15 ფილმი ძაღლებზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
November 28, 2017 21:01 Kate Katel

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს ერთგულ მეგობრებზე ბევრი ფილმია გადაღებული. ქვემოთ წარმოგიდგენთ 15 ფილმს ძაღლების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ:
1. Hachi: A Dog's Tale (ჰაჩი: ძაღლის ისტორია)
ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას, რომელიც იაპონიაში 20-იან წლებში მოხდა. მასში ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორისა და მისი ძაღლის, ჰაჩის ურთიერთობის საოცარი ისტორიაა ასახული.
2. ლომა - დავიწყებული მეგობარი
ქართული ფილმი კავკასიურ ნაგაზზე, რომელიც დიდი ქალაქის მრავალსართულიანი სახლის ბინაში გამოკეტილი თავს უბედურად გრძნობს. ბუნების ლაღი შვილი ჰკარგავს საუკეთესო თვისებებს, როდესაც მშობლიური სტიქიიდან მოწყვეტილი აღმოჩნდება. თავისუფლებას მოწყურებული ლომა სოფლისკენ გარბის.
3. Eight Below (რვანი დაბლა)
ფილმის მოქმედება ანტარქტიკაში ვითარდება. სამეცნიერო ექსპედიცია მიემგზავრება მეტეორიტის საძებნელად. მოულოდნელი შემთხვევა და ამინდის პირობები აიძულებენ მათ დატოვონ თავიანთი მარხილში შებმული ძაღლები იმ იმედით რომ უკან დაბრუნდებიან. სამწუხაროდ ექსპედიცია შეწყდება და ძაღლები ბუნებასთან მარტოდმარტო რჩებიან.
4. White God (თეთრი ღმერთი)
13 წლის ლილი შეუპოვრად ცდილობს თავისი ოთხფეხა მეგობრის, ჰაგენის დაცვას, მაგრამ ლილის მამა ძაღლს საბოლოოდ მაინც ქუჩაში აგდებს. გადარჩენისთვის მებრძოლი ჰაგენი მიხვდება, რომ ყველა ადამიანი არ არის ძაღლის მეგობარი. უპატრონოდ დარჩენილ ჰაგენს იჭერენ და სხვა ძაღლებთან ერთად თავშესაფარში მიჰყავთ.
5. Best in Show (შოუს გამარჯვებულები)
ფილმი პრესტიჟული ძაღლების გამოფენის შესახებ. მზადების პროცესში ზოგი ცოლ-ქმარი აკეთებს ყველაფერს, რათა მათი ძაღლი გახდეს გამარჯვებული. ისინი საკუთარ ოთხფეხა მეგობარს უფრო ანებივრებენ, ვიდრე მეუღლეებს.
6. White Dog (თეთრი ძაღლი)
ფილმი ძაღლის შესახებ, რომელიც გაწვრთნილი იყო შავკანიან ადამიანებზე თავდასხმისთვის. მწვრთნელები ცდილობენ მის ხელახლა აღზრდას.
7. Wendy and Lucy (ვენდი და ლუსი)
ვენდი მარტოხელა გოგონაა ინდიანადან, რომელიც გადაწყვეტს თავისი ცხოვრების შეცვლას. ის ალიასკისკენ მიემგზავრება და იმედი აქვს, რომ თევზების საკონსერვო ქარხანაში დაიწყებს მუშაობას. გზაში მისი თანამგზავრია ქუჩის ძაღლი სახელად ლუსი. ვენდი ღამის გასათევად პატარა პროვინციულ ქალაქში ჩერდება. მას წარმოდგენაც არ აქვს, რომ აქ ერთ ღამეზე გაცილებით მეტხანს შეიძლება დარჩეს.
8. My dog Skip (ჩემი ძაღლის სკიპი)
მხიარული და ერთგული ძაღლი სკიპი სრულიად შეცვლის ცხრა წლის ვილის ცხოვრებას. ტერიერი მოხიბლავს თავისი ოინებით მთელ ქალაქს – მალევე მას ქალაქის უმეტესი ნაწილი დაუმეგობრდება. თავისი ოთხფეხა მეგობრის დახმარებით ვილი თანაკლასელების პატივისცემას და სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგონას სიმპატიებს დაიმსახურებს.
9. Max (მაქსი)
ისტორია ძაღლზე, რომელიც დაეხმარა ჯარისკაცებს დაბრუნებულიყვნენ ავღანეთიდან აშშ-ში. იმის შემდეგ რაც ძაღლმა მიიღო ტრავმა, მწვრთნელმა გადაწყვიტა ის წაეყვანა სახლში.
10. Red Dog (წითელი ძაღლი)
ფილმი დაფუძნებულია ლეგენდარულ ისტორიაზე "წითელი ძაღლის" შესახებ. მან დიდი ხნის წინ პატრონი დაკარგა და ახლა ავსტრალიაში მოგზაურობს მის მოსაძებნად.
11. Fluke (ფლუკი)
ავტოავარიაში დაღუპული ახალგაზრდა ადამიანის სული ახალშობილი, მომხიბვლელი ლეკვის სხეულში ჩასახლდება. ის საკუთარ ოჯახს პოულობს და განვლილ ცხოვრებას იხსენებს... როგორც ირკვევა, ადამიანად ყოფნის დროს ყოველთვის მართალი არ იყო.
12. Marley and Me (მარლი და მე)
ფილმი გვაჩვენებს ერთი კაცის ისტორიას, სადაც ძაღლს სახელად მარლი განსაკუთრებული როლი უჭირავს. ამ ფილმის ყურებისას ალბათ ყველას აუცრემლიანდება თვალები და დაფიქრდება ჭეშმარიტი მეგობრობის შესახებ.
13. A Dog Year (ძაღლის წელი)
ჯონი მალევე ივიწყებს შუახნის ასაკის კრიზისს და მელანქოლიური მდგომარეობიდან გამოდის, როდესაც მის ცხოვრებაში ბორდერ კოლის ჯიშის ძაღლი ჩნდება.
14. Lessie (ლესი)
სანამ მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა პატარა მეშახტეთა ქალაქში ერთ ღარიბ ოჯახს მოუწია თავისი საყვარელი ძაღლი ლესსი ლორდი რედლინგისთვის მიეყიდა. მაგრამ გადასვლისას შოტლანდიის ჩრდილოეთ ნაპირზე ძაღლი გარბის ახალი მეპატრონეებისაგან. ასე იწყება დაუჯერებელი თავგადასავლები მამაცი ძაღლის სახლში დაბრუნების გზაზე.
15. Turner and Hooch (ტერნერი და ჰუჩი)
პროფესიონალი გამომძიებელი სკოტ ტერნერი ვერ იტანს უწესრიგობას. მის ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია. ჰუჩი - ყველაზე მოუსვენარი, ყველაზე უზრდელი ძაღლია, რომლის გაწვრთნაც პრაქტიკულად შეუძლებელია. არ გაუმართლებს იმ უბედურს, რომლის ხელშიც ის მოხვდება. ტერნერი გვიან მიხვდა, ვინ შემოუშვა სახლში.