ბლოგი / ეს საინტერესოა

15 ძაღლის გმირობის საოცარი ამბავი




ძაღლების ერთგულების, სიყვარულისა და თავგანწირვის უამრავი მაგალითი არსებობს. ისინი ხშირად აოცებენ ადამიანებს თავიანთი უანგარო, გმირული საქციელით. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ძაღლების გმირობის 15 საინტერესო შემთხვევას:

1. სამხედრო გმირმა ლაიკამ, მიუხედავად აკ-47-ით 4 ტყვიის მიღებისა, შეძლო მოეგერიებინა და დაემორჩილებინა მეოამბოხე, რომელიც მის მწვრთნელს დაესხა თავს. ძაღლი 7 ოპერაციის შედეგად გადარჩა და დაჯილდოვდა მედლით თავისი გმირობისთვის.

gmiri laika

2. 8 თვის ლეკვმა ჯიომ ჩარლი გადაარჩინა სატვირთო მანქანის დარტყმას. მან გზიდან გადააგდო ბავშვი და თავის თავზე მიიღო დარტყმა

zaglma bavshvi gadaarchina

  1. ეს ცუგა ღამით ნახევარი საათის განმავლობაში ყეფდა და ითხოვდა გარეთ გასვლას თავის პატრონთან ერთად. გარეთ გასვლის შემდეგ შეამჩნიეს, რომ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა.

Dzagma sikvdils gadaarchina patroni

4. ძაღლმა შეძლო სიკვდილის პირას მყოფი პატრონის მდგომარეობიდან გამოყვანა. ცუგა 24 საათის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა მასთან და მხოლოდ მაშინ ადგა, როცა მისი საყვარელი მეგობარი გამოკეთდა.

dzaglis ertguleba

5. მეგი გაიპარა ღამით საშენიდან პატარა მტირალი ლეკვების საპატრონოდ.

dzagli da lekvebi

 

--RELATED--

 

6. ბრმა ძაღლმა მოლიმ გადაარჩინა 7 ადამიანი, 2 ძაღლი და 4 ფისო ხანძრიდან.

brma gmiri zagli

7. ებიმ პატარა ბენჟამინის დედას გააგებინა, რომ ბავშვი იგუდებოდა და ასე იხსნა სიკვდილისგან.

dzaglma bavshvi gadaarchina

8. ეს ფრიდაა - ყოჩაღი გოგო, რომელმაც 52 ადამიანი გადაარჩინა მექსიკის მიწისძვრის დროს.

mexikis micisvra da zagli

9. ქალმა რამდენიმე საათით ადრე იხსნა ეს პიტ ბული ეუთანაზიისაგან, ხოლო ერთ კვირაში ძაღლმა მას 4 წლის შვილი გადაურჩინა სიკვდილს. სიკეთე არ იკარგება.

pitbuli da bavshvi

10. ეს არის სემი, უკვე პენსიაზე გასული გმირი ძაღლი, რომელმაც 10 წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ბავშვის მოძებნასა და გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა პენსილვანიის შტატში.

sadziebo samsaxuris dzagli

11. ეს არის გამყოლი ძაღლი ფიგო. როგორც კი დაინახა, რომ მის ბრმა პატრონს ავტობუსი ეჯახებოდა, ფიგო გადახტა და დარტყმა თავის თავზე აიღო.

gamkoli dzaglebi

12. პიტ ბული აკაშა, რომელსაც არასდროს ჰყოლია ლეკვები, დედობას უწევს 4 კვირის კნუტს.

zagli da knuti

13. დედა ძაღლმა ხანძრიდან გამოიყვანა ახალდაბადებული ლეკვებიდა სახანძროს მანქანაში მოათავსა.

dzaglis dedobrivi instiqti

14. პიტ ბულმა ჯეკმა იხნა კატა ორი კოიოტის თავდასხმისაგან. ახლა ისინი საუკეთესო მეგობრები არიან.

dzaglis da katis megobroba

15. ლილი გადაეფარა თავის გონებადაკარგულ პატრონს და იხსნა სატვირთო მატარებლის შეჯახებისგან.

gmiri dzaglebi

 

--RELATED--

 

იცნობდეთ ასევე ძაღლებს, რომლებსაც ძეგლი დაუდგეს - Petario.com/gmiri-dzaglebi-romlebsac-zegli-daudges






7509 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...