ბლოგი / ეს საინტერესოა

10 საინტერესო ფაქტი ძაღლების შესახებ




 1. ძაღლების ყნოსვის ცენტრი 40-ჯერ დიდია თქვენსაზე

ძაღლის ყნოსვა

ძაღლს ათასჯერ უკეთ შეუძლია ყნოსვა, ვიდრე ადამიანს. მაგალითად, ადამიანს ცხვირში დაახლოებით 5 მილიონი რეცეპტორი აქვს, მაშინ როცა ტაქსას - 125 მლნ. ძაღლების ამ უნარს წარმატებით იყენებენ სამძებრო სამუშაოებისას, წამლების, გვამების, ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოსაჩენად და სხვ.

2. არ არსებობს ორი ერთნაირი ცხვირის მქონე  ძაღლი

ძაღლის ცხვირის ანაბეჭდი

ძაღლის ცხვირი, ისევე როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი, უნიკალურია. ყველა მათგანს განსხვავებული ხაზები და რგოლები აქვს.

3. ძაღლებიც ხედავენ სიზმრებს

ძაღლი და სიზმარი

თუ ოდესმე შეგინიშნავთ, რომ თქვენი ძაღლი ძილში კრთის, ის შესაძლოა ამ დროს სიზმარს ხედავდეს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს , რომ ძაღლებს ადამიანების მსგავსი ტვინის აქტივობა ახასიათებთ ძილის დროს. მცირე ზომის ჯიშის ძაღლები უფრო ხშირად ხედავენ სიზმრებს, ვიდრე დიდები.

4. ძაღლის ინტელექტი 2  წლის ბავშვის ინტელექტს უტოლდება

ძაღლის ინტელექტი

გამოკვლევეის თანახმად, ორ წლამდე ბავში და ძაღლი გონებრივად თითქმის თანასწორები არიან. ადამიანის მეგობარს შეუძლია თვლა, 150-მდე სიტყვის გარჩევა. მათ შეუძლიათ სხვადასხვა ხერხით მიიღონ სასურველი რამ ადამიანისგან  ან სხვა ძაღლისგან. ინტელექტი განსხვავებულია სხვადასხვა ჯიშებში. ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიშად მიჩნეულია ბორდერ კოლი.

--RELATED--

5. ძაღლის კუდის ქიცინს თავისი ენა აქვს

ძაღლის კუდი

არსებობს მოსაზრება, რომ თუ თქვენი ძაღლი კუდს აქიცინებს, მას თქვენი დანახვა უხარია. თუმცა სულაც არაა აუცილებელი ასე იყოს. მთავარი აქ მიმართულებაა. თუ ძაღლი კუდს მარჯვნივ აქნევს, ესე იგი ის გახარებულია, ხოლო თუ მარცხნივ - შეშინებული. თუ დაბლა აქნევს კუდს ის დაუცველად გრძნობს თავს.

6. ლეკვები ბრმები და ყრუები იბადებიან

ახალდაბადებული ლეკვი

ახალდაბადებული ლეკვები ჯერ კიდევ განვითარების პროცესში არიან, ასე რომ, მათი თვალები და ყურები დახშულია. მათი უმეტესობა ორი კვირის შემდეგ ახელს თვალებს და რეაგირებს ხმაურზე.

7. ძაღლებს საოფლე ჯირკვლები მხოლოთ თათებზე აქვთ

zaglis tatebi

თუ კი ადამიანს საოფლე ჯირკვლები მთელ სხულზე არათანაბრად აქვს განლაგებული, ძაღლებს მხოლოთ თათებზე აქვთ. სხეულის ტემპერატურის რეგულაციას კი ენის საშუალებით ახერხებენ.

8. ძაღლები მარტო ხორცს არ ჭამენ

zagli da bostneuli

ძაღლი შეიძლება იკვებებოდეს არა მარტო ხორცით, არამედ მარცვლეულით და ბოსტნეულითაც.

9. ძაღლებს უკეთ ესმით, ვიდრე ადამიანებს

zaglis smena

ძაღლებს არა მარტო ყნოსვა აქვთ განვითარებული ადამიანზე უკეთ, არამედ სმენაც. მათ დაახლოებით ოთხჯერ მეტ მანძილზე შეუძლიათ გაიგონონ ხმა .

10. ძაღლების უმეტესობას არ უყვართ ჩახუტება

dzagli da chaxuteba

თუ ადამიანისთვის ჩახუტება სითბოსა და სიყვარულის გამომხატველია, ძაღლები ამას სულ სხვანაირად იღებენ. ისინი არაკომფორტულად გრძნობენ თავს ჩახუტების დროს და შეიძლება აღიქვან, რომ ამით მათზე დომინირებას გამოხატავთ. ამიტომ, კარგად დააკვირდით თქვენი ძაღლის სხეულის ენას ჩახუტებისას და ზედმეტად ნუ დაძაბავთ მათ.

 

 

10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში - petario.com/kvelaze-chkviani-dzaglebi


9376 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...