ბლოგი / ეს საინტერესოა

10 ფაქტი ძაღლის შესახებ




ქვემოთ გთავაზობთ 10 ფაქტს ძაღლებზე და მათ შედარებებს ადამიანთან და სხვა ცხოველებთან.

 

  1. თქვენი ძაღლი არის 2 წლის ბავშვის გონებრივი მონაცემების მქონე.
    ძაღლი და ადამიანი დაახლოებით 2 წლის ასაკში თითქმის ერთნაირი გონებრივი მონაცემების არიან. ისინი აღიქვამენ 250-მდე სიტყვასა და ჟესტს.
     
  2. ძაღლები და კატები ერთნაირად სვამენ წყალს.
    შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს, რადგან ძაღლები საოცრად მოუხერხებლად სვამენ წყალს და გარშემო ყველაფერს წუწავენ, თუმცა ფაქტია, რომ ძაღლები კატების მსგავსად ენის წვერის მოხრით წევენ წყალს მაღლა, შემდეგ კი ენის დამრგვალებითა და სპეციალური მოძრაობის საშუალებით ყლაპავენ მას.
  3. ძაღლს აქვს დროის შეგრძნება, ასევე ძაღლს ენატრება პატრონი, როდესაც ის წასულია.
    თუ შეგიმჩნევიათ, რომ ძაღლმა იცის როდის არის ჭამის დრო, როდის უწევს მას სეირნობა და ა.შ. თქვენ მართალი ხართ. ძაღლებს აქვთ დროის შეგრძნება და ისინი ერგებიან საკუთარი პატრონის რეჟიმს. ასევე ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ძაღლებს ენატრებათ საკუთარი პატრონები და რაც მეტი დრო გადის პატრონის გარეშე, მით მეტი აღტაცებით ხვდებიან ისინი პატრონებს.

  4. ულვაშები ეხმარებიან ძაღლს სიბნელეში “დანახვაში.

    ეს არ არის სუპერ ძალა და მითუმეტეს ღამის ხედვა, თუმცა ძაღლები ულვაშების მეშვეობით ახერხებენ ჰაერში უმცირესი ცვლილებების შეგრძნებას, ამგვარად ისინი ინსტინქტურად აღიქვამენ გარემოს და დაახლოებით ხვდებიან რა ზომისა და ფორმის ობიექტები არიან მის გარშემო. ეს მათ ეხმარებათ ნადირობასა და თავდაცვაში.
  5. ძაღლებს ოფლის ჯირკვლები მხოლოდ თათებზე აქვთ.
    ძაღლის ოფლის ჯირკვლები მდებარეობს თათებზე, სასიარულო ბალიშებს შორის. ამგვარად ისინი სიცხეში სიარულისას ახერხებენ თათების გაგრილებას. რაც შეეხება ორგანიზმის ტემპერატურის დაწევას, ამისათვის ისინი ინტენსიურ სუნთქვას, ეწ. ქაქანს მიმართავენ.

    --RELATED--
  6. საშუალოდ ძაღლის კბენის ძალა შეადგენს 145კგს.
    მეცნიერებმა ჩაატარეს ცდები გერმანული ნაგაზის, ამერიკული პიტბულ ტერიერისა და როტვეილერის ჯიშს ძაღლებზე. კბენის ძალის საშუალო მაჩვენებელი 145 კილოგრამი გამოვიდა, შედარებისთვის ადამიანის ნაკბენის ძალა 54 კილოგრამს შეადგენს, თეთრი ზვიგენის 272 კილოგრამს, ხოლო ყველაზე ძლიერი კი ნიანგს აქვს 1130 კილოგრამის ოდენობით.
    ძაღლს ასევე ადამიანზე 10-ით მეტი კბილი აქვს, ჯამში 42.

  7. წლის ძაღლი ორგანიზმის მოწიფულობით 15 წლის ადამიანს უტოლდება.
    რათქმაუნდა ეს მონაცემი ჯიშების მიხედვით ვარირებს, დიდი ძაღლები უფრო სწრაფად “ბერდებიან” ვიდრე პატარა ჯიშები. უფრო კონკრეტულად ინფორმაცია იხილეთ ძაღლის ასაკის კალკულატორზე..
  8. ძაღლის მიერ სუნის აღქმა 1,000დან 10,000,000-მდე აღემატება ადამიანისას.
    ჯიშიდან გამომდინარე ძაღლს აქვს 125 მილიონიდან 300 მილიონამდე სუნის რეცეპტორი, ადამიანს კი მხოლოდ 5 მილიონი აქვს, ასევე ძაღლის ტვინის ის ნაწილი, რომელიც სუნს ამუშავებს არის 40ჯერ უფრო დიდი ვიდრე ადამიანის, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძაღლის ტვინი ბევრად პატარაა ადამიანის ტვინთან შედარებით.
  9. ძაღლებს ადამიანზე 4ჯერ ძლიერი სმენა აქვთ.
    ძაღლები იბადებიან ყრუდ, თუმცა მათი სმენა საკმაოდ მალე სჯობნის ადამიანის სმენას. ძაღლებს გარდა უკეთესი სმენისა, ასევე მეტი სიხშირის აღქმა შეუძლიათ. ძაღლის სმენა 67 ჰერციდან 45000 ჰერცამდე სიხშირეს აღიქვამს, ადამიანისა კი მხოლოდ 64-დან 23000-მდე.
  10. ძაღლებს შეუძლიათ ადამიანის გრძნობების ყნოსვით გაგება.
    ძაღლები უმცირეს ცვილილებებსაც კი ამჩნევენ თქვენს სუნში, შესაბამისად ხვდებიან თუ როგორ გრძნობთ თავს. ისინი ასევე გრძნობენ სხვადასხვა დაავადებას, ნერვიულობასა და ქალის ფეხმძიმობასაც კი.

ვიმედოვნებ დაგაინტერესათ ამ სტატიამ. იმისათვის, რომ უკეთ ვუპასუხოთ თქვენს კითხვებს მოგვწერეთ ჩვენს FB გვერდზე: https://www.facebook.com/petario.ge/

--RELATED--

 

წყარო: cesarsway.com


5383 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...