ბლოგი / ეს საინტერესოა

ძაღლის ჯიშები: ინგლისური კოკერ სპანიელი




ინგლისური კოკერ სპანიელი საშუალო ზომის, გრძელ ყურებიანი, მხიარული ხასიათის ძაღლია, რომელსაც ტყის ქათამზე და სხვა ფრინველებზე სანადიროდ იყენებდნენ ინგლისში. მას ხშირად უბრალოდ კოკერ სპანიელს ან კოკერსაც უწოდებენ. კოკერ სპანიელი შესანიშნავი კომპანიონია ადამაინისთვის და საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში და მთელ მსოფლიოში.

ინგლისური კოკერ სპანიელი

ჯიშის ზოგადი დახასიათება

წარმოშობის ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

დანიშნულება: ნადირობა (ფრინველებზე)

წონა: ხვადი 14-15კგ; ძუ 12-14კგ

სიმაღლე: ხვადი 39-41სმ; ძუ 38-40სმ

ლეკვების რაოდენობა: 2-8 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი

ინგლისური კოკერ სპანიელი საშუალო ზომის, პროპორციული, საკმაოდ აქტიური ძაღლია, შესამაბისად მას კარგად განვითარებული კუნთები აქვს. კოკერის შეფერილობა შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, მაგ. ჩალისფერი, ოქროსფერი, წითური, ღვიძლისფერი, ყავისფერი, შავი, ასევე შესაძლებელია იყოს ორფეროვანი, სამფეროვანი, ლაქებიანი ან წინწკლებიანი. მისი ბეწვი საშუალო სიგრძის, სქელი, აბრეშუმისებრი, უმეტესად სწორი და დაწვენილია, უფრო ტალღოვანი ან ხვეული ყურებსა და ფეხებზე. კოკერ სპანიელს გრძელი და ვიწრო თავი აქვს, ყურები - გრძელი და დავარდნილი, თვალები - თაფლისფერი, ოვალური ფორმის. მისი ცხვირი უმეტესად შავი ფერისაა, თუმცა ღია ან ჭრელი შეფერილობის ძაღლებში შეიძლება იყოს ყავისფერი. სადაც აკრძალული არ არის, კოკერს ძირითადად აჭრიან კუდის ⅖ -ს.

კოკერ სპანიელი

ადაპტაცია
⭐⭐⭐⭐⭐
გაწვრთნადი
⭐⭐⭐⭐⭐
ადამიანზე მიჯაჭვულობა
⭐⭐⭐⭐⭐
ვარჯიშის საჭიროება
⭐⭐⭐⭐
სოციალიზაცია
⭐⭐⭐⭐⭐
გრუმინგი
⭐⭐⭐⭐
ყეფის ტენდეცია
⭐⭐⭐
ბეწვის ცვენა
⭐⭐⭐
მოგობრობა კატებთან
⭐⭐⭐⭐
ჯანმრთელობა
⭐⭐⭐⭐
მეგობრობა ბავშვებთან
⭐⭐⭐⭐⭐
ინტელექტი
⭐⭐⭐⭐⭐
მეგობრობა ძაღლებთან
⭐⭐⭐⭐⭐
თამაშის სიყვარული
⭐⭐⭐⭐⭐
მეგობრობა უცხოებთან
⭐⭐⭐⭐⭐
ტერიტორიალური
⭐⭐⭐
ბინაში ცხოვრება
⭐⭐⭐⭐⭐
მოდარაჯე
⭐⭐⭐

ისტორია

სპანიელების წარმოშობის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისინი ისტორიაში პირველად მე-14 საუკუნეში გვხვდება. ზოგი თვლის, რომ დასახელება მათ ესპანურ წარმომავლობაზე მეტყველებს. თავდაპირველად, სპანიელად იწოდებოდა ყველა ამ კატეგორიის ძაღლი, მიუხედავად მისი ზომის, აღნაგობის თუ დანიშნულებისა. სპანიელების დაყოფა მე-19 საუკუნეში მოხდა. კოკერ სპანიელის სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი ითვლება. ინგლისში სპანიელები იყოფოდნენ ხმელეთისა და წყლის სპანიელებად. კოკერ სპანიელი მიეკუთვნება ხმელეთის სპანიელს და მას ძირითადად ტყის ქათამზე (ინგ. woodcock)  სანადიროდ იყენებდნენ, მისი დასახელებაც (ინგ. cocker) აქედან მოდის.  თანამედროვე კოკერ სპანიელის წინაპრად მიჩნეულია სასექს სპანიელისა და ფილდ სპანიელის ნაჯვარი ძაღლი, სახელად ობო. კოკერ სპანიელის დამოუკიდებელ ჯიშად აღიარება 1892 წელს მოხდა, ხოლო ინგლისური კოკერ სპანიელი და ამერიკული კოკერ სპანიელი შედარებით გვიან, 1946 წელს აღიარეს ოფიციალურად სხვადასხვა ჯიშებად.

