ბლოგი / ეს საინტერესოა

შვეიცარიის გზამკვლევი ფისო




გზის არევა არსად და არავისთვისაა სახარბიელო. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გარე სამყაროს მოწყვეტილი, შვეიცარიის მთებში სრულიად მარტო ხარ. ასეთ არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდა ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც შვეიცარიის მთების დასალაშქრად მარტო გაემართა.

შვეიცარიელი კატა

როგორც აღმოჩნდა, მთავარი ბილიკი, რომელიც მის რუკაზე იყო აღნიშნული, ჩახერგილი დახვდა და არავინ იცის, რა დრო დასჭირდებოდა გზააბნეულ ტურისტს ახალი მარშრუტის მოსაძებნად, რომ არა ერთი შავ-თეთრი კატა.

შვეიცარიის გზამკვლევი

 

--RELATED--

როგორც ჩანს, ფისო კარგად იცნობდა შვეიცარიის მთებს და წარმატებით დააბრუნა ტურისტი სასტუმრომდე. მადლიერი სტუმარი იხსენებდა, რომ ფუმფულა გზამკვლევი ხშირად ჩერდებოდა ბილიკზე და უკან იხედებოდა, რათა დარწმუნებულიყო ნამდვილად მიჰყვებოდა თუ არა მგზავრი.

გიდი ფისო

გაირკვა, რომ სხვა ტურისტებსაც ხშირად შეხვედრიათ იგივე კატა მთებში, რომელსაც მათი კეთილგანწყობა და სიყვარული სრულიად დამსახურებულად მოეპოვებინა.

 შეიტყვეთ საინტერესო ფაქტები ფისოებზე, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ


5530 ნახვა



მსგავსი პოსტები

15 ცნობილი გამონათქვამი კატებზე

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების 15 ციტატას კატების შესახებ: &...

ძაღლის 10 ჯიში ახალბედა მეპატრონეებისთვის

ძაღლის აყვანა გადაწყვიტეთ და ჯერ კიდევ გამოუცდელი ხართ ამ საკითხში? ახალი წევრის შემოსვლა ოჯახში ყოველთვის დიდ სიხა...

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...