15 ფოტო სათაურით - მე არ მყავს კატა
July 22, 2017 10:45 Nika Gigashvili

მთელი მსოფლიოს მასშტაბით კატები მრავალ საინტერესო რამეს აკეთებენ, ისინი ცნობილი არიან დამოუკიდებლობით, სურვილის შემთხვევაში განსაკუთრებული სითბოთი და დადებითი აურით. ფისოების დამოუკიდებლობა კი ხშირად საინტერესო და უცნაურ სიტუაციებს იწვევს, ისინი ხომ თავად წყვეტენ როგორ მოიქცნენ და ყველანაირად ცდილობენ ადამიანისგან მიიღონ რაც მათ სურთ. წარმოგიდგენთ 10-ზე მეტ ფაქტს კატების შესახებ, სათაურით "მე არ მყავს კატა".
1. ფოტოს ავტორმა რამდენჯერმე აჭამა მშიერ, გამხდარ კნუტს სახლის მახლობლად, 1 კვირის შემდეგ ასეთი სიტუაციაა.
2. ეს ფისო ფოტოს ავტორის ძმის ფერმაში გამოცხადდა, მან პირველსავე დღეს დიდი გავლენა მოახდინა ოჯახზე, ბავშვმა განაცხადა, რომ თუ ფისოს დაიტოვებდნენ აღარასოდეს მოუნდებოდა საახალწლო საჩუქრები. "პაპაი" ოჯახის წევრი გახდა.
3. არც ძაღლი და არც კატა არ ეკუთვნის ფოტოს ავტორს, თუმცა ისინი ყოველ დღე მისი სახლის წინ ასე წვანან.
4. მოსაწევად გააღო ფანჯარა და უცებ ასეთი რამ მოხდა.
გაიცანით ძაღლი რომელმაც შველი გადაარჩინა დახრჩობას - petario.com/gmiri-dzagli
5. როდესაც დილას სახლიდან გაასვლას აპირებ და კართან ასეთი სიტუაციაა.
6. ფოტოს ავტორს არ ჰყავს კატა, შედის სამზარეულოში და აი:
7. უკანა ეზოს კარი დარჩათ ღია, და აი ვინ გამოცხადდა საღამოს სახლში.
8. ფოტოს ავტორი: "ეს ტიპი წუხელ სახლში შემომიძვრა, მგონი ახლა მე კატა მყავს".
9. ზაფხულიდან მოყოლებული ერთი კატა შემოეჩვიათ სახლთან, რომ აცივდა გადაწყვიტეს რამდენიმე საათით, გასათბობად შეეშვათ სახლში. აი რა მოხდა დაახლოებით 1 საათში:
10. ფოტოს ავტორი: "ღამის 3 საათზე გამაღვიძა ამ არამზადამ, არ მყავს კატა. ზოგადად ასე იჩენენ ადამიანები კატებს?!"
11. ფოტოს ავტორი: "სამსახურის სატვირთო მანქანაში შემომიხტა ეს ფისო, ყველაზე მაგარი დღე მაქვს!"
12. ფოტოს ავტორი: "შევდივარ სამზარეულოში, ვხედავ ასეთ სურათს. მეც და ფისოც გაკვირვებული ვართ! მე არ მყავს ფისო!"
13. სახელოსნოში უცნაური ხმები ისმოდა ხოლმე, მათ დააყენეს კამერა და აი რა აღმოაჩინეს.
14. 7-ე სართულზე მცხოვრებს ღამე გაეღვიძა და აი რა სურათი დახვდა საძინებლის აივანზე. ეს მისი ფისო არაა!
15. ეს ფისო დაუკითხავად შევიდა მის სახლში და ასე დაიძინა მის ლოგინში. დღემდე ერთად ცხოვრობენ, მას ოუჯეი (OJ) დაარქვეს.
ბონუს ფოტო - რემონტისას შეღებეს სამზარეულო და მისაღებში გავიდნენ დასასვენებლად. ყველაფერი ნორმალურადაა, უბრალოდ მათ არ ჰყავთ ფისო: