ბლოგი / ეს საინტერესოა

2018 წლის ყველაზე უშნო ძაღლი - ინგლისური ბულდოგი სახელად ზსაზსა

July 23, 2018 06:25 by Nika Gigashvili


2018 წლის ყველაზე უშნო ძაღლის კონკურსში გამარჯვებული 9 წლის ინგლისური ბულდოგი სახელად ზსა-ზსა გახდა. კონკურსი პტალუმაში, კალიფორნიაში ჩატარდა.

ეს ყოვლწლიური ონკურსი დაიწყო როგორც უცნაური გარეგნობის მქონე ჯიშანი ძაღლების კონკურსის პაროდია, სადაც მონაწილეობას იღებდნენ იყო გრძელ ენიანი ძაღლები, უცნაურ თვალებიანი ძაღლები, უბეწვო ძაღლები და სხვა დეფექტის მქონე ძაღლები.

კონკურსის მოდელი შემდეგნაირია, ძაღლები პატრონებს გამოჰყავთ წითელ ხალიჩაზე და მათ ჟიური აფასებს, შემდეგ კი ვლინდება გამარჯვებული და ასევე სხვადასხვა ნომინაციების ლაურეატები.

--RELATED--

ამ ერთი შეხედვით სასაცილო და არასერიოზულ კონკურსს საკმაოდ საინტერესო პრიზები აქვს, მაგალითად 2018 წლის გამარჯვებულ ზსაზსას პატრონს 1500 აშშ დოლარი ხვდა წილად, სავარაუდოდ ღირდა მინესოტადან კალიფორნიაში გამგზავრებად.

ზსაზსა გამოირჩევა ძალიან გრძელი ენით, რომელიც მუდამ გადმოვარდნილი აქვს, ასევე მას ფრჩხილები შეღებილი ჰქონდა, რამაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.

ზოგადად ინგლისურ ბულდოგებზე ამბობენ, რომ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გამრავლებული ჯიშია (ანუ ინცესტის შედეგად), რის გამოც მათ ბევრი გენეტიკური დეფექტი აწუხებთ. ამ ძაღლის ჯანმრთელობა ხშირად ძალიან დიდ პრობლემებს განიცდის. აშშ-ში ინგლისური ბულდოგის ჯიშის ჯანმრთელობის ხშირი პრობლემებია: სახის ინფექციები, წვრილი ნესტოების გამო სუნთქვის პრობლემები, ენის სიგრძე და სხვა გენეტიკური ხარვეზები.

იხილეთ მონაწილეთა ფოტოები:

ushno dzagli

ushno dzaglebi

ushno dzagli

ushno dzagli

არასწორი ძაღლი

საწყალი ძაღლი

გრძელ ენიანი ძაღლი

ჩემპიონი ძაღლი

 

წყარო: www.independent.co.uk

--RELATED--

603 ნახვა