ბლოგი / ეს საინტერესოა

შვიდი 15$-ზე ნაკლები ღირებულების მქონე, გამოსადეგი ნივთი თქვენი კატისა და ძაღლისათვის




შინაური ცხოველები ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან და მეპატრონეებს მათ მიმართ უდიდესი სიყვარული და ამაგი გააჩიათ. თითოულ ჩვენგანს სურს გაახაროს საკუთარი ძაღლი, კატა, ზაზუნა თუ სხვა შინაური ცხოველი, ამავდროულად ზრუნავს იმაზე, რომ მისი ფუმფულა მეგობარი იყოს ჯანმრთელი და ენერგიული. ამ პოსტში შემოგთავაზებთ 7 ნივთს, რომელთა ღირებულებაც არ აღემატება 15 აშშ დოლარს საიტზე banggood.com, ეს ნივთები გაახალისებენ თქვენს ძაღლებსა და კატებს და ამავდროულად იზრუნებენ მათი ჯანმრთელობასა და ინსტინქტების გაუმჯობესებაზე. ორი სიტყვით მოგახსენებთ ამ საიტის შესახებ, banggood.com გახლავთ ჩინური ონლაინ მაღაზია, რომელსაც აქვს საკუთარი საწყობები ჩინეთში ევროპასა და ამერიკაში, მათი პროდუქცია აუცილებლად ჩამოდის, ან გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ფოსტისა თუ სხვა მხარის გაუგებრობის გამო არ ჩამოდის ნივთი აბრუნებენ თანხას.

სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ გამოგიწეროთ ნებისმიერი ნივთი, თანხა კი გადაიხადოთ მას შემდეგ რაც ფიზიკურად ნახავთ და დარწმუნდებით, რომ გსურთ შეძენა.

 

  1. წყლის პორტატული დისპენსერი - 13$ - https://goo.gl/ZjXhvb

ძაღლებს სეირნობისას უყვართ თამაში, სირბილი და დიდი ენერგიის დახარჯვა, რაც იწვევს მათ წყურვილს, წყლის დალევის საშუალება კი იშვიათადაა შესაძლებელი და გარდა ამისა არ არსებობს გარანტია, რომ ჯანსაღი წყალი იქნება ქუჩასა თუ პარკში. ამ დისპენსერის საშუალებით ყოველთვის შეძლებთ დაალევინოთ წყალი ძაღლსა თუ კატას ქუჩაში, პარკში და ნებისმიერ სხვა ადგილას.

წყლის დისპენსერი

 

  1. დასაკეცი გვირაბი კატებისათვის - 13$ - https://goo.gl/Vnw2ZK

კატები მტაცებელი ცხოველები არიან, მათ გენში აქვთ ნადირობა მცირე ზომის ცხოველებზე, რომელთაც ძირითადად ბუნაგებში, თხრილებსა და სხვა ვიწრო ადგილებში სჩვევიათ დამალვა. აღნიშნულიდან გამომდინარე კატებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტინქტი ვიწრო ადგილებში ძრომიალი და იქ ნადავლის ძებნაა, ამ ინსტინქტის განვითარება მათ ჯანმრთელობაზეც კი დადებით გავლენას ახდენს, რადგან ამ დროს სპეციალური კუნთები ვარჯიშდება, ეს ნივთი კი იდეალურია კატებში აღნიშნული ინსტინქტის განსავითარებლად და უბრალოდ მათი კარგი გართობისთვის.

დასაკეცი გვირაბი

 

  1. ლაზერი კატებისა და ძაღლებისათვის - 4$ - https://goo.gl/2WDtQC

კატებისათვის ნადირობა და ძაღლებისათვის მსხვერპლის დევნა ერთ-ერთი ძირითადი ინსტინქტია. ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ამ ინსტინქტის ვარჯიშისას გულიანად ერთობიან და ბედნიერად გრძნობენ თავს. ქალაქის პირობებში, წითლად განათებული წერტილი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ნადავლს წარმოადგენს ძაღლისა თუ ფისოსთვის. სწორედ ამიტომ ეს ლაზერი მოგცემთ საშუალებას დაუღლელად და მოუბეზრებლად ეთამაშოთ თქვენს ცხოველს.

