ყველაზე ჭკვიანი ძაღლები სტენლი კორენის წიგნის მიხედვით
October 25, 2017 16:59 Kate Katel

ვანკუვერის ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი სტენლი კორენი ძაღლების შესახებ უამრავი წიგნისა და ნაშრომის ავტორია. ერთ-ერთი მისი წიგნია “ძაღლების ინტელექტი”, სადაც ძაღლები თავიანთი ინტელექტით კატეგორიებად იყოფიან. კორენს სულ 6 კატეგორიად აქვს დაყოფილი ძაღლის ჯიშები. პირველი კატეგორია მოიცავს ძაღლებს, რომლებსაც ახასითებთ ახალი ბრძანების გამეორება 5-ზე ნაკლები გამეორებით და პირველივე ჯერზე ბრძანების შესრულება 95% ან მეტ შემთხვევაში.
გთავაზობთ ამ წიგნის მიხედვით პირველი კატეგორიის 10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიშს:
10. ავტრალიური კეტლ დოგი (მწყემსი ძაღლი)
წარმოშობა: ავსტრალია
დანიშნულება: სამუშაო
წონა: 15-22კგ
სიმაღლე: ხვადი 46-51სმ; ძუ 43-48სმ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-16 წელი
ხასიათი: ფხიზელი, ცნობისმოყვარე და სანდომიანი
ენერგიულობა: აქტიური, საჭიროებს აქტიურ ვარჯიშს
ბავშვებთან ურთიერთობა: უმჯობესია უფროსი ასაკის ბავშვებთან
ძაღლებთან ურთიერთობა: მეთვალყურეობის ქვეშ
ბეწვის ცვენა: სეზონური
ყეფის ტენდეცია: საჭიროებისამებრ
გაწვრთნა: იოლად გაწვრთნადი
9. როტვეილერი
წარმოშობა: გერმანია
დანიშნულება: ნადირობა; დაცვა
წონა: ხვადი 50-60კგ; ძუ 35-48კგ
სიმაღლე: ხვადი 61-69სმ; ძუ 56-63სმ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 8-10 წელი
ხასიათი: ფრთხილი უცხოებთან; ერთგული და მოსიყვარულე ოჯახის წევრებთან
ენერგიულობა: აქტიური, საჭიროებს დატვირთულ ვარჯიშს
ბავშვებთან ურთიერთობა: მეთვალყურეობის ქვეშ
ძაღლებთან ურთიერთობა: მეთვალყურეობის ქვეშ
ბეწვის ცვენა: სეზონური
ყეფის ტენდეცია: საჭიროებისამებრ
გაწვრთნა: კარგად გაწვრთნადი
8. პაპიონი
წარმოშობა: ბელგია, საფრანგეთი
დანიშნულება: კომპანიონი
წონა: ხვადი 35-4,5კგ; ძუ 3,2-4,1კგ
სიმაღლე: ხვადი 20-28სმ; ძუ 20-28სმ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 14-16 წელი
ხასიათი: ფხიზელი, ბედნიერი და მეგობრული
ენერგიულობა: აქტიური, ცნობისმოყვარე და სწრაფი
ბავშვებთან ურთიერთობა: კარგი
ძაღლებთან ურთიერთობა: მეთვალყურეობის ქვეშ
ბეწვის ცვენა: სეზონური
ყეფის ტენდეცია: საჭიროებისამებრ
გაწვრთნა: მარტივი, ცდილობს გასიამოვნოთ
7. ლაბრადორ რეტრივერი
წარმოშობა: კანადა
დანიშნულება: სამუშაო, კომპანიონი
წონა: ხვადი 29-36კგ; ძუ 25-32კგ
სიმაღლე: ხვადი 56-58სმ; ძუ 54-56სმ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-13 წელი
ხასიათი: მეგობრული და კეთილი
ენერგიულობა: აქტიური
ბავშვებთან ურთიერთობა: კარგი
ძაღლებთან ურთიერთობა: კარგი
ბეწვის ცვენა: სეზონური
ყეფის ტენდეცია: საჭიროებისამებრ
გაწვრთნა: დამყოლი, იოლად გაწვრთნადი
6. შოტლანდიური ნაგაზი(შელტი)
წარმოშობა: დიდი ბრიტანეთი
დანიშნულება: სამუშაო; მწყემსი
წონა: 5-11კგ
სიმაღლე: 33-41სმ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელი
