ბლოგი / ეს საინტერესოა

შავი კატა - მითები ლეგენდები და რეალობა




 

ალბათ ბავშვობაში მაინც, ყველა ჩვენგანს სჯეროდა, რომ შავი კატა ცუდი ბედის მომტანია, თუ შავი კატა გადაგვირბენს გზაზე აუცილებლად რაღაც ცუდი შეგვემთხვევა და ა.შ.. აღნიშნული ცრურწმენების გამყარებას ეხმარებოდა ჰელოუინის თემატიკაზე გადაღებულ ფილმებში შავი კატის უარყოფითი როლები. შავი ფისოები ასევე ხშირად გვევლინებიან საშინელებათა ფილმებშიც, დაძაბულ მომენტში ხშირია შავი კატის აუღელვებელი ნაბიჯით გავლა, რის შემდეგაც ურჩხული ან ფსიქოპატი ბოროტ საქციელს სჩადის.

საიდან მოდის ცრურწმენები შავ კატებზე ? - შავი კატის უარყოფითი გავლენის შესახებ მითები და ლეგენდები სათავეს იღებს შუა საუკუნეების ევროპაში, ამ დროს გავრცელებული იყო შავი ჭირი, სიკვდილიანობის დონემ უმაღლეს წერტილს მიაღწია. ხალხი თვლიდა, რომ იმ ადამიანს ელოდა სიკვდილი, რომლის საწოლზეც შავი კატა დაჯდებოდა. ამ პერიოდში ასევე სჯეროდათ ჯადოქრებისა და ზოგადად ჯადორქრობის, გაუთხოვარ ქალებს მაგიის გამოყენების გამო ხშირად სჯიდნენ. ამ ქალებს ხშირად ჰყავდათ შინაური კატები, მათ შორის შავიც, რომლებიც ღამით ქუჩებში სეირნობდნენ და ნადირობდნენ, რაც მოსახლეობას აშინებდა, შედეგად კი გაჩნდა ლეგენდები, რომ შავი კატები არიან დემონები, რომლებიც ეხმარებიან მაგიკოს ქალებს, კუდიანებსა და ჯადოქრებს. ზოგი თვლიდა, რომ შავი კატები თავად არიან გარდაქმნილი ჯადოქრები, ან ჯადოქრების მსხვერპლთა დამონებული სულები.

--RELATED--

დღევანდელ დღეს ცოტამ თუ იცის, თუმცა არსებობს პოზიტიური ლეგენდებიც შავი კატების შესახებ, მაგალითად აზიაში შავი კატა ითვლება კარგი ბედის მომტანად, ასევე ევროპის ზოგ ქვეყანაში შავი კატის კონკრეტული მიმართულებით გზაზე გადარბენა კარგი ბედის მოტანასთან ასოცირდება.

shavi kata

რეალურად შავი კატა ისეთივე ჩვეულებრივი ფისოა, როგორც ყველა დანარჩენი. ისინი მოსიყვარულეები, მხიარულები და ცელქები არიან, როგორც ყველა სხვა კატა. მათ ახასიათებთ ნადირობის ინსტინქტი, იციან “გაუჩინარება” და მოულოდნელი თავდასხმა (თამაშისას), მათ შორის ადამიანებზეც, თუმცა ეს არ ხდის მათ ბოროტს, ისინი უბრალოდ ისეთივე კატები არიან როგორც სხვები. მაგალითად ჩემი ვაზოვსკი, ყოველ დილას ნადირობს ჩემს ფეხებზე სანამ შარვალს ჩავიცვამ.

მიუხედავად იმისა, რომ შავი ფისოები ფერის გარდა არაფრით განსხვავდებიან სხვა კატებისაგან, მათი აყვანის მსურველთა რაოდენობა სხვებთან შედარებით 60%-70%-ით ნაკლებია, რის გამოც უპატრონო შავ კატათა რაოდენობა ბევრად მეტია. ისინი იჩაგრებიან ცრურწმენების გამო, რომლებიც ადამიანებმა თავად გამოიგონეს, ამიტომ მოგიწოდებთ ნუ  დაიწუნებთ შავ ფისოებს ფერის გამო. მე პირადად მსურს შავი კატის აყვანა და სახელიც უკვე შერჩეულია - დენზელ ვოშინგტონი. შავ კატებს ასევე აქვთ დადებითი თვისებებიც: შავ ტანსაცმელზე არ ჩანს მათი ბეწვი, ფერის გამო ისინი თითქმის ნებისმიერ ჩაცმულობას უხდებიან, შავი ფისოს ხელში ჭერისას თქვენ უფრო გამხდარი ჩანხართ :D :D

 

გაიგეთ მეტი კატების შესახებ: petario.com/15-faqti-katebis-shesaxeb

 

 


3540 ნახვა



მსგავსი პოსტები

რა შეიძლება დავარქვათ ზაზუნას

ზაზუნები საკამოდ გავრცელებული შინაური ცხოველები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ საყვარელი და სასაცილო არსებების ახალბედა პატრონებს ზოგჯერ სახელი...

ზღვის გოჭის სახეობები

ზღვის გოჭები, იგივე გვინეური გოჭები პოპულარული დეკორატიული შინაური ცხოველები არიან. დღესდღეობით მსოფლიოში მათი უამრ...

ოჯახის მცველი ძაღლის ჯიშები

შინაური ძაღლის უპირველესი ფუნქცია, ისტორიულად, მეპატრონისა და მისი ქონების დაცვა იყო სხვა ადამიანებისა და ცხოველებისაგან. დროთა განმავლობაში ეს საჭ...
რატომ უშვებენ კატები უცნაურ ხმებს ჩიტების ან მწერების დანახვისას
10 საინტერესო ფაქტი ძაღლების შესახებ
საინტერესო ფაქტები კატებზე