SILVER FALCON - პირველი ვეიმარანერების საშენი საქართველოში
December 5, 2017 13:58 Kate Katel

საქართველოში რეგისტრირებული პირველი ვეიმარანერების საშენი - SILVER FALCON ოფიციალურად დარეგისტრირდა საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში (ბელგია) 2017 წლის ნოემბერში. აღნიშნული საშენის მფლობელი არის მომშენებელი არმენ არაქელიანი. მაგრამ ამ ძაღლების მოშენების ისტორია ამ მომშენებელთან 4 წელს აღემატება. ყველაფერი დაიწყო 1 ძუთი, რომელსაც ჰქვია ვუპი (WHOOPIE). დიდი ხნის განმვალობაში ვუპი ცხოვრობდა როგორც უბრალო მეგობარი და არ ქონდა მიღებული მონაწილეობა არც ერთ გამოფენაში. პირველად ვუპიმ მონაწილეობა მიიღო „ბალტო“-ს CAC კვალიფიკაციის გამოფენაზე და მოიგო ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლის ტიტული BOB, შემდეგ კი გახდა მე-7 ჯგუფის გამარჯვებული BEST IN GROUP.
ამ გამოფენის შემდეგ 2016 წელს ვუპიმ მიიღო მონაწილეობა ქ. ქუთაისის საერთაშორისო სტატუსის მქონე 2 გამოფენაზე კავალიფიკაციით CACIB, სადაც მიიღო 2 ტიტული CAC, 2 ტიტული CACIB და BOB. აღნიშნული ტიტულების შეკრების პრინციპით ვუპი გახდა საქართველოს ჩემპიონი და 2 გზის ინტერჩემპიონობის კანდიდატი.
ვუპის სულ 3 დართვა აქვს წარმოებული საქართველოს ჩემპიონთან, არტოს ვონ ლუბინგენთან (გერმანია). 2017 წლის ივლისში საშენის ფორმირებისათვის რუსეთის ფედერაციიდან ცნობილი საშენი POINT HUNT-იდან იქნა შეძენილი ლეკვი POINT HUNT MUSTANG (უგი). მისი მამა, ცნობილი Doc N` Camelot`s Heaven Can Wait, იგივე ნეში, რომელიც არის 2016 წელს მსოფლიო ჩემპიონი, 2015 წელს ევროპის ჩემპიონი, აშშ ჩემპიონი და აშშ გრანდ ჩემპიონი, ასევე მონტენეგროს, ნიდერლანდების, პოლონეთის, ლუქსემბურგის, ხორვატიისა და ბოსნია და ჰერცოგოვინას ჩემპიონი და დიდი ბრიტანეთის გამარჯვებული. ხოლო მისი დედაა ცნობილი საშენიდან, YAR HELEH HOUSE-დან DREAMBOAT, რომელიც არის ახალგაზრდა რუსეთის ჩემპიონი, რკფ-სა და ბელორუსიის ჩემპიონი.
2017 წლის სექტემბერში უგომ მიიღო მონაწილეობა სომხეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო სტატუსის მქონე 2 გამოფენაზე კავალიფიკაციით CACIB, სადაც წარმოდგენილი იყო ლეკვების (6 თვის ასაკში) კატეგორიაში და გახდა საუკეთესო ლეკვი. შეჯიბრზე BEST IN SHOW PUPPY გახდა მე-2 ადგილის გამარჯვებული! ასევე, 2017 წლის სექტემბერში საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო სტატუსის მქონე 2 გამოფენაზე კავალიფიკაციით CACIB მიიღო მონაწილეობა, სადაც პირველ დღეს გახდა BEST IN SHOW PUPPY 1 ადგილის გამარჯვებული და მეორე დღეს მე-2 ადგილის გამარჯვებული.
2017 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა საქართველოს ჩემპიონების, ვუპისა და არტოს ვონ ლუბინგენის 6 ლეკვი კარგი პოტენციალით.
საშენი მდებარეობს ქ.თბილისში, სოფელ დიღომში.
საკონტაქტო პირი არმენ არაქელიანი, ტელეფონი: 577 19 92 83
ძაღლსაშენის ფეისბუქ გვერდი SILVER FALCON WEIMARANERS - https://www.facebook.com/silverfalconweimaraners/
აქვე წაიკითხეთ რომელი ძაღლის ჯიშების დასახელებებს ამბობენ ხშირად არასწორად - petario.com/zaglis-jishebis-saxelebi-romlebic-xshirad-gveshleba