ბლოგი / ეს საინტერესოა

ჯენიფერ ლორენსი - "რომ შემეძლოს რამენაირად ჩავისახო პიპპი და გავაჩინო, ამას აუცილებლად ვიზამდი!"




მსოფლიოში დიდი უთანხმოებაა მშობლებსა და ცხოველების პატრონებს შორის, რომლებიც თვლიან რომ ბავშვისა და შინაური ცხოველის აღზრდას შორის არ არის არანაირი სხვაობა და საკმაოდ ღიზიანდებიან, როდესაც ვინმე საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობს. ამ ორი ჯგუფიდან რომელს მიეკუთვნება პოპულარული მსახიობი ჯენიფერ ლორენსი საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, ის ხომ პიპპი ლორენს სტოკინგის პატრონია, რომელიც ასევე საკმაოდ ცნობილია და საკუთარი თვითერის პროფილიც კი აქვს.

Дженнифер Лоренс и ее собачка

 

Vanity Fair-თან ინტერვიუში ჯენიფერმა მკითხველს გული გადაუშალა და თავისი ცხოვრების ფარულ დეტალებს ახადა ფარდა, ჟურნალისტს მან მოუთხრო მისი და ემა სტოუნის მეგობრობის შესახებ (მსახიობები მუდმივად "ემესიჯებიან" ერთმანეთს), ასევე ფილმი "მგზავრებისა" და კრის პრეტის შესახებ, რომელიც როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ დილის მერცხალი აღმოჩნდა და მისი დღე ყოველთვის ძალიან ადრიანად იწყება. ამავე ინტერვიუში ჯენიფერი საუბრობს მისი და მისი ძაღლის უცნაურ ურთიერთობაზე, რასაც ზოგადად უცნაურობა სრულიად ახალ დონეზე გადაყავს.

გასულ ზამთარს, ჯენიფერის დედამ მსახიობის ძაღლის ნახატი ახალ ზელანდიაში, ვარსკვლავის 14 წლის ფანს შეუკვეთა. თავიდან მსახიობი ნახატს სახლში მხოლოდ დედამისის სტუმრობისას ჰკიდებდა, თუმცა როგორც თავად ამბობს მნიშვნელოვანი რამ გააცნობიერა: "ჯანდაბა, მე ვარ ადამიანი რომელსაც საკუთარი ძაღლის აკრილის ნახატი აქვს !", რის შემდეგაც პიპპის პორტრეტი ჯენიფერის მისაღებში, ბუხრის თავზე ჰკიდია.

ჯენიფერი აღფრთოვანებულია საკუთარი ოთხფეხა მეგობრით, თუმცა მათი ურთიერთობა ცოტა უცნაურია, თავად შეაფასეთ:

--RELATED--

ჯენიფერ ლორენსი - "მე ჩემი ძაღლის საკმაოდ ნერვიული დედა ვარ, რაც მგონი ცოტა სამარცხვინოა. ისე რომ შემძლებოდა პიპპი რამენაირად ჩამესახა ჩემში და გამეჩინა, მე ამას აუცილებლად გავაკეთებდი!"

Дженнифер Лоренс бегает с собакой

 

Дженнифер и Пиппи Лоренс

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჯენიფერის სხვა ინტერვიუ პიპპის შესახებ :

 

 

გაიცანით აქვე, ტეილორ სვიფტის საყვარელი კატები - petario.com/rogor-cxovroben-taylor-swiftis-katebi


3787 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...