TOP 10 მოთხოვნადი ძაღლის ჯიში
December 24, 2017 18:56 ლაშა შავრეშიანი

1.Golden Retriever - ოქროსფერი რეტრივერი
ოქროსფერი რეტრივერი არის მიმნდობი, ჭკვიანი და ერთგული. არ გააჩნია არანაირი აგრესია, ყველა ძაღლისგან განსხვავდება თავისი შეუპოვრობით და აქვთ ბავშვებივით ხასიათი.
2. Labrador Retriever - ლაბრადორ რეტრივერი
ლაბრადორ რეტრივერი არის ერთ-ერთი მოთხოვნადი ჯიში მთელს მსოფლიოში, რაღათქმაუნდა ეს ყველაფერი მათი დამსახურებაა. ამ ძაღლის ჯიში გამოირჩევა თამაშის სიყვარულით, შეუპოვრობით, სიყვარულით, დამცველობით და სანდოობით.
3. Poodle - პუდელი
პუდელებს აქვთ განსხვავებული ბეწვის სტრუქტურა, სხვა ძაღლებთან შედარებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათ ბეწვი იშვიათად ცვივათ. პუდელები არიან ბედნიერები, ჭკვიანები და მშვიდები.
4. Irish Setter - ირლანდიური სეტერი
ირლანდიურ სეტერს აქვს მუქი ყავისფერი ბეწვი. არიან თამაშის მოყვარულები, ენერგიულები და უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა. ასევე ისინი კარგი მონადირეებიც არიან.
5. Vizsla - ვიჟლა
ვიჟლა გავრცელებული არ არის სახლისთვის, ისინი გამოირჩევიან ენერგიულობით და განკუთვნილია ენერგიული ოჯახებისთვის, სადაც მოზრდილები ცხოვრობენ.
6. Newfoundland - ნიუფაულენდი
ნიუფაულენდი სახელწოდებით ,,ბუნებისდამცველი''. ეს ჯიში მიიჩნევა ერთ-ერთ ინტელიგენტ ჯიშად მსოფლიოში. ისინი თავს გრძნობენ ბედნიერად, როდესაც ბავშვებს უვლიან. ასევე არიან კარგი დამცველები.
7. Collie - კოლი
არინ საოცრად მხიარულები. გამოირჩევიან პატრონის სიყვარულით და თავისუფლად იცხოვრებენ ბინის პირობებში.
8. Bull Terrier - ბულ ტერიერი
უსამართლოდ მიიჩნიეს აგრესიულ ცხოველად, რადგანაც ბულტერიერი სხვა ძაღლების მსგავსათ არის იდიალური კომპანიონი. არიან მოსიყვარულეები და უყვართ ბავშვებთან თამაში.
9. Beagle - ბიგლი
ბიგლი არის პატარა ზომის ძაღლი. არიან მშვიდები და იციან ოჯახის წევრების არჩევა, რომელიც განსაკუთრებით უყვარდებათ.
10. Bull Dog - ბულდოგი
გამოირჩევიან ერთგულებით, შეუპოვრობით. თუ თქვენ გყავთ ბულდოგი თავისუფლად შეგიძლიათ მარტო დატოვოთ ბავშვთან, რადგან არიან ძალიან კომუნიკაბელურები და შეუძლიათ ყოველთვის ეთამაშონ მათ.