10 ნიშანი რომ თქვენს ფისოს უყვარხართ
June 10, 2017 18:00 Nika Gigashvili

ბევრი ამბობს, რომ კატებს მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ, რომ კატებს ადამიანები არ აინტერესებენ, რომ კატები ადამიანებს მონებად აღიქვამენ, თუმცა ჩვენი გუნდი ამ აზრს არ ეთანხმება. პირადად ჩვენი ფისოები სახლში მისვლისას სიხარულით გვეგებებიან, დაძახებისას ყურადღებას გვაქცევენ და ასევე სიამოვნებით გვეთამაშებიან. ამ ფუმფულა არსებებს შეუძლიათ უზომო სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა, ისინი ხომ საუკეთესო ანტიდეპრესანტები არიან, შეუძლიათ ნებისმიერი სტრესის მქონე ადამიანის დამშვიდება და გუნების გამოკეთება.
გადავწყვიტეთ გაჩვენოთ 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს კატას ნამდვილად უყვარხართ, მაშ ასე:
10. კატას მოაქვს საჩუქარი
მიუხედავად იმისა, რომ ფისოები უკვე საკმაოდ მოშინაურებულები არიან, მათი მონადირის ინსტინქტი ჯერ ისევ უძლიერესია, ხოლო თუ თქვენი კატა ნანადირევს (ეს შეიძლება იყოს სათამაშო ან ნამდვილი ნანადირევიც კი, ფრინველების, მღრღნელებისა და სხვა მცირე ცხოველებისა თუ მწერების სახით) თქვენ მოგართმევთ ეს უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოეფერეთ და გამოხატეთ მადლიერება
9. კატას თქვენთან სძინავს
ფისოებს უყვართ ძილი, განსაკუთრებით თბილ ადგილას, თუმცა თუ იგი თქვენთან და განსაკუთრებით თქვენზე იძინებს არ ნიშნავს იმას, რომ ამას თქვენი თბილი სხეულის გამო აკეთებს. კატისთვის ძილი განსაკუთრებული პროცესია, როდესაც კარგად ესმის, რომ ყველაზე დაუცველია, შესაბამისად მხოლოდ იქ იძინებს სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ასე რომ , თუ თქვენს ფისოს თქვენთან ძილი უყვარს, ის ამით სრულ ნდობას გამოხატავს, რაც სიყვარულის მანიშებელია.
8. თვალების ნელი დახამხამება კატის მიერ
კატებისთვის თვალებში ყურება ნდობისა და სითბოს გამოხატულებაა. ისინი დიდი ხნით უყურებენ თვალებში მხოლოდ მათ ვინც უყვართ და ენდობიან, ხოლო თუ ამ დროს ისინი თვალებს ნელა ახამხამებენ ეს მათი დიდი სიყვარულის გამოხატულებაა.
7. თათებით მასირება კატის მიერ
თათებით მასირება კატებში ჩამოყალიბებულია მათი კნუტობის პერიოდიდან, როდესაც ამ გზით ისინი დედას ეხმარებოდნენ რძის გამოყოფაში და ამ დროს ისინი ძალიან ბედნიერი იყვნენ. როდესაც კატა იზრდება მის ინსტინქტებში ჩარჩენილია ბედნიერებისას თათების მასირება, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ფისო "მასაჟს" გიკეთებთ ის ამ დროს უბედნიერესია.
6. ლოკვა კატის მიერ
ამ პუნქტს არ სჭირდება ბევრი ახსნა, უბრალოდ უყურეთ ვიდეოს :))
გაიგეთ ყველაფერი კატის აცრის შესახებ, კატის აცრა ხომ ძალიან მნიშვნელოვანია.
5. კატის მიერ მუცლით მაღლა წოლა
როდესაც ფისო თქვენს წინ წვება და იწყებს კოტრიალს რათა მიიქციოს ყურადღება, ისე რომ მუცელი ზემოთ ჰქონდეს, ეს დაცულობისა და ნდობის გამოხატულებაა. კატებისთვის დაცულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ დროს აუცილებლად მოეფერეთ თქვენს ფუმფულა მეგობარს, რათა დაუფასოთ სიყვარული და ნდობა, რომლითაც ის თქვენ გაჯილდოვებთ.
4. კუდის ბოლო ნაწილის მოძრაობა
კატის კუდი საკმაოდ მრავლის მთქმელია მისი განწყობის შესახებ, როდესაც ისინი თამაშობენ და აგროვებენ ენერგიას, ცდილობენ მისგან გათავისუფლებას კუდის მეშვეობით. როდესაც ისინი უარყოფით ენერგეტიკას შეიგრძნობენ ასევე კუდის გავლით ცდილობენ მის მოშორებას და აქნევენ ინტენსიურად. თუმცა როდესაც ისინი სიყვარულსა და სითბოს გრძნობენ ამ დროს ცდილობენ გამოხატონ ეს გრძნობა კუდის ბოლოს ოდნავი რხევით, რათა შეინარჩუნონ ეს ენერგეტიკა.
3. სიყვარულის კბენა
ეს ფაქტი ალბათ ყველამ კარგად იცით. კატა მონადირე ცხოველია, რომელსაც საკმაოდ მწარე და მტკივნეული კბენის უნარი აქვს, თუმცა როდესაც ის სიყვარულით კბენთ, ცდილობს გადმოგცეთ თუ რამდენად აღფრთოვანებულია თქვენით... ასე რომ არ იყოს, გვერწმუნეთ ისინი არა მხოლოდ თქვენს ტკენას, არამედ კანის დაზიანებასაც მარტივად მოახერხებდნენ.
2. ხმამაღალი კრუტუნი
კატები მრავალი მიზეზის გამო კრუტუნებენ, თუმცა მათ შორის ერთი ბედნიერებისა და სიყვარულის გამომხატველია ! დიახ აი სწორედ ეს, რომელსაც ახლა ფიქრობთ, როდესაც იგი მთელი ტანით კრუტუნებს, ხმამაღლა და განაბული თვალებით.
1. თავის მოდება
როდესაც თქვენი ფისო შუბლით გეხახუნებათ, გეჯახებათ და მოკლედ ცდილობს მაქსიმალურად შეგეხოთ თავით, ეს სითბოსა და სიყვარულის უდიდესი გამოხატულებაა. ამ დროს კატა გამოყოფს სპეციალურ ფერომონებს, რაც მათთვის ბედნიერების მანიშნებელია. აუცილებლად დააჯილდოვეთ ფისო მოფერებით, როდესაც ის შუბლით დაგეჯახებათ :))
ახლა კი გაეცანით კატების ყველაზე ერთგულ ჯიშებს.