ცნობილი ძაღლები, რომლებსაც ძეგლი დაუდგეს
March 29, 2017 18:18 Nika Gigashvili

ძალიან ბევრი ისტორია არსებობს ძაღლების ერთგულებაზე, უანგარო სიყვარულსა თუ თავგანწირვაზე. ადრეული საუკუნეებიდან მოყოლებული ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს მასშტაბით მათი არა ერთი ძეგლი არსებობს.
ქვემოთ მოცემულია არასრული სია იმ ცნობილი ძაღლებისა, რომლებსაც ძეგლი დაუდგეს:
ბალტო
ეს იყო ციმბირული ჰასკი, რომელმაც უამრავ ადმაინას სიცოცხლე შეუნარჩუნა. 1925 წლის დასწყისში ალიასკაზე გავრცელდა დიფტერიის ეპიდემია. უამინდობის გამო ერთადერთი გზა სამკურნალო შრატის მისატანად ძაღლების მარხილის გამოყენება გახდა საჭირო. ძაღლებმა ბალტოს მეთაურობით რთული გზის გავლის შედეგად შეძლეს საჭირო შრატის ადგილამდე მიტანა. 1925 წლის დეკემბერში მას ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ძეგლი დაუდგეს.
ჰაჩიკო
ჰაჩიკო იყო აკიტა ინუს ჯიშის ძაღლი, რომელიც 1924 წელს დაიბადა იაპონიაში. პატარა ჰაჩიკო ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს აჩუქეს. იგი ყველგან თან დაჰყვებოდა პროფესორს, ყოველ დილით აცილებდა სამსახურში სიბუიას სადგურამდე და შემდეგ ისევ იქ ხვდებოდა უკან დაბრუნებულს. ერთ დღეს პროფესორმა ინფარქტი მიიღო უნივერსიტეტში და უკან აღარ დაბრუნებულა. ჰაჩი ყოველ დღე ელოდებოდა თავის პატრონს თითქმის 10 წელი, გარდაცვალებამდე. ერთგულ მეგობარს 1934 წელს ძეგლი დაუდგეს, რომლის გასხნაშიც თვითონ ჰაჩიც იღებდა მონაწილეობას. მეორე მსოფლიო ომის დროს ძეგლი განადგურდა, მაგრამ იაპონელებს არ დავიწყებიათ ჰაჩიკო და 1948 წელს მეორედ დაუდგეს ძეგლი. ჰაჩი 1935 წელს დაიღუპა, მისი ძვლები პატრონის გვერდით დაკრძალეს. ჰაჩიკო იქცა ერთგულების და სიყვარულის სიმბოლოდ იაპონიში.
პავლოვის ძაღლი
ძეგლი დაიდგა სანკტ-პეტერბურგში ექპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ეზოში იმ ძაღლების პატივსაცემად, რომლებზეც ივან პავლოვი ცდებს ატარებდა.
მაკენზის ნაგაზი
ძეგლი აიგო იმ ძაღლების სამახსოვროდ, რომლებმაც მე-19 საუკუნეში ხელი შეუწყვეს ახალ ზელანდიაში ფერმების გაშენებას. ძეგლი აგებულია კენტენბერის რეგიონში, ტეკაპოს ტბის მახლობლად.
სენბერნარი ბარი
ბარი მე-19 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა შვეიცარიაში. თავდაუზოგავად შრომობდა ყოველდღიურად ადამიანების დასახმარებლად. ალპების მთებში 40-ზე მეტი ადამიანი იხსნა გაყინვისაგან. არსებობს ვერსია, რომ თოვლში ჩამარხულ სამხედროს მაშველი ბარი მგელი ეგონა და სასიკვდილოდ დაჭრა, თუმცა სხვა ვერსიის თანახმად ის 14 წლის ასაკში მშვიდად დაიღუპა ბუნებრივი სიკვდილით. მამაცი სენბერნარის ძეგლი აგებულია პარიზში.
კოსწია
კოსწია იყო გერმანული ნაგაზი, რომელიც რუსეთში, ქ. ტოლიატის სამხრეთის გზატკეცილზე ავარიაში მოყვა თავის პატრონთან ერთად. ძაღლი გადარჩა, მაგრამ მისი მეპატრონე საავადმყოფოში გარდაიცვალა. კოსწია 7 წლის განმავლობაში აღარ მოშორებია გზატკეცილს და ჯიუტად ელოდა თავის მეგობარს. სიკვდილის შემდეგ გერმანულ ნაგაზს ძეგლი დაუდგეს, რომელსაც “ერთგულების ძეგლი” ეწოდა.
ომის ძაღლი
დობერმან პინჩერის ძეგლი წარმოადგენს გუამის ბრძოლაში დაღუპულ 25 ძაღლს, რომლებიც ერთგულად მსახურობდნენ აშშ-ის საზღვაო ფლოტში II მსოფლიო ომის დროს. ფლოტში მსახურობდნენ, ასევე ლაბრადორ რეტრივერები, გერმანული ნაგაზები და სხვ. განსაკუთრებული დამსახურებისთვის 1994 წელს ომში დაღუპულ ძაღლებს მემორიალი გაუხსნეს. 1998 წელს ტენესის უნივერსიტეტის ვეტერინერული მედიცინის კოლეჯს გადაეცა გუამის მემორიალის ასლი.