ხასიათი: საზრიანი, ცელქი და ენერგიული
ენერგიულობა: ძალიან აქტიური
ბავშვებთან ურთიერთობა: კარგი
ძაღლებთან ურთიერთობა: კარგი
ბეწვის ცვენა: სეზონური
ყეფის ტენდეცია: მოწონს ვოკალისტად ყოფნა
გაწვრთნა: კარგად გაწვრთნადი
5. დობერმან პინჩერი
წარმოშობა: გერმანია
დანიშნულება: სამუშაო, დამცველი
წონა: ხვადი 40-45კგ; ძუ 30-35კგ
სიმაღლე: ხვადი 68-72სმ; ძუ 63-68სმ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელი
ხასიათი: ფხიზელი, უშიშარი და ერთგული
ენერგიულობა: ძლიან აქტიური, საჭიროებს რეგულარულ ვარჯიშს
ბავშვებთან ურთიერთობა: კარგი
ძაღლებთან ურთიერთობა: მეთვალყურეობის ქვეშ
ბეწვის ცვენა: სეზონური
ყეფის ტენდეცია: საჭიროებისამებრ
გაწვრთნა: კარგად გაწვრთნადი
4. ოქროსფერი რეტრივერი
წარმოშობა: დიდი ბრიტანეთი
დანიშნულება: ნადირობა (ფრინველებზე)
წონა: ხვადი 30-35 კგ; ძუ 25-30კგ
სიმაღლე: ხვადი 56-61 სმ; ძუ 51-56 სმ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-13 წელი
ხასიათი: საზრიანი, ერთგული და მეგობრული
ენერგიულობა: ძალიან აქტიური
ბავშვებთან ურთიერთობა: შესანიშნავი
ძაღლებთან ურთიერთობა: კარგი
ბეწვის ცვენა: ხშირი
ყეფის ტენდეცია: საჭიროებისამებრ
გაწვრთნა: დამყოლი, იოლად გაწვრთნადი
3. გერმანული ნაგაზი
წარმოშობა: გერმანია
დანიშნულება: სამუშაო, მცველი
წონა: ხვადი 30-40 კგ; ძუ - 22-32 კგ
სიმაღლე: ხვადი 60-65სმ; ძუ 55-60სმ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 9-13 წელი
ხასიათი: საზრიანი, საიმედო, გაბედული და ერთგული
ენერგიულობა: აქტიური, საჭიროებს აქტიურ გონებრივ და ფიზიკურ ვარჯიშს
ბავშვებთან ურთიერთობა: კარგი
ძაღლებთან ურთიერთობა: მეთვალყურეობის ქვეშ
ბეწვის ცვენა: ხშირი
ყეფის ტენდეცია: საჭიროებისამებრ
გაწვრთნა: დამყოლი, იოლად გაწვრთნადი
2. პუდელი
წარმოშობა: დაუდგენელი, საფრანგეთი ან გერმანია
დანიშნულება: კომპანიონი
წონა: სათამაშო 2-3კგ; ჯუჯა 4,5-6კგ; სტანდარტული 18-22კგ
სიმაღლე: სათამაშო 28სმ-მდე; ჯუჯა 28-38სმ; სტანდარტული 38სმ და მეტი
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-18 წელი
ხასიათი: ამაყი, ცნობისმოყვარე და ძალიან ჭკვიანი
ენერგიულობა: ძალიან აქტიური
ბავშვებთან ურთიერთობა: კარგი
ძაღლებთან ურთიერთობა: მეთვალყურეობის ქვეშ
ბეწვის ცვენა: იშვიათი, ჰიპოალერგიული
ყეფის ტენდეცია: საჭიროებისამებრ
გაწვრთნა: დამყოლი, იოლად გაწვრთნადი
1. ბორდერ კოლი
წარმოშობა: დიდი ბრიტანეთი
დანიშნულება: სამუშაო, მწყემსი
წონა: ხვადი 14-20კგ; ძუ 12-19კგ
სიმაღლე: ხვადი 48-56სმ; ძუ 46-53სმ
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-15 წელი
ხასიათი: გონიერი, ინტელიგენტი და დაუზარელი
ენერგიულობა: ძალიან აქტიური, საჭიროებს აქტიურ ფიზიკურ და მენტალურ ვარჯიშს
ბავშვებთან ურთიერთობა: უმჯობესია უფროსი ასაკის ბავშვებთან
ძაღლებთან ურთიერთობა: კარგი
ბეწვის ცვენა: სეზონური
ყეფის ტენდეცია: საჭიროებისამებრ
გაწვრთნა: დამყოლი, იოლად გაწვრთნადი