ბლოგი / ეს საინტერესოა

ცნობილი გამონათქვამები ძაღლებზე




ძაღლი რომ ადამიანის საუკეთესო მეგობარია, დაუსრულებლად შეიძლება ამაზე საუბარი. არაერთი საინტერესო ფრაზა ეკუთვნის მათ შესახებ უამრავ გამოჩენილ და ასევე არაგამოჩენილ ადამიანს . ამჯერად კი წარმოგიდგენთ 15 ცნობილ ციტატას ძაღლებზე: 

  1. "თუ მშიერ ძაღლს დააპურებთ ის აღარ გიკბენთ. აი, ესაა პრინციპული განსხვავება ადამიანსა და ძაღლს შორის"- მარკ ტვენი
  2. "რაც უფრო შევისწავლე ხალხი, მით უფრო მომწონს ჩემი ძაღლი" - მარკ ტვენი
  3. "ძაღლები ლაპარაკობენ – მაგრამ მხოლოდ იმათთან, ვისაც მოსმენა შეუძლია" - ორჰან ფამუქი
  4. "ძაღლი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად უყვარხართ" - ჯოშ ბილინგსი
  5. "ძაღლები არასოდეს მკბენენ, მხოლოდ ადამიანები" - მერლინ მონრო
  6. "თუ სამოთხეში ძაღლები არ არიან, მაშინ როცა მოვკვდები იქ მინდა მოვხვდე, სადაც ისინი მიდიან" - უილ როჯერსი
  7. "შესაძლოა ძაღლი არ არის მთელი ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ისინი ამთლიანებენ მას" - როჯერ კარასიფრაზები ციტატები ძაღლებზე
  8. "ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება. მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს, როცა თავადაც ძაღლივით მშიერი ხარ"– ჯეკ ლონდონი
  9. "ყოველთვის ეჭვით ვუყურებ ადამიანს, რომელსაც არ მოსწონს ძაღლები, მაგრამ ვენდობი ძაღლს, როდესაც არ მოსწონს ადამიანი" - ბილ მიურეი
  10. "ჩემი მიზანია გავხდე ისეთი ადამიანი, როგორიც ჩემს ძაღლს ვგონივარ"- უცნობი ავტორი
  11. "ზოგმა ანგელოზმა ფრთების ნაცვლად ბეწვი აირჩია" - უცნობი ავტორი
  12. "მსოფლიო უკეთესი იქნებოდა, ყველას ძაღლივით უპირობო სიყვარული რომ შეძლებოდა" - მ.კ. კლინტონი
  13. "ძაღლებს უყვართ თავიანთი მეგობრები და კბენენ მტრებს, განსხვავებით ადამიანებისგან, რომლებსაც წმინდა სიყვარულის ნიჭი არ აქვთ და გამუდმებით ურევენ სიძულვილსა და სიყვარულს ერთმანეთში" - ზიგმუნდ ფროიდი
  14. "ყველა ფიქრობს, რომ საუკეთესო ძაღლი ჰყავს და არც ერთი მათგანი არ ცდება"- უცნობი ავტორი
  15. "როდესაც ძაღლს აიყვანთ, თქვენ უამრავი კარგი და ერთი ძალიან ცუდი დღე გექნებათ ცხოვრებაში" - უილიამ ბრიუს კამერონი

 

--RELATED--

11059 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...