ბლოგი / ეს საინტერესოა

10 საბავშვო ფილმი ცხოველების შესახებ რომელიც უნდა ნახოთ




ქვემოთ გაგაცნობთ 10 ფილმს ცხოველების შესახებ, რომლებიც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ნახოთ :))

10. შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება

მაქსის პატრონს სახლში ახალი ოთხფეხა მეგობარი მოყავს, და სწორედ ამ დროს მაქსი გადაწყვეტს აჩვენოს ყველას თუ ვინ არის ბოსი... შემდეგ კი სიტუაცია ვითარდება ქალაქში, როდესა ცხოველებს წარმოდგენაც კი არ აქვთ როგორ დაბრუნდნენ სახლში, თავგადასავლის განმავლობაში კი ეს საყვარელი არსებები დიდებსა და პატარებს დიდი დოზით სიცილს ანიჭებენ.

 

9. მარლი და მე

ფილმი გვაჩვენებს ერთი კაცის ისტორიას, სადაც ძაღლს სახელად მარლი განსაკუთრებული როლი უჭირავს. ამ ფილმის ყურებისას ალბათ ყველას აუცრემლიანდება თვალები და დაფიქრდება ჭეშმარიტი მეგობრობის შესახებ.

 

8. არისტოკატები 

ფილმი მოგვითხრობს კნუტების შესახებ, რომლებსაც პატრონმა უანდერძა მთელი ქონება, თუმცა ბოროტ ყასაბს სურს ხელში ჩაიგდოს მათი ქონება. ამ ფილმის ყურებისას არა მხოლოდ ბავშვები გაერთობიან და დაიწყებენ სიმღერას "ყველას სურს იყოს კატა - everybody wants to be a cat", მშობლებიც დიდად ისიამოვნებენ და მოიგონებენ ბავშვობას.

 

7. ფლიპერი

1960 წლის ფილმი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო მაშინ. მოგვითხრობს ისტორიას თუ როგორ გადაარჩინა ფლორიდელმა ბიჭმა დაშავებული დელფინი, რის შემდეგაც ისინი ახლო მეგობრებად იქცნენ. ბიჭის მამა კი მეთევზეა და არ მოსწონს, რომ დელფინი სახელად ფლიპერი კონკურენციას უწევს თევზჭერაში. ბიჭის მისიაა გადაარწმუნოს მამა და მიიღოს ნებართვა, რომ მოუაროს ფლიპერს და დაიტოვოს ახლოს მდებარე წყლებში.

 

6. გაათავისუფლე ვილი

მეამბოხე ბიჭისა და დატყვევებული ვეშაპის უჩვეულო მეგობრობის ისტორია. ფილმი რომელიც მეგობრულ ღირებულებებს გვასწავლის.

 

5. მოხუცი იელერი

ფილმი მოგვითხრობს ბავშვებისა და სიმინდის ყანაში ნაპოვნი ძაღლის მეგობრობის შესახებ. ფილმი გადაღებულია 50-ანი წლების ტეხასში.

 

--RELATED--

 

4. ბალტო

ფილმი მოგვითხობს ალიასკურ ისტორიას, სადაც დიფტერიით დაავადებული გოგონას გადარჩენა მხოლოდ მარხილის ძაღლებს შეუძლიათ. გამორჩეულად ძლიერი ძაღლები ვერ უმკლავდებიან გამოწვევას, თუმცა გამოჩნდება ბალტო - გარიყული და დაუფასებელი ძაღლი, რომელიც გადაწყვეტს ნებისმიერ ფასად გადაარჩინოს პატარა გოგონა.

 

3. მოგზაურობა სახლისაკენ, დაუჯერებელი თავგადასავალი

დისნეის ფილმი მოგვითხრობს შინაური ცხოველების სახლში დაბრუნების შესახებ, რომელიც დიდი ხიფათითაა აღსავსე.

 

2. ლედი და მაწანწალა

ლედი შინაური ძაღლია, რომელიც ოთხფეხათა სამყაროში მაღალი წრის წარმომადგენელად ითვლება, მაწანწალა კი უპატრონო ძაღლია. ამ ორ არსებას ერთმანეთი უყვარდება, აუცილებლად უყურეთ ფილმს, ის ნამდვილი ღირებულებების კარგი მაგალითია.

 

1. 101 დალმატინელი

ისტორია დალმატინელთა ოჯახისა და ბოროტი, მდიდარი ქალბატონის შესახებ, რომელსაც სურს რომ დალმატინელის ჯიშის ლეკვების ტყავისაგან ქურქი შეიკეროს. ისტორია გვაჩვენებს თუ როგორ ებრძვის ნაკლები ძალაუფლებისა და შესაძლებლობების მქონე ძაღლთა გუნდი გავლენიან ქალბატონს.

 

იმედია მოგეწონათ ეს ათეული, ახლა კი გთავაზობთ გაეცნოთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და მდიდარი ცხოველების ოცეულს: https://petario.com/posts/ეს-საინტერესოა/მსოფლიოს-20-ყველაზე-ცნობილი-და-მდიდარი-შინაური-ცხოველი/78


12324 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...