ბლოგი / ეს საინტერესოა

15 ფოტო სათაურით - მე არ მყავს კატა




მთელი მსოფლიოს მასშტაბით კატები მრავალ საინტერესო რამეს აკეთებენ, ისინი ცნობილი არიან დამოუკიდებლობით, სურვილის შემთხვევაში განსაკუთრებული სითბოთი და დადებითი აურით. ფისოების დამოუკიდებლობა კი ხშირად საინტერესო და უცნაურ სიტუაციებს იწვევს, ისინი ხომ თავად წყვეტენ როგორ მოიქცნენ და ყველანაირად ცდილობენ ადამიანისგან მიიღონ რაც მათ სურთ. წარმოგიდგენთ 10-ზე მეტ ფაქტს კატების შესახებ, სათაურით "მე არ მყავს კატა".

1. ფოტოს ავტორმა რამდენჯერმე აჭამა მშიერ, გამხდარ კნუტს სახლის მახლობლად, 1 კვირის შემდეგ ასეთი სიტუაციაა.

მშიერი კატები

2. ეს ფისო ფოტოს ავტორის ძმის ფერმაში გამოცხადდა, მან პირველსავე დღეს დიდი გავლენა მოახდინა ოჯახზე, ბავშვმა განაცხადა, რომ თუ ფისოს დაიტოვებდნენ აღარასოდეს მოუნდებოდა საახალწლო საჩუქრები. "პაპაი" ოჯახის წევრი გახდა.

სასაცილო ფისო პაპაი 

3. არც ძაღლი და არც კატა არ ეკუთვნის ფოტოს ავტორს, თუმცა ისინი ყოველ დღე მისი სახლის წინ ასე წვანან.

ძაღლი და კატა

4. მოსაწევად გააღო ფანჯარა და უცებ ასეთი რამ მოხდა.

შავი მატრაკვეცა კატა

გაიცანით ძაღლი რომელმაც შველი გადაარჩინა დახრჩობას - petario.com/gmiri-dzagli

5. როდესაც დილას სახლიდან გაასვლას აპირებ და კართან ასეთი სიტუაციაა.

ბევრი მძინარე კატა

6. ფოტოს ავტორს არ ჰყავს კატა, შედის სამზარეულოში და აი:

კატა აბაზანაში

7. უკანა ეზოს კარი დარჩათ ღია, და აი ვინ გამოცხადდა საღამოს სახლში.

პატარა კნუტი

--RELATED--

8. ფოტოს ავტორი: "ეს ტიპი წუხელ სახლში შემომიძვრა, მგონი ახლა მე კატა მყავს".

კატა შეიფარა

9. ზაფხულიდან მოყოლებული ერთი კატა შემოეჩვიათ სახლთან, რომ აცივდა გადაწყვიტეს რამდენიმე საათით, გასათბობად შეეშვათ სახლში. აი რა მოხდა დაახლოებით 1 საათში:

მძინარე კატა

10. ფოტოს ავტორი: "ღამის 3 საათზე გამაღვიძა ამ არამზადამ, არ მყავს კატა. ზოგადად ასე იჩენენ ადამიანები კატებს?!"

ღამის კატა

11. ფოტოს ავტორი: "სამსახურის სატვირთო მანქანაში შემომიხტა ეს ფისო, ყველაზე მაგარი დღე მაქვს!"

სატვირთოში ახტა ფისო

12. ფოტოს ავტორი: "შევდივარ სამზარეულოში, ვხედავ ასეთ სურათს. მეც და ფისოც გაკვირვებული ვართ! მე არ მყავს ფისო!"

ucxo kata shemoipara

13. სახელოსნოში უცნაური ხმები ისმოდა ხოლმე, მათ დააყენეს კამერა და აი რა აღმოაჩინეს.

kata avtosaxelosnoshi

14. 7-ე სართულზე მცხოვრებს ღამე გაეღვიძა და აი რა სურათი დახვდა საძინებლის აივანზე. ეს მისი ფისო არაა!

 kata meshvide sartulze

15. ეს ფისო დაუკითხავად შევიდა მის სახლში და ასე დაიძინა მის ლოგინში. დღემდე ერთად ცხოვრობენ, მას ოუჯეი (OJ) დაარქვეს.

fiso sheipara saxlshi

ბონუს ფოტო - რემონტისას შეღებეს სამზარეულო და მისაღებში გავიდნენ დასასვენებლად. ყველაფერი ნორმალურადაა, უბრალოდ მათ არ ჰყავთ ფისო:

sagebaviani kata

 

--RELATED--

გაიცანით კატა რომელმაც შვეიცარიაში მრავალი ტურისტი გადაარჩინა - petario.com/mashveli-kata


5337 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...