ლაზერი ცხოველებისათვის

 

  1. კატის ბრჭყალების სალესი (საფხაჭნი დაფა) - 14$ - https://goo.gl/GufXrj

კატის მთავარი იარაღი მისი ბრჭყალებია, სწორედ ამიტომ ის ცდილობს მაქსიმალურად ბასრ მდგომარეობაში ჰქონდეს საკუთარი თავდაცვისა და სანადირო იარაღი. კატები ცნობილი არიან კედლების, ავეჯისა და მტკიცე ქსოვილების ფხაჭნით, ამგვარად ისინი ბრჭყალებს ილესავენ. ეს ნივთი დაიცავს თქვენი სახლის ინტერიერს, რადგან მასზე ბრჭყალი მარტივად ილესება და სწორედ ამიტომ კატას სხვა ნივთებზე ბრჭყალის გალესვა ნაკლებად მოუნდება. ამ დაფას ასევე აქვს ჩაშენებული ბურთები, რომელზე თამაშიც დამატებით მხიარულებას შესძენს თქვენს ფისოს.

ბრჭყალების საფხაჭნი

 

  1. საჭმლის დისპენსერი სათამაშო - 6$ - https://goo.gl/BQX5iV

კატებსა და ძაღლებს, მოშინაურებამდე სჭირდებოდათ საჭმლის მონადირება, რის გამოც მათ აღნიშნული ინსტინქტი დღემდე აქვთ შემორჩენილი, მათი თამაშების უმეტესობა, სწორედ ამ ინსტინქტის ვარჯიშს წარმოადგენს. იმისათვის, რომ თქვენს ცხოველს ნადირობისა და ნადავლის მიღების სიმულაციის საშუალება მისცეთ გამოგადგებათ ეს სათამაშო. ეს ბურთები ივსება ცხოველის საჭმელით, ბურთით თამაშისას საჭმელი მცირე პორციებად იყრება გარეთ, რაც ცხოველს აძლევს იმის შეგრძებას, რომ მან საკუთარი საჭელი მოინადირა. ეს პროცესი მათ განსაკუთრებულ ბედნიერებასა და კმაყოფილებას გვრის.

საჭმლის დისპენსერი სათამაშო

--RELATED--

 

  1. თაგვი დისტანციური მართვით - 8$ - https://goo.gl/64Mqdq

ყველა კატასა და ძაღლს უყვარს ბურთისა თუ სხვა სათამაშოს დევნა, თქვენ კი ხშირად გიწევთ ხელით გადაუგდოთ ესა თუ ის სათამაშო, რათა მათ მოინადირონ ის. დისტანციური მართვით აღჭურვილი რბილი თაგვი კი იდეალური მსხვერპლია თქვენი ძაღლისა თუ კატისათვის, ეს სათამაშო მოგცემთ საშუალებას დიდხანს ეთამაშოთ და კარგად გაერთოთ თქვენს ცხოველთან ერთად.

პულტიანი თაგვი

 

  1. ძაღლის საჭმლის სასროლი იარაღი - 6$ - https://goo.gl/7yUXmo

ძაღლთან ერთად სეირნობისას ალბათ ხშირად ერთობით მასთან ჯოხის, თეფშისა თუ სხვა სათამაშოების გადაგდებით. თქვენი ცხოველი ნასროლ ნივთს იჭერს და თავს ბედნიერად გრძნობს, ამ ბედნიერების გაძლიერება კი მისთვის საყვარელი საჭმლის გადაგდებით შეიძლება. ეს მოწყობილობა კი მოგცემთ საშუალებას თქვენს ცხოველს საყვარელი საკვები კომფორტულად ესროლოთ.

საჭმლის სასროლი 

 

ასევე იხილეთ ნივთები 25$-მდე ღირებულებით - petario.com/nivtebi-25$


1539 ნახვა



მსგავსი პოსტები

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...