ბლოგი / ეს საინტერესოა

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე




გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ:

  1. “კატები მხოლოდ მასთან საუბრობენ, ვისაც მოსმენა შეუძლია.” ზიგმუნდ ფროიდი
  2. “ქალი, რომელსაც არ უყვარს კატები, კაცს ვერ გააბედნიერებს.” ორჰან ფამუქი
  3. “კატას აქვს აბსოლუტური ემოციური პატიოსნება: ადამიანები ამა თუ იმ მიზეზის გამო ხშირად მალავენ თავიანთ გრძნობებს, კატები არასდროს.” ერნესტ ჰემინგუეი
  4. “ის ადამიანი, რომელსაც კატა უყვარს, ყოველგვარი გაცნობისა და თავის წარდგენის გარეშე ჩემი მეგობარია.” მარკ ტვენი
  5. “ვისურვებდი ჩემი ნაწარმოებები ისეთივე იდუმალი იყოს, როგორც კატა.” ედგარ ალან პო
  6. “კატებთან გატარებული დრო არასოდესაა უქმად დაკარგული.” ზიგმუნდ ფროიდი
  7. “კატის ყველა მფლობელმა იცის, რომ არავინ ფლობს კატას.” ელენ ბერკლი
  8. “კატა თავსატეხია, რომლის ამოხსნაც შეუძლებელია.” ჰეზელ ნიკოლსონი
  9. “ადამიანი კატასთან რომ შეგვეჯვარებინა, ეს გააუმჯობესებდა ადამიანს, მაგრამ გააუარესებდა კატას.” მარკ ტვენი
  10. “კატას შეუძლია იყოს შენი მეგობარი, მაგრამ არასოდეს - მონა.” თეოფილ გოტიე
  11. “ვინაა ნამდვილი მეგობარი? ვინც შენს კატას მოუვლის შენი წასვლის შემდეგ.” უილიამ ბეროუზი
  12. “უძველეს დროში კატას ეთაყვანებოდნენ, როგორც ღმერთს და მათ ეს არ დავიწყებიათ.” ტერი პრაჩეტი
  13. “მე უამრავ ფილოსოფოსსა და კატას შევისწავლიდი. კატების სიბრძნე უსასრულოდ აღმატებულია.” იპოლიტ ტენი
  14. “ყველაზე პატარა კატაც კი ხელოვნების ნიმუშია.” ლეონარდო და ვინჩი
  15. “კატას აქვს სილამაზე პატივმოყვარეობის გარეშე, ძალა ამპარტავნების გარეშე, გამბედაობა მრისხანების გარეშე, ადამიანის ყველა სათნოება მისი მანკიერების გარეშე.” ლორდ ბაირონი

    

აქვე წაიკითხეთ ცუგებზე:   ცნობილი გამონათქვამები ძაღლებზე

კატა და ცნობილი ადამიანები 

  ასევე დაგაინტერესებთ: 

 რა სარგებლობა მოაქვს კატას 

 


254 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...