ძაღლი, რომელიც ავტობუსით მგზავრობს
June 21, 2017 16:31 Eka Fisrt

ლაბრადორისა და მასტიფის ნაჯვარი შავი ძაღლი, სახელად ეკლიფსი სიეტლის ყველაზე ცნობილი ძაღლია. ის ყოველდღე ავტობუსში ადის, ჯდება როგორც ადამიანი და მახლობელ პარკში მიდის. მას ყველა ავტობუსის მძღოლი იცნობს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთხელ ერთხელ თავის პატრონთან ჯეფ იანგთან ერთად იყო ავტობუსის გაჩერებაზე. ჯეფი სიგარეტის მოწევით იყო დაკავებული და დააგვიანა ავტობუსში ასვლა. ეკლიფსმა კი გადაწყვიტა მარტო წასულიყო პარკში. მან ზუსტად იცოდა სად უნდა ჩასულიყო. ამ დღის შემდეგ ეკლიფსი ხშირად ადის მარტო ავტობუსში, სამგზავრო ბარათიც კი აქვს საყელურზე მიმაგრებული, მშვიდად ზის 3-4 გაჩერებაზე და შემდეგ ჩადის თავის საყვარელ პარკში. პატრონმაც იცის სად მოძებნოს თავისი ჭკვიანი ოთხფეხა მეგობარი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოფიცერი მიიჩნევს ძაღლი საბმელით უნდა დადიოდეს, სიეტლის სატრანსპორტო დეპარტამენტის მიერ ნებადართულია ძაღლის ასვლა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლის მეთვალყურეობის ქვეშ. რადგან ეკლიფსი სრულიად უწყინარია და მგზავრების მხოლოდ ღიმილსა და კეთილგანწყობას იმსახურებს, მძღოლებიც სიხარულით რთავენ მას მგზავრობის ნებას.