ყველაზე ერთგული კატის ჯიშები
May 10, 2017 21:55 Eka Fisrt

შინაური ცხოველის არჩევისას ადამიანები ხშირად ამჯობინენ ძაღლს. ისინი ძალიან საყვარლები, აქტიურები და მეგობრულები არიან. მაგრამ მთავარი მახასიათებელი მაინც ისაა, რომ ძაღლი ძალიან ერთგულია თავისი მეპატრონის. ახასიათებთ თუ არა კატებს ადამიანის ერთგულება?!
კატას ძაღლისგან სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვს. ის უფრო დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და ფრთხილია. ფისოს ხშირად მიიჩნევენ ეგოისტ ცხოველად, ფიქრობენ რომ ის საერთოდ არაფრად აგდებს პატრონს. კატებს ხშირად არ სჭირდებათ ადამიანის დახმარება, ისინი თავადაც უმკლავდებიან თავის საქმეს. ფუმფულა ცხოველების ასეთი ქცევა დამოუკიდებელი ხასიათის გამოვლინებაა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა არ ესაჭიროებათ. მათ არანკლებ იციან პატრონის სიყვარული. ძალიან ბევრ ფისოს გამოუვლენია თავისი პატრონის ძაღლზე მეტი ერთგულება და სიყვარული. გამოყოფენ კატის ჯიშებს, რომლებსაც განსაკუთრებულად ახასიათებთ მეპატრონის ერთგულება და მათ გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ. ასეთი ერთგულებით გამოირჩევიან კატის შემდეგი ჯიშები:
მეკონგის ბობტეილი
ეს ცხოველი ნამდვილად ერთგულია თავისი პატრონის მიმართ. ისინი მიჯაჭვულნი არიან ადამიანებს და არა ადგილებს, როგორც სხვა ჯიშის წარმომადგენლებს ახასიათებთ. მეკონგურ ბობტეილს ადამიანის თვალებში ცქერის ჩვევა აქვს, რაც საშუალებას აძლევს უკეთ გაიგოს მისი ემოციები. მათ ძალიან უყვართ თავიანთი პატრონების გარემოცვაში ყოფნა.იმისთვის რომ საყვარელ მეგობრებთან ერთად იყვნენ, ბობტეილები ხშირად თანახმა არიან მათ თოკითაც კი გაჰყვნენ ქუჩაში.ასევე ისინი კარგი დამცველები არიან. განსაკუთებულად უფრთხილდებიან პატრონს, მის ნივთებს, ტერიტორიას და ა.შ.
მეინ-კუნი
ეს დიდი ფისოები ძალიან მზრუნველები არიან. ისინი ყურადღებიანები არიან ბავშვებთან და ძალიან უყვართ მათთან თამაში. მეინ-კუნს არ ახასიათებს აგრესიულობა, ის მეგობრულია როგორც ადამიანების, ასევე სხვა ცხოველების მიმართ. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა თავად მხოლოდ მეპატრონის ერთგულები რჩებიან სიცოცხლის ბოლომდე. ამ ჯიშის ფისოები ძალიან ჭკვიანი, მომთმენი და წინდახედულები არიან. მათ კარგად ესმით როდის უნდა ეთამაშონ ადამიანს და როდის არ შეუშალონ ხელი.
აბისინიური კატა
აბისინიური ფისო საკმაოდ მორჩილი, დამჯერი და გამჭრიახია. ის ხშირად ერთი შეხედვით გრძნობს ადამიანის დამოკიდებულებასა თუ განზრახვას. თუკი კრუტუნა არსებების უმრავლესობას სიმშვიდესა და სიმარტოვეში მოსონთ ყოფნა, ამ ჯიშის კატებს სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვთ. აბისინიური კატები ვერ იტანენ სიმარტოვეს და მცირე ხნითაც კი არ მოგშორდებიან გვერდიდან. ისინი არ არიან აგრესიულები, ასევე მალე ივიწყებენ წყენას. ამ ფისოებს ძალიან უყვართ ბურთის დევნა და სხვა აქტიური თამაშები.
კურილიის ბობტეილი
გადამეტებული ყურადღება ამ ჯიშის კატებს ძალიან აბედნიერებთ. კურილიის ბობტეილი იოლად ეჯაჭვება მეპატრონეს და მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ერთგული რჩება. ამის მიუხედევად, ჭკვიანი ფისოები ახერხებენ არ გახდნენ მომაბეზრებელნი. ისინი ძალიან ფრთხილები, მოწესრიგებულები და წინდახედულები არიან, თავისი არსებობით არავის უშლიან ხელს. ბობტეილის ეს სახეობა ხშირად თვითონ ირჩევს მონათესავე სულის ადამიანს და თავისი რბილი და თავაზიანი ხასიათის მეშვეობით ხიბლავს მას.
ნევის მასკარადი

ამ ჯიშის ფისოები შეიძლება ერთი შეხედვით მკაცრი და საშიში მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ძალიან მოსიყვარულეები და ერთგულები არიან. ნევის მასკარადის კატებს შეუძლიათ ნებისმიერი ბავშვის ატანა, არავითარ შემთხვევაში არ დაკაწრავენ და აწყენინებენ მას. ისინი ხასიათით ძალიან ჰგვანან ძაღლებს, იოლად ეჩვევიან თითქმის ყველა ოჯახს და პატრონის მცველები ხდებიან. მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვას და არა ადგილსამყოფელს.