--RELATED--

ხასიათი

მხიარული და მოსიყვარულე კოკერ სპანიელი, ასევე ძალიან ერთგული და ჭკვიანი ძაღლია. ის კეთილი და მეგობრულია, როგორც ადამიანების, ისევე სხვა ცხოველების, მათ შორის კატებისა და ფრინველების მიმართაც. ინგლისური კოკერ სპანიელი შესანიშნავი კომპანიონია ოჯახის ნებისმიერი ასაკის წევრისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კოკერ სპანიელი სანადიროდ გამოიყვანეს და ეს თვისება ახლაც საკმაოდ კარგად აქვთ განვითრებული, ისინი დრესდღეობით უფრო საოჯახო და კომპანიონ ძაღლებად იქცენენ. შესანიშნავი ყნოსვის წყალობით მათ ასევე იყენებენ სამძებრო სამუშაოებისთვის.

ეს ჯიში საკამოდ იოლი გასაწვრთნელია, კარგად ითვისებს ყველაფერს. თუმცა როგორც ყველა ძაღლისთვის, კოკერ სპანიელისთვისაც მნიშვნელოვანია ადრეული სოციალიზაცია. საჭიროა ლეკვობიდან შევაჩვიოთ ადამიანებს, ცხოველებს, ფრინველებს, ქუჩას, ხმაურს და ა.შ. სახლში მიყვანის დღიდან დაიწყეთ მისი გაწვრთნა. მათი ერთ-ერთი პრობლემა ხშირად არის ყეფა, რასაც ადრეული ასაკიდან უნდა მიაქციოთ ყურადღება. ინგლისურ კოკერ სპანიელს ძალიან მგრძნობიარე ბუნება აქვს, ამიტომ გვიანი ან არასათანადო სოციალიზაციის პირობებში შესაძლოა ზოგჯერ აგრესია გამოავლინოს. დიდი ხმაური და უხეში მოპყრობა ძალიან ცუდად მოქმედებს მათზე.

კოკერი თავისი მეგობრული თვისების გამო დამცველ ძაღლად არ გამოდგება, თუმცა უცნობების მოახლოებას ყეფით გამცნობს.

ინგლისურ კოკერ სპანიელს ძალიან უყვარს თამაში და სირბილი. ის ძალიან ენერგიული და აქტიურია, ამიტომ ხშირად უნდა ავარჯიშოთ.

კოკერ სპანიელს არ უყვარს მარტო ყოფნა, მისი საყვარელი საქმიანობა ოჯახის წევრების გარემოცვაში ყოფნაა. მათ განსაკუთრებით უყვართ ის ადამიანი, რომელიც კვებავს. ასევე, თუკი კოკერის წახალისება გინდათ, მიეცით სასუსნავები და ის ენთუზიაზმით შეასრულებს დავალებებს.

ინგლისური კოკერი

მოვლა

მხიარულ და ენერგიულ კოკერ სპანიელს ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. ის კარგად ეგუება ბინის პირობებს, თუმცა საკამრისი სივრცე უნდა ჰქონდეს სათამაშოდ. ასევე, როგორც აღვნიშნეთ, მას არ უყვარს მარტო ყოფნა. ამიტომ თუ ამ ჯიშის აყვანას გადაწყვეტთ, მზად უნდა იყოთ მასთან დიდი დროის გასატარებლად.

ინგლისური კოკერ სპანიელის ბეწვს რეგულარული ვარცხნა სჭირდება, დაბანა კი საჭიროებისამებრ. ზოგი მეპატრონე მის გაკრეჭვას ამჯობინებს, ხოლო ვისაც გრძელბეწვიანი კოკერის ყოლა სურს, ყოველდღე ჯაგრისით უნდა დავარცხნოს თავისი ოთხფეხა მეგობარი. რადგან მათთვის დავარცხნა ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროა ადრეული ასაკიდან მიეჩვიოთ ამას.

კოკერ სპანიელებს უყვართ ჭამა და ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გასუქდნენ. მიეცით საკვები 2-ჯერ დღეში ერთსა და იმავე დროს. საკვების მოცულობა საჭიროა განისაზღვროს ინდივიდუალურად ძაღლის ასაკის, წონის, მეტაბოლიზმის, აქტივობის, ჯანმრთელობის და სხვა პირობების გათვალისწინებით.

ინგლისური კოკერ სპანიელის მძიმე და დავარდნილი ყურები ჰაერის ცირკულაციას ვერ ახდენს და ბაქტერიების, პარაზიტებისა და სოკოს გამავლების კარგ გარემოს ქმნის, ამიტომ ხშირად შეუმოწმეთ და სიწითლის ან ცუდი სუნის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ვეტს.

სხვა ძაღლების მსგავსად, კოკერებსაც სჭირდება კბილების გახეხვა მინიმუმ ორჯერ კვირაში და ფრჩხილების დაჭრა, თუ მისი ცვეთა ბუნებრვად არ ხდება.

რეგულარულად შეუმოწმეთ თქვენს ძაღლს თვალები, ცხვირი, პირი და კანი. ცვლილების დროული შემჩნევა დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას მოგცემთ.

ინგლისურ კოკერ სპანიელებში ყველაზე გავრცელებული დაავადებებია: სიმსივნე, მენჯისა და სახსრების დისპლაზია, თვალის დაავადებები, ალერგია და სხვ.

რეგულარული მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი საყვარელი მეგობრის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ასევე, არ დაგავიწყდეთ პროფილაქტიკური ვიზიტები ვეტერინართან.

--RELATED--

 

გაიგეთ რომელია 10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში


19337 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...