2017 წლის 10 ყველაზე პოპულარული ჯიში
June 1, 2017 09:03 Nika Gigashvili

მსოფლიოში ძაღლის უამრავი ჯიში არსებობს, რაც თითქმის ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას იპოვნოს მისთვის საყვარელი და შესაფერისი ცხოველი. პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ადრე ძაღლის არჩევისას ყურადღება მის ზომას, ხასიათსა და მოვლას ექცეოდა, ახლა კი თითქოს ამ ცხოველის როლი შეიცვალა, რაც ალბათ ცხოვრების სტილის ცვლილებითაცაა განპირობებული. ქვემოთ ჩამოთვლილია ძაღლის 10 ყველაზე პოპულარული ჯიში 2017 წლის მსოფლიო რეიტინგით:
მისი მოვლა მარტივია საცხოვებელი ბინის პირობებშიც, ის არის ალერსიანი, მეგობრული, მაგრამ ამავდროულად ეჭვიანი და მგრძნობიარე, ძალიან მარტივია მათი წყენინება. სეირნობის ხანგრძლივობას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ძველი ჩინური ჯიში, რომელიც ადრე ნახირს იცავდა და ეხმარებოდა მწყემსებს, ახლა კი მშვენივრად ადაპტირდა ქალაქის გარემოსთან. არ არის რთული მოსავლელი, არ სჭირდება ხანგრძლივი გასეირნება, მეგობრობს ბავშვებთან და არ ერჩის სხვა ცხოველებს.
ჩაუ-ჩაუსაგან სპეციალურად გამოყვანილი ჯიში, რომელიც გადასარევად გრძნობს თავს ქალაქში. ამ ჯიშის ლეკვის აყვანისას გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია მისი კარგად გაწვრთნა და აღზრდა, რათა მომავალში არ გამოიწვიოს პრობლემები.
მეგობრული, მცირე ზომის ძაღლი. მეგობრობს ბავშვებთან და უყვარს თამაში, სახლში იგი ყოველთვის ირთობს თავს. სეირნობისას მალე იღლება და ახასიათებს ხვრინვა.
ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური ჯიში, მარტივად იწვრთნება და შეუძლია განსაკუთრებული დავალებების შესრულება. მათ იყენებენ დაცვის, პოლიციისა და ჯარის შემადგენლობაში. ისინი არიან ძალიან ერთგულები, მეგობრულები და უყვართ ადამიანთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა. ბინაში მისი ყოლა ნაკლებად სასურველია, მეტად მოსწონთ სუფთა ჰაერი და ეზო.
უყვარს სირბილი, ხტუნვა და ონავრობა, მეგობრობს ბავშვებთან. ამ ჯიშის ძაღლების სავიზიტო ბარათი მოუსვენრობაა. ჯეკ-რასელ ტერიერი გამოყვანილია სანადიროდ, ის მარტივად უმკლავდება ბუნაგებსა და ხვრელებში ძებნას. ქალაქის ბინაში თავს შეზღუდულად გრძნობს, უყვარს მეტი სივრცე და აქტიური ცხოვრება. ეს ჯიში მსოფლიოს მასშტაბით მეტად პოპულარული გახდა მისი წარმომადგენელის - მაქსის წყალობით, რომელიც მაილოს როლს თამაშობს, ფილმში "ნიღაბი".
იდეალური ვარიანტი ბინაში საყოლად, სჭირდება მცირე სივრცე, არ სჭირდება ხანგრძლივი სეირნობა. თოი-თერიერი გამოყვანილია როგორც ვირთხებსა და მცირე ზომის ცხოველებზე მონადირე, მან შეინარჩუნა წინაპრების გამბედაობა და არ უშინდება მასზე რამდენჯერმე დიდ ცხოველებს.
გამოირჩევიან კეთილი ხასიათით. მათ ძალიან კარგად გამოსდით მაშველობა, მეძებრობა და უბრალოდ კომპანიონობა. ლაბრადორს ძალიან უყვარს ადამიანები, არ არის აგრესიული და მარტივად იწვრთნება. უყვარს ხანგრძლივი სეირნობა, სუფთა ჰაერი და სივრცე.
ძალიან ძლიერი და ენერგიული ძაღლია, უყვარს თამაში, მეგობრობს ადამიანებთან და არის ძალიან ჭკვიანი. ის კარგად ურთიერთობს ბავშვებთან, ამასთანავე არის ჯიუტი და სჭირდება სპეციალური წვრთნა და აღზრდა. ის არ გამოდგება სახლის მცველად, არ უყვარს დახურული სივრცე და შენობები. მისთვის ცივი გარემო და დიდი სივრცე არის იდეალური.
მას აქვს ჰიპოალერგიული ბეწვი, იდეალურად მეგობრობს ბავშვებთან, არ აქვს პრობლემა სხვა ცხოველებთან, მაგრამ სჭირდება სპეციალური ყურადღება. ეს ჯიში საკმაოდ ჭკვიანი და საზრიანია, უყვარს აქტიური დ მოძრავი თამაშები, არ სჭირდება ხანგრძლივი გასეირნება.