ბლოგი / ეს საინტერესოა

8 კითხვა, რომელიც უნდა დასვათ სანამ ცხოველს დაიტოვებთ




ყველამ ვიცით, რომ ცხოველის მეპატრონეები დიდი ყურადღებით არჩევენ ადამიანს, რომელსაც თავისი ფუმფულა მეგობრებს ანდობენ. იოლი არ არის პირველივე შემხვედრს დაუტოვო შენი ოჯახის წევრი.ისინი ცდილობენ რაც შეიძლება უკეთ გაიცნონ მომავალი ძიძა და ბევრ კითხვასაც სვამენ ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე.

თუ ცხოველის დატოვება გადაწყვიტეთ, მათი მეპატრონეების მსგავსად, თქვენც უნდა გქონდეთ მთელი რიგი კითხვები. არ არსებობს ორი იდენტური ხასიათისა და ქცევის ცხოველი, ამიტომ კარგად უნდა გაარკვიოთ ვის იტოვებთ. ეს, ასევე დაგეხმარებათ თქვენი ჰონორარის განსაზღვრაში.

როგორც ცხოველის ძიძა, თქვენ ვალდებული ხართ საუკეთესოდ იზრუნოთ ცხოველზე.ამისთვის კი აუცილებელია რაც შეიძლება მეტი გაიგოთ ცხოველზე, რომლის დატოვებასაც აპირებთ.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე კითხვა, რომლიც აუცილებლად უნდა დასვათ:

1. არის თუ არა ცხოველი განსაკუთრებულ კვებაზე

შინაური ცხოველების კვება

მომვლელმა აუცილებლად უნდა იცოდეს როგორ კვებაზე ჰყავდეს შინაური ცხოველი. ზოგი შესაძლოა საჭიროებდეს დიეტას ან პირიქით, წონაში მომატებას. დააზუსტეთ რომელი ფირმის რა საკვები უნდა აჭამოთ და რა რაოდენობით. საჭიროა თუ არა დამატებების მიცემა.

2. როგორ მოიქცეთ თუ ცხოველი ცუდად იქცევა

ძაღლის დასჯა

ყველა მეპატრონეს თავისი გზები აქვს ცხოველის ცუდ ყოფაქცევასთან საბრძოლველად. კითხეთ თქვენს კლიენტს ჩვეულებისამებრ რას აკეთებს, როცა მისი ოთხფეხა მეგობარი ცუდად იქცევა. არსებობს თუ არა კონკრეტული სიტყვები ან მითითებები, რომლიც უნდა გამოიყენოთ. არის თუ არა საჭირო, სახლის კონკრეტულ ნაწილში მოათავსოთ. ზუსტად განსაზღვრეთ დამოკიდებლება, რომელსაც ცხოველი მოელის.

3. როგორ დააჯილდოვოთ კარგი ქცევისთვის

katis sasusnavebi

როგორც ცუდი ქცევის შემთხვევაში, მეპატრონეებს განსაზღვრული წესები აქვთ თავიანთი ცხოველის დასაჯილდოვებლად კარგი ყოფაქცევისთვის. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ შექება, სასუსნავის მიცემა, მოფერება ან კონკრეტული სიტყვები. უნდა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ პოზიტიური განწყობისთვის.

4. არის თუ არა ცხოველი ალერგიული


ძაღლის ალერგია ბალახზე

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა გაარკვიოთ. უნდა მოარიდოთ ყველაფერს, რამაც შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ეს შეიძლება იყოს რაიმე საკვები, მცენარე, საოჯახო ქიმია. ასევე დააზუსტეთ ალერგიის შემთხვევაში რომელი მედიკამენტი მისცეთ, როგორ და რა დოზით.

5. როგორ მოიქცეთ სამედიცინო დახმარების საჭიროებისას

პირადი ვეტერინარი

ძალიან მნიშვნელოვანია მზად იყოთ დროული რეაგირებისათვის. აუცილებლად გამოართვით პირადი ვეტერინარის ნომერი ან ვეტკლინიკის, სადაც ცხოველის მიყვანას შეძლებთ.

--RELATED--

6. შეიძლება თუ არა ცხოველის მარტო დატოვება

ძაღლი მარტო

ზოგიერთი ცხოველი უპრობლემოდ რჩება მარტო, ზოგი კი არა. იკითხეთ, რამდენი ხნით შეგიძლიათ მარტო დატოვოთ სახლში, რათა შემდეგ პრობლემები არ შეგექმნათ.

7. ეშინია თუ არა რამის ცხოველს

ცხოველების შიშები

 ცხოველებს შესაძლოა ქონდეთ ფობიები. მათ შეიძლება ეშინოდეთ მტვერსასრუტის, ფენის, ჭექა-ქუხილის, რაიმე მწერის, მცენარის და ა.შ. ამიტომ იკითხეთ, რისი ეშინია ცხოველს და როგორ იქცევა ამ შემთხვევაში.

8. დამატებით თუ უნდა მიაქციოთ ყურადღება რაიმეს

კატის ქცევა

ცხოველების ქცევა ხშირად იცვლება. ამიტომ კითხეთ თქვენს კლიენტს ხო არ არის მისი ოთხფეხა მეგობარი ბოლო პერიოდში რამით განსაკუთრებით დაინტერესებული, ხომ არ ცდილობს გარეთ გასვლას კარის ან ფანჯრის გაღებისას. დააზუსტეთ რას უნდა მოელოდეთ და საით უნდა იყოს თქვენი ყურადღება მიპყრობილი.

შეგროვებული ინფორმაციის საშუალებით მეტად მომზადებული შეხვდებით შინაურ ცხოველს და უკეთ იზრუნებთ მასზე.

თუ დაინტერესებული ხართ ცხოველების დატოვების სერვისით, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ საიტზე :  petario.com

 

--RELATED--

 

ახლა კი გაიგეთ რა არის საჭირო იმისათვის, რომ საზღვარგარეთ თქვენს ფუმფულა მეგობართან ერთად წახვიდეთ.

 


4880 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...