაფერი მის განვითარებაზე მნიშვნელოვნად აისახება. 

 თუ კნუტი გაიზრდება ზედმეტი წონის, ეს ბევრ პრობლემას გამოიწვევს შემდეგში. ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება არის დიაბეტი, რაც კატისთვის ხშირად ფატალურად მთავრდება და ხშირად კვდებიან. არც წონაში არ უნდა ჩამორჩეს, ესეც ბევრი გარეგანი თუ შინაგანი დაავადების გამომწვევი გახდება. 

  ხშირად კატები დამოკიდებულები არიან ხორცზე, რაც კარგი ნამდვილად არ არის. კატების კვების რაციონში უნდა შედიოდეს როგორც ცხოველური, ისე მცენარეული ნაწარმი. მხოლოდ კორმზე დამოკიდებულებაც კარგი არაა, ამიტომაც კნუტობაში ჩვენი ოთხფეხა მეგობრის კვების რაციონი მრავალფეროვანი უნდა გახდეს. 

--RELATED--

 პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ თქვენს კატებს აჭამო: 

 1. კნუტების/კატების კორმი (პრემიუმ ხარისხის, რადგან სხვა, უფრო იაფფასიანი საკვები ბევრი დაავადების გამომწვევია); 

 2. კვერცხი (კარგია ბეწვისთვის, უფრო მბზინვარე და ხარისხიანი იქნება);

 3. ქათმისა და საქონლის მოხარშული მჭლე ხორცი (როგორც მოგეხსენებათ კატებს ცხოველური პროდუქტი ძალიან უყვართ, ზრდაში უწყობს ხელს. სასურველია კვირაში ერთხელ); 

 4. დაბალ პროცენტიანი ხაჭო და მაწონი (ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას);

 5. ბოსტნეული (ხელს უწყობს ზრდაში). 

 

 თუ რაიმე გაუგებარია, კომენტარებში დატოვეთ კითხვა და აუცილებლად გიპასუხებთ. 

 

 

აქვე წაიკითხეთ როგორ შეარჩიოთ კატის მშრალი საკვები - petario.com/rogor-avarchiot-katis-sakvebi


1426 ნახვა